დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-09-09 21:00:01

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1.„პრემიერი დაგვპირდა, რომ 520-ე დადგენილების ხარვეზებს გამოასწორებდა, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა“ - ჰოსპიტალური სექტორი კრიზისშია

520-ე დადგენილება აღარავის ახსოვს, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ როცა 520-ე დადგენილება ჯანდაცვის სამინისტოში ახსოვდათ, უწყება პრობლემის მოგვარებით არც მაშინ იყო დაკავებული. „კომერსანტი“ დაინტერსდა 10 თვის შემდეგ რა შედეგები მოუტანა 520-ე დადგენილებამ კლინიკებს.


2. ინოვაციური პროდუქტები და აქციების საჯაროდ განთავსება - როგორ გეგმავს დიმიტრი ქუმსიშვილის „გრინ დაზღვევა“ ბაზრის წილის მოპოვებას

რა სიახლეები შემოიტანა სადაზღვევო ბაზარზე „გრინ დაზღვევა საქართველომ“ მას შემდეგ, რაც მისი აქციების მფლობელები უმსხვილესი კომპანიები სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ გახდნენ, რომლებმაც საწესდებო კაპიტალი რამდენიმე მილიონამდე გაზარდეს და სადაზღვევო სექტორის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანა და კონკურენტუნარიანი პროდუქტების დანერგვა დააანონსეს.


3.გომბორის ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ ექსკურსიების რეგულირებაზე პარლამენტი ახლა მუშაობს

ყველას კარგად ახსოვს 2018 წლის 9 ივნისს გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ტრაგედია, რომელსაც 4 ადამიანის, მათ შორის 1 არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა, 21 ადამიანი კი დაშავდა - იმის მიუხედავად, რომ ორი წლის წინ ამ რეზონანსულმა შემთხვევამ ექსკურსიების გამკაცრების აუცილებლობა დღის წესრიგში დააყენა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა რეგულაციები, რომლის მიხედვითაც სასკოლო ექსკურსიები უნდა ჩატარდეს.


4.თეატრებისა და კინოთეატრების, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადაიდო


ობიექტების ნაწილი უნდა გახსნილიყო 15 სექტემბრიდან, ნაწილი პირველი ოქტომბრიდან, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მათი გახსნა გადაიდო ერთი თვით.


5.„თელასის“ აქციების 24,5%-იანი წილი ხვიჩა მაქაცარიას „ბესტ ენერჯი გრუპმა“ იყიდა

საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში არსებული სს „თელასის“ აქციების 24.5%-იანი წილი აუქციონზე „ბესტ ენერჯი ჯგუფმა“ იყიდა.


6.„ქართულმა ოცნებამ“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა, რამაც საქართველოს ეკონომიკური სარგებელი დააკარგვინა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ სამეთვალყურეო საბჭოს სახელით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც დამატებითი დეტალებია საქართველოს მთავრობის კამპანიის შესახებ, რომელიც კონსორციუმის განცხადებით, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმართული იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის გასაჩერებლად, რამდენადაც პოტენციური ინვესტორების, დამფინანსებლების, კონტრაქტორებისა და მომწოდებლების დემოტივირებას ახდენდა.


7.თუ ჩვენ ქვეყანას გამდიდრება უწერია, ეს აზერბაიჯანთან და თურქეთთან სტრატეგიული ურთიერთობით არის შესაძლებელი

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „პლატფორმაში“ წარმატებულ რუსულ პროპაგანდაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველი და ძალიან მგრძნობიარე საკითხი სამწუხაროდ წარმატებული რუსული პროპაგანდაა.


8.როგორ ჰყიდის ყოფილი ბანკირი სახელმწიფოს პრეპარატს მილიარდებად და როგორ მუშაობს COVID-19-ის ვაქცინაზე

დიმიტრი მოროზოვმა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია „ბიოკადი“ დააფუძნა, სახელმწიფო შესყიდვების ლიდერ კომპანიად აქცია და ახლა ფულის შოვნას COVID-19-ის მკურნალობით აპირებს.


9.„თბილისობა 2020“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა

შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, „თბილისობა 2020“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა. ჩატარდება მხოლოდ კონცერტები, რომლებიც ონლაინ რეჟიმში გადაიცემა.


10.ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულება ივნისის მდგომარეობით 220 მლნ. ლარს შეადგენს

ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 2020 წლის ივნისის მდგომარეობით 220 407 109 ლარს შეადგენს.


თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up