დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-09-07 21:30:22

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1. საქართველოში საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება

საქართველოში საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


2. დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი გამკაცრდება

გიორგი გახარია - დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი გამკაცრდება მთელი ქვეყნის მასშტაბით - ღია სივრცის პირობებში იქნება დამატებითი, მსუბუქი მოთხოვნები


3. ჩვენმა ოთხწლიანმა მოღვაწეობამ ქვეყანას კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება მოუტანა

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. 2016 წელს მმართველი პარტია მოვიდა ლოზუნგით: „თავისუფლება, კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“. „კომერსანტი“ იწყებს სტატიების ციკლს, სახელწოდებით  — რა წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაში თითოეულმა დეპუტატმა ამ ოთხი წლის განმავლობაში. მასალების ციკლი ეძღვნება მოქმედი მმართველი პარტიის მიერ წინა არჩევნების დროს გაკეთებული საარჩევნო დაპირების შესრულების თემას.


4. ბევრი რესტორანი სამუდამოდ დაიკეტა, თუ ბანკებმა სექტორს მხარი არ დაუჭირა კიდევ მეტი დაიხურება - ლევან კობიაშვილი


ჰორეკას სფერო ძალიან ცუდ დღეშია. რესტორნები და სასტუმროები ფაქტობრივად გადარჩენაზე არიან. ბევრი რესტორანი დაიკეტა და ასე გაგრძელების შემთხვევაში, კიდევ ბევრი დაიხურება, — სარესტორნო ბიზნესის გამოწვევებზე და სამომავლო პროგნოზებზე კომერსანტი საქართველოს კულინარიის ფედერაციის თავმჯდომარეს, ბრენდ-შეფ ლევან კობიაშვილს ესაუბრა.


5. არჩილ კბილაშვილი: „ირაკლი დუმბაძეს „ლიდერფუდიდან“ მილიონობით ლარის მიტაცება უმტკიცდება

დავა „ლიდერფუდში“ 50%-იანი წილის სასამართლო განხილვის გარეშე ირაკლი დუმბაძისთვის მიკუთვნების შესახებ დასასრულს უახლოვდება. 8 სექტემბერს უზენაესი სასამართლო განიხილავს დავით ზეიკიძის საკასაციო სარჩელს, რომლითაც იგი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და არსებითი განხილვისთვის საქმის პირველი ინსტანცისთვის დაბრუნებას ითხოვს.


6. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება, – აღნიშნულის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ორივე გაერთიანებამ ერთხმად მიიღო.


7. 2020 წლის 6 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება თითქმის 10 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 376,9 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.


8.პანდემიის პირობებში, „რითეილ გრუპ ჯორჯია“  რამდენიმე ცნობილი ბრენდის შემოყვანას გეგმავს

„რითეილ გრუპ ჯორჯია“ ახლო მომავალში რამდენიმე ცნობილი ბრენდის შემოყვანას აანონსებს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, ივლისში თბილისი მოლში Ipekyol-ის მაღაზია უკვე გაიხსნა, რომელსაც კიდევ რამდენიმე ბრენდი დაემატება. თუმცა, კონკრეტულად რომელი, „რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ ამის შესახებ მოგვიანებით გაცხადდება.


9. ევროპის ქვეყნებში ღამის კლუბები ხელახლა იხურება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თებერვლიდან ივლისის ჩათვლით 15-დან 24 წლამდე ასაკის ინფიცირებულთა რიცხვი 4,5 პროცენტიდან 15% ამდე გაიზარდა.  ამასთან დაკავშირებით, ბევრმა ქვეყანამ დახურა კლუბები, სადაც შეუძლებელია სოციალური დისტანციის დაცვა.


10. ერთ დღეში Apple-ის აქტივები180 მლრდ. აშშ დოლარით შემცირდა

Apple-ის აქციები 8%-ით დაეცა. ამან კომპანია საბაზრო ღირებულების 180 მლრდ. აშშ. დოლარით შემცირებამდე მიიყვანა. ერთ დღეში კაპიტალიზაციის ასეთი ვარდნა საფონდო ბირჟის ისტორიაში არ ყოფილა.


თეგები:
top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up