დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-09-04 21:00:22

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.ძველი თაობის ბიზნესმენები მოსახლეობას ილუზიას უქმნიან, რომ მხოლოდ ოკუპანტია მათი ეკონომიკის გადამრჩენელი - ექსპერტები დავით საგანელიძის განცხადებაზე

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ონში მოსახლეობასთან შეხვედრაზე აცხადებს, რომ მამისონის უღელტეხილზე გზა აუცილებლად გაიხსნება და საქართველომ მეზობელ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაალაგოს, რადგანაც, მისი თქმით, რაჭისთვის აღნიშნული გზა უმნიშვნელოვანესია.


2.პანდემიის დროს მოსახლეობამ 6 მლრდ. ლარით მეტი სესხი აიღო - როგორ გაიზარდა ბანკების საკრედიტო აქტივობა

2020 წლის II კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, კომერციული ბანკების საკრედიტო აქტივობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,010,688,507 ლარით გაიზარდა. თუ 2020 წლის II კვარტალში კომერციული ბანკების მთლიანი სესეხების მოცულობამ 33,801,871,791 ლარი შეადგინა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 27,791,183,284 ლარი იყო.


3.სადაც სახელმწიფო არსებობს ყველგან კორუფციის პრობლემაა, მათ შორის საქართველოში

საჯარო სამსახურში კორუფციის თავიდან ასაცილებლად ახალი სახელმწიფო ორგანო შეიქმნება. ამის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე წარდგენილია. წარმოდგენილი პროექტით იქმნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანო - ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო.


4.ფილარმონიასთან ძლიერი აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლიც

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კინოთეატრ „ამირანის“ გვერდით, რამდენიმე წუთის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა.



5.პარფიუმერიის მაღაზიათა ქსელი „ისი-პარი“ სტრატეგიას ცვლის

პარფიუმერიის მაღაზიათა ქსელი „ისი-პარი“ სტრატეგიას ცვლის. როგორც „კომერსანტს“ „ისი-პარის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ განუცხადა, რომ კომპანიის ახალი სტრატეგია ფილიალების გამსხვილებას გულისხმობს.


6.„ბორჯომი ლიკანს“ მყიდველი ისევ არ გამოუჩნდა

7,5 მლნ დოლარით გაიაფებული სასტუმრო „ბორჯომი ლიკანით“ მაინც არავინ დაინტერესდა. სასტუმრო კვლავინდებურად საპარტნიორო ფონდის მფლობელობაში რჩება. ეს სასტუმროს აუქციონზე გაყიდვის მეორე მცდელობა იყო. საწყისი გასაყიდი ფასი კი 30 მლნ დოლარი.


7.მოთხოვნა 50%-ით გაიზარდა - „არსი“ იპოთეკური სესხების სუბსიდირების ორ თვეს აფასებს

მთავრობის მხრიდან იპოთეკურ სესხებზე 4%-იანი სუბსიდირების პროგრამამ ბინების გაყიდვები მნიშნელოვნად გაზარდა.


8.ICR-ჯგუფი რამდენიმე მაღაზიის დახურვას გეგმავს - „თავად ბრენდებს აქვთ პრობლემა

„რამდენიმე მაღაზიის დახურვას ვგეგმავთ, თვითონ ბრენდს აქვს პრობლემა“ , - ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ „ბიზნესპრესნუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ეს ეხება „პარფოისს“, რომლის ფილიალებიც უკვე იკეტება.


9.აგვისტო ოკუპირებულ აფხაზეთში - რუსი ტურისტები და კორონავირუსის მეორე ტალღა

მიმდინარე წლის ტურისტული სეზონის პიკი ოკუპირებულ აფხაზეთში არა აგვისტოს, როგორც ეს ტრადიციულად ხდება, არამედ სექტემბერში იქნება.


10.Google საბავშვო ბაზრის დასაპყრობად ემზადება

რამდენიმე დღის წინ Google-მა Android-ის პლანშეტებისთვის ახალი, საბავშვო რეჟიმი Google Kids Space წარადგინა. პირველი მოდელი, რომელზეც პროგრამის დაყენება შესაძლებელია Lenovo Tab M10 Gen 2 იქნება, ის გაყიდვაში შემოდგომაზე გამოვა.



თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up