დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-09-02 21:45:10

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

1. საკანონმდებლო ორგანოში ორ მთავარ ეკონომიკურ კომიტეტს თამბაქოს კონტრაბანდის შესახებ არაფერი სმენია


„ეს შეკითხვა აღმასრულებელთან. მე მხოლოდ შემიძლია დავინტერესდე და ასეც გავაკეთებ. თუმცა არ მაქვს ინფორმაცია. დავაზუსტებ და ორ სამ დღეში შემეხმიანეთ,“ - ასეთი იყო პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას პასუხი „კომერსანტის“ კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია, რომ საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტი მასობრივად და შეუფერხებლად იყიდება.


2. რატომ აარიდა თავი ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, კახა ოქრიაშვილის მიერ წამოჭრილი პრობლემის შეფასებას

„კომერსანტმა“ ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენის კახა ოქრიაშვილის მიერ წამოჭრილი პრობლემის შეფასება „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტს სოსო ფხაკაძეს სთხოვა. ასოციაციის პრეზიდენტმა ჩვენს შეკითხვას თუ რამდენად ეთანხმება ოქრიაშვილის მოსაზრებას და რა არის იმის მიზეზი, რომ ბოლო წლებში ახალი ბიზნესმენები საქართველოში არ ჩნდებიან და მხოლოდ რამდენიმეა, რომელიც წარმოებაში ინვესტიციებს ახორციელებს - თავი აარიდა და არ ისურვა.


3. საქართველოს ბანკი, თიბისი, ქართუ ბანკი - ყველაზე ზარალიანი ბანკების რეიტინგი

ბანკების ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, სექტორი, რომელიც წლების განმავლობაში დიდ მოგებაზე გადიოდა, 2020 წლის I კვარტლის მსგავსად, II კვარტალი ზარალით დაასრულა.


4. თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა


დედაქალაქის მერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


5. 600 ლარამდე ღირებულების ნივთების გამოწერა შესაძლოა განბაჟებას არ დაექვემდებაროს

აღნიშნულის შესახებ მოქალაქეთა მოთხოვნა პარლამენტში უკვე წარდგენილია. კერძოდ, საუბარია, 13 070 მოქალაქის (დავით რამიშვილი) მიერ ხელმოწერილ და წარმოდგენილ პეტიციაზე.


6. რა შემთხვევაში გაძვირდება პური საქართველოში - მეხორბლეთა ასოციაცია

რუსეთში ხორბლის გაძვირებას შესაძლოა, საქართველოში პურზე ფასის მატება მოყვეს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსული საექსპორტო ხორბალი კიდევ 15 დოლარით გაძვირდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსსს“ მეხორბლეთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განუცხადა.


7. საქართველოდან ევროკავშირში გაშვებას მესაზღვრეები გადაწყვეტენ

74 ხმით, 0-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შს სამინისტროს უფლებას ანიჭებს, არ გაუშვას პირი ევროკავშირის/შენგენის ზონაში, თუკი ის გარკვეულ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს.


8. „ნინიას ბაღი„ - ცნობილი რესტორატორი მერიკო გუბელაძე ახალ კონცეპტუალურ სივრცეს ხსნის

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე ახალი რესტორანი „ნინიას ბაღი იხსნება. როგორც რესტორნის დამფუძნებელი, ცნობილი შეფმზარეული მერიკო გუბელაძე „კომერსანტს“ უცხადებს, რესტორანი სტუმრების მიღებას ოქტომბრის დასაწყისში შეძლებს.


9. ჩაქვში სასტუმრო “ოაზისი”, სადაც 900 ვიზიტორი ისვენებს, ჩაიკეტა

ჩაქვში არსებულ სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ კონფერენციაზე მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.


10. რუსი ტურისტების გამო თურქეთში covid 19-ით დაინფიცირების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა

თურქეთში ყოველდღიურად კორონავირუსზე 100 000 ტესტს აკეთებენ, მაგრამ ვის უტარდება - უცნობია. ექიმები ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ ქვეყანაში ჩამოსული რუსი ტურისტები ტესტირებას არ გადიან და ამის გამო ანტალიაში მოსალოდნელია ეპიდემიის ახალი ტალღა.

 

თეგები:
top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up