დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-09-01 21:00:46

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.სპექტაკლი ანტრაქტის გარეშე, მაყურებლები პირბადეებით და გამოტოვებული ადგილები დარბაზში - თეატრები ახალი რეგულაციებით იხსნებიან

საქართველოში თეატრები 1 ოქტომბრიდან გაიხსნება. Covid-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით, თეატრები გახსნისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ.


2.ეროვნული ბანკის მიერ ექვს თვეში დახარჯული 329 660 000 დოლარის მიუხედავად წელს ლარი 20 თეთრით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ 2020 წელს პირველი სავალუტო ინტერვენცია 13 მარტს განახორციელა, მაშინ გაყიდული თანხის მოცულობამ 20 მილიონი დოლარი შეადგინა. მას შემდეგ სავალუტო ბაზარზე კიდევ 10 ინტერვენცია განხორციელდა, საიდანაც ხუთი 40 მილიონი დოლარის, ოთხი 20 მილიონი დოლარი, ხოლო ერთი კი 29 650 000 დოლარის იყო. ჯამურად, კრიზისის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა 329 660 000 დოლარი გაყიდა.


3.ჯერჯერობით მხოლოდ გარე ივენთებზე გვაქვს ნებართვა - ღამის კლუბების გახსნის თარიღი კვლავ გაურკვეველია

კორონავირუსის პანდემიის გამო, ღამის კლუბების გახსნის თარიღი კვლავ გაურკვეველია. როგორც „კომერსანტს“ კლუბ ხიდის წარმომადგენელმა თამუნა აქსანდერმა განუცხადა „ხიდს“ მუშაობა ჯერ არ განუახლებია და შეზღუდული რაოდენობის გამო სასმელზე ფასიც გაძვირდება და ბილეთის ფასიც.


4.“ქართული ოცნება” კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ახალი სააგენტოს შექმნით აპირებს


საჯარო სამსახურში კორუფციის თავიდან ასაცილებლად ახალი სახელმწიფო ორგანო შეიქმნება. ამის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე წარდგენილია.


5.არაფრისმომცემი ეკონომიკური რეიტინგები რომელიც ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც ყველას თვალს უბრმავებს

უცხოურ რეიტინგებში სააქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები გადაჭარბებულად ფასდება. ეჭვს განსაკუთრებით ის გარემოება იწვევს, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები ბოლო პერიოდში ან შენარჩუნებულია ან გაუმჯობესებული, რის საფუძველსაც ეკონომისტები რეალურად ვერ ხედავენ.


6.თუ არ აწყობდა „ევექსს“ ინგოროყვას კლინიკა, მაშინ თავის დროზე რატომ იყიდა? - გოჩა ინგოროყვა

„თუ არ აწყობდა „ევექსს“ ინგოროყვას კლინიკა, მაშინ თავის დროზე რატომ იყიდა?“ - ინგოროყვას კლინიკის 50% წილის მფლობელი გოჩა ინგოროყვა „ევექსის“ მიერ 40% იანი წილის გასხვისებაზე საუბრობს, რომელსაც „ევექსმა“ ნაკლებშემოსავლიანი აქტივი უწდა.


7.რა წესებს დაიცავენ საბავშვო ბაღებში - რეკომენდაციები უკვე ცნობილია

საბავშვო ბაღები საქართველოში 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი და უკვე გამოქვეყნდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რისი გათვალისწინებაც მოუწევთ საბავშვო ბაღების თანამშრომლებს, აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს.


8.„ეს არ არის სტანდარტული სივრცე, რომელსაც ადამიანები მიჩვეულები არიან“ - პროექტი 39

პროექტი 39  განსხვავებული და მწვანე კონცეფციის კაფეა, სადაც  ტრადიციული მომსახურების გარდა მომხმარებლებს სხვადასხვა აქტივობები დახვდება.


9.პანდემიის დროს ფინანსური აპლიკაციების მოხმარებამ იმატა — გამოკითხვის შედეგები

Open Up 2020 Challenge-ის კვლევის მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში ფინანსური აპლიკაციების მიმართ ნდობა და მათი გამოყენება პანდემიის დაწყების მომენტიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა.


10.Forbes: ბელორუსულმა რევოლუციამ უძრავი ქონების ბაზარი ჩამოშალა

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელორუსიის უძრავი ქონების ბაზარზე გარიგებების რაოდენობამ რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია, ეს კი მომავალში ფასების ვარდნას გამოიწვევს.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up