დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-08-27 21:00:10

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.ღვინის ფალსიფიცირება მასობრივად მოხდება და სახელმწიფო ამაზე თვალს დახუჭავს - ირაკლი იაშვილი

„ღვინის ხარისხის საკითხი როგორი პრობლემურიც იყო, ისეთივე რჩება. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ღვინის გაბევრების ცდუნება კიდევ უფრო გაიზრდება,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელმა ირაკლი იაშვილმა განუცხადა.


2.„ქართული ოცნების“ „კეთილშობილება“ სიყალბეა, 200 ლარიანი დახმარება სახელმწიფო ვალია და მომავალ თაობებს ტვირთად დააწვება- ლევან ბეჟაშვილი

„ქართული ოცნების“ „კეთილშობილება“ სიყალბეა. 200 ლარიანი დახმარება სახელმწიფო ვალია და მომავალ თაობებს ტვირთად დააწვება“, – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟიაშვილი სახელმწიფოს მიერ გაცემულ 200 ლარიანი დახმარებების შესახებ განცხადებას აქვეყნებს.


3.95 ქვეყანას ვთავაზობთ პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“ - გიორგი გახარია

„ჩვენ 95 ქვეყანას ვთავაზობთ პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვახერხებთ და უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი მიღწევები ვირუსის მართვის მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში, დავაკონვერტიროთ კონკრეტულ შემოსავლებში ჩვენი ტურისტული სექტორისთვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


4.სვერის სათავგადასავლო ბანაკი ჭიათურაში - ადგილი საქართველოში ჩარჩენილი ტურისტებისა და ფრილანსერებისთვის


ჭიათურის რაიონში, სოფელ სვერში არსებული სათავგადასავლო ბანაკი საქართველოში ჩარჩენილი ტურისტებისა და ფრილანსერებისთვის ერთერთ მიმზიდველ ადგილად იქცა. ბანაკის გახსნის იდეა ექსტრემალური სპორტისა და მეკლდეურების ჯგუფს გაუჩნდა.


5.პენსია ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგით გაიცემა

ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის 1-ლი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


6.15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი, 18 ნიმუშში ბორი, ხოლო 2-ში ტყვია აღმოჩნდა

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, რომელიც სურსათის უსაფრთხოებისა და სამომხმარებლო პროდუქციის მონიტორინგის საკითხებზე მუშაობს, მორიგი ლაბორატორიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. 40 დასახელების საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებები გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. 15 ნიმუშში ფორმალდეჰიდი, 18 ნიმუშში ბორი, ხოლო 2 ნიმუშში ტყვია აღმოჩნდა.


7ამ ეტაპზე ბორანი დახურულია, თვეში მხოლოდ 1 ან 2 შეკვეთა გვაქვს

კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთია, კომპანია „ბორანია“, რომელიც მომხმარებელს როგორც ღია კაფეს, ასევე სუფრის თანხლებით მტკვარზე ტივით გასეირნებას სთავაზობს.


8.სავაჭრო ქსელში კონტრაბანდული სიგარეტი თავისუფლად იყიდება

აფხაზეთიდან შემოტანილი კონტრაბანდული სიგარეტი მანჩესტერი აჭარის სავაჭრო ქსელში იყიდება. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი მის მიერ აჭარაში შეძენილი სიგარეტის კოლოფის ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე მკაფიოდ ჩანს აფხაზური აქციზური მარკა, რომელსაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე იურიდიული ძალა არ გააჩნია.


9.ჯეფ ბეზოსის ქონებამ 200 მლრდ. დოლარს გადააჭარბა

Amazon-ის დამაარსებლის ჯეფ ბეზოსის ქონებამ 200 მლრდ. დოლარს გადააჭარბა. წლის მანძილზე მისი კომპანიის ღირებულება 90%-ით გაიზრდა, რომლის აქციების 11% მას ეკუთვნის.


10.2019 წელს საქართველოში 1 682 სასტუმრო 4 მლნ სტუმარს მოემსახურა

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 625 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 1 682 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას.

თეგები:
Top 10



წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
access_time2021-05-11 10:54:33
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში მორიგი საგაზაფხულო სეზონი გაიხნა. „მეხსიერების ფრაგმენტები“ სერგო ფარაჯანოვის და გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენის სახელწოდებაა, რომელიც ამ ორი ხელოვანის შემოქმედებას განსაკუთრებული რაკურსით წარმოაჩენს.     კერძო კოლექციებიდან შეგროვებული ნამუშევრების უმეტესობას დამთვალიერებელი წინანდლის მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეში პირველად იხილავს. მათი შემოქმედებისთვის ვიზუალური თხრობაა დამახასიათებელი და...

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?
access_time2021-05-11 10:00:53
კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ პანდემიის გამო საბანკო სესხების ნაწილი „ამორეზერვდა“, რამაც რადიკალურად შეამცირა სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის მაჩვენებელი. „ბანკებმა მსესხებლებს 2 ეტაპად...

„რითეილ ბაზრის მოთამაშეები არათანაბარ პირობებში არიან და მათ თანაბარი შესაძლებლობები არ ეძლევათ“ – „ფრესკო“

„რითეილ ბაზრის მოთამაშეები არათანაბარ პირობებში არიან და მათ თანაბარი შესაძლებლობები არ ეძლევათ“ – „ფრესკო“
access_time2021-05-11 11:00:25
ხელისუფლების მხრიდან რითეილ ბიზნესების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე არაერთი ამ ბაზრის მოთამაშე საუბრობს. ძირითად შემთხვევაში პრობლემა ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურს“ უკავშირდება და მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან პრივილეგიების მინიჭებას. არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე „ფრესკოშიც“ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ რითეილ სექტორისთვის ასევე პრობლემაა გამჭვირვალობის ნაკლებობა და ერთიანი სტანდარტის არ არსებობა. „კომერსანტთან“ ფრესკოს გენერალურმა დირექტორმა...

10 მაისი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

10 მაისი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2021-05-10 18:00:34
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 10 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 10 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 11 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-10 21:00:50
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შავ სიში შეყვანილ კომპანიას საქართველოს მთავრობამ 805 843 391 ღირებულების 7 კონტრაქტი გაუფორმა ერთ-ერთი ასეთი კომპანია „SINOHYDRO Corporation Limited“ - ია, კომპანია რომელიც მსოფლიოში თავისი ცუდი რეპუტაციით...


მსგავსი სიახლეები

up