დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-08-26 22:00:35

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

1.  პანდემიის პერიოდში საქართველოში შემოსული საერთაშორისო ამანათების რაოდენობამ 60%-ით იკლო

მსოფლიოში ონლაინ გაყიდვების მზარდი მაჩვენებლის მიუხედავად, გლობალურმა პანდემიამ ისევე, როგორც სხვა სექტორზე საერთაშორისო ამანათებზეც მოახდინა გავლენა. თუმცა ამ ეტაპზე საქართველოში ამანათების გადამზიდავ კომპანიებს წინა წელთან შედარებით გზავნილებზე მოთხოვნის პროცენტული სხვაობის დასახელება უჭირთ.

 

2. ზედმეტი ბიუროკრატია რომელიც ბანკებზეა მორგებული - საბავშვო ანაბარს სასამართლო გააკონტროლებს

არასრულწლოვნის ანაბარზე არსებული თანხის განკარგვის შესაძლებლობა მშობელს მხოლოდ სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში ექნება. შესაბამისი ცვლილება სამოქალაქო კოდექსში უკვე შევიდა და ის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება. ცვლილება არამხოლოდ ანაბარს, არამედ არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებასაც ეხება.

 

3. სკოლები და კინოთეატრები 15 სექტემბრიდან, საბავშვო ბაღები და თეატრები კი 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას ინფორმაციით, სკოლები 15 სექტემბრიდან, ბაგა-ბაღები კი 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება. ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, 15 სექტემბრიდან განაახლებენ მუშაობას თეატრებიც. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, 2 სექტემბრიდან დაგეგმილია დაბა მესტიის და ლენჯერის გახსნა.

 

4. ახალ სამყაროს მივიღებთ სადაც არ იქნება რესტორნები, ოფისები და კინოთეატრები - ოლეგ ოსინოვსკი


Tbilisi Hills Golf & Residences -ს მთავარი ინვესტორი ოლეგ ოსინოვსკი საკუთარ სოციალურ ქსელში ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში ბიზნესის როლზე საუბრობს. 

 

5. საქართველოში საწვავის ფასი 40 თეთრამდე გაიზარდა

მიმდინარე წელს ნავთობის ფასი არაერთგვაროვნად იცვლებოდა. წლის დასაწყისში არსებული მაღალი ფასები შემდეგ შეიცვალა ბოლო წლების რეკორდულად ყველაზე დაბალი ფასებით, რაც პირდაპირ კავშირში იყო COVID-19-ის პანდემიასთან, ვინაიდან მსოფლიოში ნავთობის ყოველდღიური მოხმარება შემცირდა სხვადასხვა კომპეტენტური შეფასებებით საშუალოდ 12-14 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

 

6. სებასტიან მოლინეუსი: საქართველოში ბიზნესგარემო გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში

საქართველოში ბიზნესგარემო გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შედეგების შეფასებისას.

 

7. ქართულ ბიზნესს ფინანსები არ ჰყოფნის - მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგები

მსოფლიო ბანკის ჯგუფმა და მისმა პარტნიორებმა (EBRD, EIB, DFID), საწარმოთა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. კვლევის მიხედვით, საქართველოს პოზიცია არაერთი მიმართულებით გაუმჯობესებულია, მათ შორის ქრთამის აღების შემთხვევების რაოდენობით საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესოს შორის მოხვდა.

 

8. საქართველო ჩართულია მოლაპარაკებებში Covid-19-ის ვაქცინის მისაღებად – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო ჩართულია მოლაპარაკებებში Covid-19-ის ვაქცინის მისაღებად.

 

9. თურქეთში გაზის საბადოების აღმოჩენა წინასაარჩევნო პიარია?!

პრეზიდენტი ერდოღანი შეჰპირდა ქვეყანას, რომ ძალიან სასიხარულო ინფორმაციას მიაწვდიდა. აღმოჩნდა, რომ, თურმე, შავ ზღვაში 320 მლრდ. კუბური მეტრის მოცულობის გაზის საბადო იქნა აღმოჩენილი. რა თქმა უნდა, ეს კარგია, თუმცა, არის კი ეს ნამდვილად სასიხარულო სიახლე? — ეს მოვლენა დეტალურად რომ გავაანალიზოთ, მალე მივხვდებით, რომ უკეთეს შემთხვევაში ეს მხოლოდ ეკონომიკური იმედია, უარესში კი - ჩვეულებრივი პიარი.

 

10. Handelsblatt: დასავლეთმა ნავალნის მოწამლვას სანქციებით უნდა უპასუხოს

რუსული ოპოზიციის ლიდერის მკვლელობის მცდელობამ მიზანდასახული პასუხი უნდა მიიღოს, როგორც მინიმუმ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ არ უნდა ამუშავდეს. ეს რა სახელმწიფოს მეთაურია, რომელმაც საკუთარი ცოლი ავარიის შემდეგ გერმანიაში სამკურნალოდ გერმანული ბანკის ხარჯზე აგზავნის და ამავე დროს საკუთარ ქვეშევრდომებს უფლებას აძლევს ოპოზიციის მოწამლული ლიდერი ქვეყნიდან რაც შეიძლება დიდხანს არ გამოუშვან? — აქ საუბარია ერთის მხრივ პუტინის მეუღლე ლიუდმილაზე, მეორეს მხრივ კი - ოპოზიციონერ-პოლიტიკოსზე ალექსეი ნავალნიზე.


თეგები:
top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up