დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-08-24 21:00:18

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.დიდი ვალების მქონე ქვეყანა ინვესტორებისთვისაც არამიმზიდველია - საგარეო ვალის ახალი ანტირეკორდი

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ერთ თვეში 1,490 მლრდ ლარით გაიზარდა. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დირექტორი პაატა შეშელიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ არც ერთ მთავრობას არ უნდა ჰქონდეს უფლება იმაზე დიდი ვადით აიღოს სესხი, ვიდრე თვითონ იქნება ხელისუფლებაში.


2.მთავრობის განკარგულებით 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.


3.მთის მდინარეებზე წყლის ლიმიტების საუკეთესო რეგულირების საშუალება ჰესებია - ბიძინა გიორგობიანი

გარემოს დაცვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის გახშირებული წყალდიდობებისა და მათი შესაძლო რეგულირების შესახებ წერს.


4.საქართველოს 500-მდე მოქალაქე წელიწადში მილიონ ლარზე მეტს შოულობს

საქართველოში საშუალო ხელფასი ოფიციალურად 1 200 ლარია, თუმცა ქვეყანაში დასაქმებული საკმაოდ ბევრი ადამიანის ერთი თვის შემოსავალი 100 ლარს არ აღემატება, ხოლო 488 ადამიანის მილიონ ლარს აჭარბებს.



5.კახეთში ბუტიკის ტიპის სასტუმროში 6 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა (ფოტოები)

კახეთში სოფელ კარდენახში, კავკასიონის გასწვრივ ბუტიკის ტიპის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი „ამპელო“ გაიხსნა.


6.საქართველოს ეკონომიკა III კვარტალში 6.2%-ით შემცირდება - პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2020 წლის III კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი უარყოფითი იქნება და –6.2% დაფიქსირდება. მშპ-ის მოსალოდნელი კლება კვლავ განპირობებულია COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების შოკებისაგან.


7.სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობას გზებზე ყოველწლიურად ასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება - ვასო ურუშაძე

„მომატებული საფრთხის მქონე გზებს სახელმწიფო უყურადღებოდ ტოვებს, რის გამოც ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება“- ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა.


8.პანდემიამ და საზღვრების არ გახსნამ 95%-იანი ზარალი მოგვაყენა - River Trip

„მას შემდეგ რაც კარანტინი გაუქმდა და მუშაობის შესაძლებლობა მოგვეცა მუშაობა 95%-ით არის შემცირებული“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „რივერ თრიფის“ წარმომადგენლმა ანა სამხარაძემ განუცხადა.


9.რუსულმა რუბლმა ვარდნა განაახლა

რუსული ეროვნული ვალუტის დასუსტების პროცესი ჯერ კიდევ ოთხშაბათს დაიწყო, პარასკევს კი ერთი დოლარი 75 რუბლამდე დაეცა. ანალიტიკოსების შეფასებით, შემოდგომის დასაწყისში რუბლი სწორედ ამ მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება.


10.აშშ ჩინური ტექნოლოგიური ექსპანსიის წინაამღდეგ ომს იწყებს

აგვისტომ ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებს ცუდი ახალი ამბები მოუტანა, აშშ-მ Huawei-ს წინაამღდეგ სანქციები გაამკაცრა, აუკრძალა ამერიკელებს ჩინურ სერვის TikTok-თან ყოველგვარი კონტაქტები და ჩინური მესენჯერი WeChat. ამიტომ დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ აშშ ჩინეთთან სრულ მასშტაბიან ტექნოლოგიურ ომს იწყებს.



თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up