დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2022-01-18 21:00:54

დღის Top 10 საინტერესო ამბავი


1. სად არის განთავსებული საქართველოს სავალუტო რეზერვები - სებ-ის პასუხი

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის ბოლოს ქვეყანა 4.3 მილიარდი დოლარის სარეზერვო აქტივებს ფლობდა, საიდანაც 3.78 მლრდ უცხოური ვალუტის რეზერვებია, მათ შორის, 2.5 მლრდ ფასიან ქაღალდებში დევს, 486.6 მლნ კი სესხების სპეციალური უფლებები იგივე SDR -ებია.



2. 1 მლნ ინფიცირებული და 14 500-ზე მეტი გარდაცვლილი საქართველოში - ეკონომიკის გამანადგურებელი რეგულაციების ფონზე

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მლნ-ს გადააჭარბა, რაც მოსახლეობის 27%-ზე მეტია. პანდემიას 14 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვეპლა, ანუ ყოველი 255 ადამიანიდან ერთი.



3. „გახსნას კიდევ 22 თვე ვეღარ დაველოდებით, ეს გამორიცხულია“ - კლუბი „ხიდი“

ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის სწრაფი გავრცელების გამო  საკლუბო სექტორმა ორი დღის წინ კლუბების დროებით დახურვის გადაწყვეტილება  მიიღო.  როგორც „კომერსანტთან“ ღამის კლუბ „ხიდის“ მენეჯერმა სოფო ებრალიძემ თქვა, “ხიდს“ აღარანაირი რესურსი აღარ შერჩა იმისთვის, რომ თანამშრომლებს კლუბების კვლავ გახსნამდე მათთან დარჩენა მოსთხოვოს. 



4. PSP თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტისთვის მზადაა


მთავრობის ინიციატივას თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით ფარმაცევტული კომპანიები ეხმაურებიან. როგორც PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია ხაბეიშვილი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, კომპანია ცვლილებისთვის მზადაა და 2-3 თვე ის ვადაა, რა პერიოდიც, სავარაუდოდ, საკანონმდებლო ცვლილების პრაქტიკაში ასახვას დასჭირდება, რისთვისაც მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია. 



5. 2084.71 ლარის გაყიდული აქციები და 7819.22 ლარის არასაბირჟო გარიგება - „ლიბერთი ბანკის“ 2021 წელი საფონდო ბირჟაზე


საქართველოში საფონდო ბირჟა წლებია უმნიშვნელოდ ფუნქციონირებს, წლიდან წლამდე არც გარიგებების მოცულობა და რაოდენობა იცვლება მნიშვნელოვნად. თუმცა, გასულ წელს, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, 2021 წელს სავაჭრო სესიებზე „ლიბერთიმ“ 125,781 ცალი აქცია გაასხვისა, რომელთა საერთო ღირებულებამ 2 084.71 ლარი შეადგინა. აქციების საშუალო შეწონილი ფასი 14-დან 17 თეთრამდე მერყეობდა.



6. 2021 წელს ,,არსის“ გაყიდვები პანდემიამდელ მაჩვენებელს გაუტოლდა

უძრავი ქონების ბაზარი „კოვიდ-19“-მა ვერ შეაფერხა. სამშენებლო კომპანია ,,არსის“ აღმასრულებელი დირექტორის ბესო ორთოიძის ინფორმაციით,  2021 წლის გეგმა 10%-იანი გადაჭარბებით შესრულდა, ხოლო ბინების რეალიზაცია პანდემიამდელი 2019 წლის მაჩვენებელს გაუთანაბრდა.


7. „ისთ ფოინთმა“ პანდემიური 2020 წელი 33-მილიონიანი ზარალით დაასრულა

თბილისის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“ პანდემიური 2020 წელიც, წინა წლების მსგავსად, ზარალით დაასრულა.



8. „რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება


მთავრობის 5 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, „რიყის დოქებისთვის“ ინვესტორს ამჯერად „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ეძებს, რომელიც ობიექტს 71 250 000 ლარად ყიდის.



9. კანადის სპეცრაზმი უკრაინაშია, კრემლმა დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო

უკრაინაში მდებარე რუსეთის ორ საკონსულოში მომუშავე დიპლომატებს ქვეყნიდან გასვლისთვის მომზადება უბრძანეს. ამის შესახებ The New York Times უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.


10.  რუსეთი საექსპორტო გადასახადს ამცირებს - საქართველოში შესაძლოა ზეთი გაიაფდეს

1-ლი თებერვლიდან რუსეთის ფედერაცია მზესუმზირის ზეთზე ექსპორტის გადასახადს ტონაზე $280.8-დან $251.4-მდე ამცირებს, რაც შესაძლოა საქართველოში ზეთის გაიაფების წინაპირობა გახდეს.




აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება
access_time2022-05-21 18:00:11
ეს შესაძლოა გამოიყურებოდეს გალაქტიკის ნაწილდად, მაგრამ Star...

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება
access_time2022-05-21 17:00:18
წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს...

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ
access_time2022-05-21 16:00:38
მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ...

მოცვი, ნუში და ვაშლი კვლავაც პოპულარულია ქართველ მწარმოებლებს შორის

მოცვი, ნუში და ვაშლი კვლავაც პოპულარულია ქართველ მწარმოებლებს შორის
access_time2022-05-21 15:00:01
EastFruit-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამამ „დარგე მომავალი - ბაღები“ მრავალწლიან ბაღებში 185 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდა. საქართველოს მთავრობამ ამ ინვესტიციების 50%-ის თანადაფინანსება...

პირველად, 46 წლის მანძილზე, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ამერიკისას ჩამორჩება

პირველად, 46 წლის მანძილზე, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ამერიკისას ჩამორჩება
access_time2022-05-21 11:03:04
პირველად, 46 წლის მანძილზე, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ამერიკისას ჩამორჩება. მიზეზად კი კორონავირუსის ახალი ტალღით გამოწვეული კარანტინი სახელდება. Bloomberg-ის ექსპერტების შეფასებით,...


მსგავსი სიახლეები

up