დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2022-01-17 21:00:33

დღის Top 10 საინტერესო ამბავი


1. საკრებულოს თანამდებობის პირებს ხელფასები 32-46%-ით ეზრდებათ

2022 წლის ბიუჯეტის განახლებული ვერსიით, საქართველოს მთავრობის სახელფასო ფონდი 1.83 მილიარდ ლარამდე იზრდება, რაც 177 მილიონი ლარით მეტია. 2022 წლის ბიუჯეტის თანახმად, ასიგნებების  მხარჯავ უწყებებში 112 752 ადამიანი არის დასაქმებული, რომელთა ხელფასებიც ჯამურად 1 830 644 800 ლარს შეადგენს.



2. „ჰელიოს ენერჯი ჯორჯიას“ გაყიდვები 500%-ით გაიზარდა

საქართველოში 2022 წლის იანვრის მდგომარეობით მზის ელექტროსადგური არ არსებობს, თუმცა პანელებზე მოთხოვნა მაინც იზრდება. გასულ წელს მხოლოდ ერთი კომპანიის  „ჰელიოს ენერჯი ჯორჯიას“ გაყიდვები 500%-ით გაიზარდა. 



3. საქართველოში სამოთხის ვაშლის პირველი ბაღი გაშენდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში, ნარეკვავის ტერიტორიაზე სამოთხის ვაშლის მცირე ბაღი გაშენდა. პროექტს კომპანია ,,სამოთხის ბაღი მ7“ ახორციელებს. ახალი ბაღში მოწეული მოსავალი მთლიანად გადამუშავდება, კერძოდ, სამოთხის ვაშლის მურაბის დასამზადებლად, რომელიც დეფიციტურია ბაზარზე.



4. GEORGIAN AIRWAYS $150 მლნ-ად იყიდება - კომპანიისთვის ინვესტორს GEORGIAN BUSINESS BROKERAGE ეძებს

ცოტა ხნის წინ დაფუძნებლი ქართულ-ამერიკული „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ავიაკომპანია Georgian Airways-ისთვის ინვესტორს ეძებს.კომპანიის გასაყიდ შეთავაზებებში 28-წლიანი ისტორიის მქონე ქართული ავიაკომპანია 150 მლნ დოლარად არის შეფასებული. შესაძლებელია, როგორც ავიაკომპანიის სრულად, ასევე ნაწილობრივ - მისი წილის შეძენა.




5. საქართველოში ავტომობილების 55% ოცზე მეტი წლისაა

2020 წელს, არაფორმალური სექტორის გათვალისწინებით, ავტომობილების ბიზნესის მთლიანი ზომა 3.8 მილიარდი ლარი იყო. ამის შესახებ შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელის“ მიერ მომზადებულ ანგარიშგებაშია ნათქვამი. 



6. „პორშეს“ ოფიციალურმა იმპორტიორმა პანდემიურ 2020-ში 5.79 მილიონი ლარის მოგება მიიღო



შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელმა“ – საქართველოში „პორშეს“ ოფიციალურმა იმპორტიორმა, პანდემიური 2020 წელი მოგებით დაასრულა. 



7. საწვავის აქციზით ბიუჯეტმა 2021 წელს 518 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო 

2021 წელს საქართველოს ბიუჯეტმა ბენზინზე დაწესებული აქციზის გადასახადით 293.5 მლნ, დიზელის იმპორტიდან 226.8 მლნ ლარი, ჯამურად კი 518.3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. 



8. ლონდონის საფონდო ბირჟაზე 1 კვირაში სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი დაეცა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 1.976 მლრდ გირვანქა სტერლინგია  გასულ კვირასთან შედარებით 24 მლნ-ით ნაკლები. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, შემცირებულია ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი.



9.მთავრობის მიერ GEORGIAN AIRWAYS-ის 30-50%-იანი წილის შეძენა კომპანიის გადარჩენის გზაა

როგორც „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ გენერალური დირექტორი და “ჯორჯიან ეარვეისის” ყოფილი გენდირექტორი რომან ბოკერია ბიზნესპარტნიორთან განმარტავს, „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯსა“ და ავიაკომპანიას შორის საბროკერო შეთანხმება უკვე გაფორმებულია.



10. ამერიკის 18 ნაბიჯი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში

სენატში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინეს.

 დოკუმენტში შეტანილია სერიოზული შეზღუდვები, რომლებიც იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს. დარტყმის ადრესატები იქნებიან რუსეთის მთავრობის პირველი პირები, უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები და რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციები. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up