დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-11-04 21:00:36

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი


1. რა საფრთხეს უქმნის შიდა ვალის ზრდა საქართველოს ეკონომიკას

სპეციალისტების შეფასებით,  შიდა ვალის აღებით ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად ზარალდება და ფინანსური სექტორის მდგრდობას საფრთხეს უქმნის. პირველი, რის გამოც შიდა ვალის ზრდა საშიშად მიიჩნევა, მაღალი საპროცენტო განაკვეთია. კერძოდ, თუკი საგარეო ვალის ფასი 1,48-2%-ის ფარგლებშია, შიდა ვალის შემთხვევაში მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9%-ს შეადგენს.




2. კვერცხის ქართველმა მწარმოებლებმა იმპორტი, შესაძლოა, მთლიანად ჩაანაცვლონ


საქართველოში კვერცხის იმპორტი თითქმის შეჩერებულია. წინა წელთან შედარებით, იმპორტირებული კვერცხის წილი ქართულ ბაზარზე 10%-იც აღარ არის. მიუხედავად იმისა, რომ 5-7%-ის ფარგლებში იკლო წარმოებამაც, აშკარად გამოჩნდა, რომ ქართველ მწარმოებლებს აქვთ რესურსი, კვერცხზე ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა 100%-ით დააკმაყოფილონ და ექსპორტზეც გავიდნენ.



3.ქუთაისის აეროპორტში სარეკლამო მომსახურების ექსკლუზიური მფლობელი 19 ნოემბერს გამოვლინდება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მის ტერიტორიაზე სარეკლამო მომსახურების მიზნით ექსკლუზიური უფლების გადაცემით აუქციონს აცხადებს.



4. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ანტივაქსერული კამპანიის გასანეიტრალებლად 1.7 მილიონი ლარი დახარჯა



აქართველოში ვაქცინაციის პროცესი განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით თითქმის 3 თვის დაგვიანებით 15 მარტს დაიწყო. მძლავრი ანტივაქსერული განწყობებისა და არასაკმარისი კამპანიის გამო პროცესი თითქმის ჩავარდა.



5. ანასეულის ჩაის“ წარმოება 40%-ით შემცირდა

ოფიციალურად დადასტურებული მზარდი ექსპორტის ფონზე ჩაის მწარმოებლები საპირისპირო ტენდენციაზე საუბრობენ. შპს ,,ანასეულის ექსპერიმენტალური ჩაის ფაბრიკაში“ პანდემიური პროცესის გავლენას მძიმედ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ შემცირდა როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბიო ჩაის წარმოება.



6.გალერია თბილისი: მწვანე ბარათების ამოქმედებას დავემორჩილებით და აღვასრულებთ

„თუ მთავრობა მიიღებს “მწვანე ბარათების“ ამოქმედების გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, დავემორჩილებით და აღვასრულებთ,” - ასე ეხმაურება „გალერია თბილისის“ ადმინისტრაცია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედეგად, “მწვანე ბარათების“ შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებით.



7. ნავთობპროდუქტების ექსპორტი 1 თვეში 100%-ით გაიზარდა - როგორ შეიცვალა მარაგების მოცულობა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა თვეების მიხედვით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების სტატისტიკა გამოაქვეყნა.



8. როგორ შეცვალეს უმდიდრესმა ადამიანებმა პლანეტა


პლანეტის უმდიდრესი ადამიანის - ილონ მასკი ქონება ბოლო 3 კვირაში $100 მლრდ-ით გაიზარდა და $300 მლრდ-ს გადააჭარბა, რამაც Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი კაცობრიობის ისტორიაში, ყველა დროის უმდიდრეს ადამიანად აქცია



9.Bild:მოსკოვმა ევროპაში გაზის მიწოდება შეამცირა

ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ ბოლო დღეებში ევროპაში გაზის მიწოდება მკვეთრად შეამცირა. 



10. Le Figaro: ჩინეთი - მსოფლიოს პირველი ეკონომიკა?

შეერთებული შტატები მსოფლიოში მოწინავე ეკონომიკად რჩება და მას ნელ-ნელა ჩინეტი ეწევა, თუმცა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით ჩინეთი უკვე პირველ ადგილზეა.



თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up