დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-10-25 21:00:31

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი


1. „ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფული ეკონომიკას აფერხებს“ - რატომ არ ენდობიან საფინანსო სექტორს საქართველოში

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი სექტემბრისთვის 35.41 მილიარდი ლარი შეადგინა. ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.38 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.37 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.88 პროცენტი.



2. მწყრის კვერცხი - ხურვალეთის დევნილთა დასახლებიდან დაწყებული ბიზნესის წარმატების ფორმულა

ახალგორიდან დევნილი 25 წლის მეწარმის ზაური კუდუხოვის მიერ დაწყებული ბიზნესი ფართოვდება. სოფელ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მეწარმის ამბიციაა, მწყრის კვერცხის წარმოებაში ლიდერი პოზიცია დაიკავოს.



3. ქართული თხილი თურქულს კონკურენციას ვერ უწევს

თხილის ბაზარი წლიდან წლამდე მზარდია, მაგრამ ცვლილება ძირითადად მოსავლის რაოდენობას ეხება და ხარისხი გამოწვევად ისევ რჩება. ამ მხრივ წლევანდელი სეზონი ქართული პროდუქტისთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა.



4.თბილისში ბინები 7.3%-ით გაძვირდა


საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.9%-ით, ხოლო 2020 წლის საშუალოსთან შედარებით 6.2%-ით გაიზარდა. ბოლო ერთ წელიწადში თბილისში ბინები 7.3%-ით, კერძო სახლები კი 13.5%-ით გაძვირდა.



5. იანვარ-სექტემბერში ტურიზმის შემოსავლებმა 2019 წლის დონის 33.5% შეადგინა - Galt & Taggart

Galt & Taggart-ის მიერ განახლებული კვირის მიმოხილვის მიხედვით, 2021 წლის სექტემბერში ტურისტების რიცხვმა 2019 წლის სექტემბრის დონის 39% შეადგინა, რაც გაუმჯობესებული მაჩვენებელია 2021 წლის ზაფხულის სეზონის აღდგენის დინამიკასთან შედარებით (აღნიშნულ პერიოდში საშუალოდ 33%-იან აღდგენას ჰქონდა ადგილი 2019 წლის დონესთან შედარებით).



6.მოსკოვში ლოქდაუნი ცხადდება - რუსეთში სურსათზე ტალონების შემოღებას პროგნოზირებენ

კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრად ზრდის გამო ორშაბათიდან, 25 ოქტომბრიდან მოსკოვში შეზღუდვები წესდება, ხოლო ხუთშაბათიდან მორიგი ლოქდაუნის გამოცხადებას აპირებენ.



7.ლონდონის საფონდო ბირჟაზე 1 თვეში თიბისის აქციები 13.35%-ით გაიზარდა, საქართველოს ბანკის კი 3.69%-ით შემცირდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:



8. ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი: მომსახურების ფასები ბაზარზე არსებულ ტარიფებზე მაღალი არ იქნება

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ მომსახურების ფასები ქართული ბაზრის შესწავლის შედეგად განისაზღვრა და ეს არ იქნება საქართველოში არსებულ ტარიფებზე მაღალი. ამასთან, კლინიკაში საქართველოში მომუშავე საუკეთესო სპეციალისტები მკაცრი კრიტერიუმებით შეირჩნენ. ამის შესახებ ახალგახსნილი კლინიკიდან jandacva.ge-ს აცნობეს.



9. რატომ დაიხურა სანსეტ შოვი - ადგილობრივი მთავრობის განმარტება





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up