დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-10-08 21:00:14

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

 1. ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 5–სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

 

 

2. ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების 77.7% „თიბისი“ და „საქართველოს ბანკზე“ მოდის

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2021 წლის მეორე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 255,501,871 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული.

 

 

 3.  ირან-აზერბაიჯანის სახიფათო სამხედრო „თამაშები“ – საფრთხე საქართველოსთვისაც

ყარაბაღის მეორე დიდი ომიდან 1 წლის შემდეგ სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში ისევ დაიძაბა. ყურადღების ცენტრში ახლა ირან-აზერბაიჯანის საზღვარია, სადაც სომხეთი, თურქეთი, რუსეთი და ისრაელი ასევე დაინტერესებულ მხარეებს წარმოადგენენ. გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, რისკები საქართველოშიც იზრდება.

 

 

4. ციფრული ,,სავსე ხურჯინი“ კახურ საოჯახო ნობათს საქართველოში, ლონდონსა და აშშ–ში ყიდის

,,სავსე ხურჯინი“ ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ნატურალური, ქართული პროდუქციის მოყვარულებს საოჯახო ნობათს კახეთიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აწვდის. პროდუქციის გაგზავნა შესაძლებელია საზღვარგარეთაც - ლონდონსა და ამერიკის ნებისმიერ შტატში, ასევე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.


 

 

 

5. Galt & Taggart–მა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.5%-მდე ასწია

Galt & Taggart 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 9.5%-მდე ზრდის. აღსანიშნავია, რომ ეს ემთხვევა საქართველოს მთავრობის განახლებულ პროგნოზს. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში წერია, Galt & Taggart თვეების წინ ეკონომიკის 8.6%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

 

 

6. სემეკი: ელექტროენერგიის ტარიფი არ იზრდება

არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისათვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების არსებითი ცვლილების საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მატება არ იგეგმება.

 

 

7. თბილისში საშუალო ხელფასი ზოგიერთ რეგიონთან შედარებით 105-130 პროცენტით მაღალია

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასი 5.4%-ით (62 ლარით) 1191 ლარამდე გაიზარდა. თბილისში ხელფასი ქვეყნის საშუალოსთან შედარებით 17%-ით მაღალია, ზოგიერთ რეგიონთან შედარებით კი 105-130 პროცენტით. 

 

 

8.  ,,უთიხესი“ (UTIKHESI) – კერამიკული ნაკეთობები და მასტერკლასი გამოცდილი კერამიკოსისგან

,,უთიხესი“ ქართული ბრენდია, რომელიც სულ ახლახან შეიქმნა და მალევე მიიქცია კერამიკის მოყვარული საზოგადოების ყურადღება. თუკი თიხა ადამიანში სიძველესთან ასოცირდება,  კერამიკოსმა ტატა რობიტაშვილმა შეძლო,  დიზაინში თანამედროვე ხასიათი შეეტანა და საკუთარი კერამიკული სტილი ჩამოეყალიბებინა.

 

 

9. ირლანდია „საგადასახადო თავშესაფრის“ ფუნქციაზე უარს ამბობს

ირლანდია საერთაშორისო კომპანიებს გადასახადს 15%–მდე უზრდის – Apple და Google იქ შტაბ–ბინებს ხსნიდნენ დაბალი განაკვეთის გამო. მოქმედი განაკვეთი ერთ–ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში და 12,5%–ს შეადგენს.

 

 

10.  HSC: თუ დროზე არ გაიხსნა სათხილამურო ინფრასტრუქტურა, სეზონს ზამთრის კურორტები ცარიელი შეხვდება

ზაფხულის სეზონის დასრულებასთან ერთად ქვეყანაში ტურისტულმა ნაკადებმა იკლო. სასტუმროების მენეჯმენტის კომპანიის HSC Group-ის ინფორმაციით, გარკვეულწილად ეს ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებსაც უკავშირდება. სექტორს ზამთრის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით იმედიანი განწყობა აქვს, მიზეზი ზამთრის კურორტებზე სასტუმროებში უკვე არსებული ჯავშნებია.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up