დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-10-05 21:00:31

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

 1. საქართველოში უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია Concentrix შემოვიდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით, საქართველოში უმსხვილესმა ამერიკულმა ბიზნეს სერვისების კომპანია Concentrix-მა დაიწყო ოპერირება. Concentrix ამერიკული ბიზნეს მომსახურების კომპანიაა, რომელიც მომხმარებლის ჩართულობაზეა ორიენტირებული.

 

 

2. რესტორნები 23:00 საათამდე იმუშავებენ, შეზღუდვები იხსნება კონცერტებსა და ფესტივალებზეც

6 ოქტომბრიდან კვების ობიექტები მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

 

 3.  საჯარო სექტორში დასაქმებულების შენახვაში ყოველწლიურად 2 მილიარდ ლარზე მეტს ვხარჯავთ

საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმების  და მათი შრომის ანაზღაურების ხარჯის ზრდა  ვერც პანდემიამ შეაჩერა. იმის ნაცვლად, რომ ბიუჯეტის ფული დიდწილად ინფრასტრუქტურის ან რეალური სექტორის განვითარებისთვის იხარჯებოდეს,  მთავრობა სამინისტროებში დასაქმებულებისთვის წინასაარჩევნოდ მიცემულ პირობას ასრულებს და მათი ხელფასის ზრდას გეგმავს.

 

 

4. Facebook-მა შეფერხების შემდეგ $50 მლრდ დაკარგა

Facebook-ის 6 საათიანი შეფერხების შემდეგ, მისმა დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა $6 მლრდ, თავად კომპანიამ კი $50 მლრდ დაკარგა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაზე დიდი ვარდნა არაა. 


 

 

5. ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე 9,5%–ით მეტი სარგებელი ირიცხება, ვიდრე დოლარის ანაბარზე

ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის განსხვავება აგვისტოში კიდევ გაიზარდა და მორიგი რეკორდულად მაღალი, 9.5% შეადგინა. 

 

 

6. ბანკებთან აფილირებული სადაზღვევოების მოზიდული პრემია ჯამურად სექტორის 40%-ს აჭარბებს

2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 448,6 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის ბანკების საკუთრებაში არსებული სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია თითქმის 180 მლნ. ლარს უტოლდება.

 

 

7. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ „კომერსანტის“ სტატიის თემაზე განმარტებას აკეთებს და ზარალის მიზეზებს ხსნის

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ განმარტებითი განცხადებით მიმაკრთა „კომერსანტის“ რედაქციას კვირას გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით – „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ 383 მლნ. ლარის ზარალზეა, - რატომ?“. სტატიის ავტორი საქართველოს  ფინანსთა სამინისტროსა და „საქართველის სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ანგარიშებს დაეყრდნო. 

 

 

8.  საქართველოში ბენზინის 2-3 კვირის მარაგი დარჩა – მოსალოდნელია საწვავის გაძვირება

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. Brent-ის მარკის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსულმა ფასმა ბარელზე $81-ს, ხოლო ამერიკული მსუბუქი ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსულმა ფასმა $77-ს გადააჭარბა. საქართველოში საწვავის საცალო ქსელში ფასები ჯერჯერობით ძველ ნიშნულზე ნარჩუნდება, მაგრამ გაძვირება უკვე თითქმის გარდაუვალია.

 

 

9. გაზპრომმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის პირველი მილის შევსება დაიწყო

რუსულმა გაზპრომმა ბუნებრივი გაზით პოლიტიკურად დატვირთული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის პირველი მილის შევსება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროექტის ოპერატორი ავრცელებს.

 

 

10. Rosbalt: აფხაზეთი - უსარგებლო და მძიმე ტვირთი რუსეთის კისერზე

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ძალიან მხიარული კაცია – ამბობს, რომ მას უყვარს ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვთ. ჟურნალისტები ამ კატეგორიაში არ შედიან, თუმცა, მათთვის პასუხების გაცემა მაინც უწევს - მათ შორის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე. რამდენიმე დღის წინ ბჟანიამ პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც ყველაფერთან ერთად, ეკონომიკურ გეგმებზეც ისაუბრა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up