დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-10-04 21:00:45

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

 1. დღეს ბავშვთა გასართობი ცენტრები განახევრებული რაოდენობით და შემცირებული კადრებით იხსნებიან

დღეიდან, 4 ოქტომბრიდან საქართველოში მანამდე მოქმედი რეგულაციების შემსუბუქება ბავშვთა გასართობ ცენტრებსაც ეხება, თუმცა ბევრი მათგანი მუშაობის განახლებას ვეღარ ახერხებს და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კადრების დეფიციტი სახელდება.

 

 

2. ზამთრის ტურისტული სეზონი შეიძლება მესამედაც ჩავარდეს

ზამთრის ტურიზმის პერსპექტივა დაახლოებით თვენახევარში გამოიკვეთება, თუმცა პროგნოზი მოსალოდნელ სეზონთან დაკავშირებით ჯერჯერობით უიმედოა. დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ, დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონიც წარუმატებელი აღმოჩნდება. 

 

 

 3.  საქართველოში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობის გამო მრავალმილიონიანი პროექტია შეჩერებული

„კომერსანტი“ მოგიყვებათ ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური მდგომარეობის გამო, როგორ დაპაუზდა მრავალმილიონიანი პროექტი. პროექტი, რომელსაც საქართველოში ამერიკული კაპიტალი, მედიცინა და განათლება უნდა შემოეტანა.

 

 

4. მარაბდა-კარწახის რკინიგზა 383 მლნ. ლარის ზარალზეა, - რატომ?

2020 წელს სახელმწიფო საწარმოების ჯამურმა ზარალმა 1 043 მილიარდი ლარი შეადგინა. ზარალიან კომანიებს შორის, სატრანსპორტო და ლოგისტიკური დარგის ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ  მარაბდა - ყარწახის რკინიგზაზე, რომლის 2020 წლის ზარალი 383 მლნ. ლარია, ერთობლივად სახელმწიფო კომპანიების ჯამური ზარალის  37%.


 

 

5. ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს 4-ჯერ გადააჭარბა

სექტემბერში წლიური ინფლაციის განაკვეთმა სამიზნე მაჩვენებელს 4-ჯერ გადააჭარბა და 12.3% შეადგინა. აგვისტოსთან შედარებით კი სამომხმარებლო ფასები 0.2%-ით გაიზარდა. 

 

 

6. ფინანსური სანდოობის და საკრედიტო რეიტინგების გაუარესება - რას გამოიწვევს ბიუჯეტის დეფიციტის ანტირეკორდი

2021 წლის 6 თვეში ბიუჯეტის დეფიციტმა 7.6%-ს მიაღწია. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ზაფხულში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მთავრობა 154 მლნ ლარით ნაკლებ ახალ ვალს აიღებს. 

 

 

7. საქართველოში შესაძლოა „ტესლას“ ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნას

სოციალურ ქსელში გამოჩნდა გვერდი, რომელიც იუწყება, რომ „ტესლა“-ს ელექტრომობილების შეძენა საქართველოშიც შესაძლებელია. გახდება თუ არა კომპანია „იმერი“ ილონ მასკის ელექტრომობილების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რატომ უნდა ვიყიდოთ ავტომობილი ქართული კომპანიისგან და არ ჩამოვიყვანოთ ევროპიდან – ამ და სხვა კითხვებს კომპანია „იმერი“-ს წარმომადგენელი კახა ჩინჩალაძე  პასუხობს.

 

 

8.  საქართველოში ბატარეების გადაყრა აკრძალულია, თუმცა არც ჩაბარების პუნქტებია და არც გადამამუშავებელი საწარმო

ელექტროტექნიკის უმრავლესობაზე გადახაზული ურნის ნიშანია დატანილი, რაც ნიშნავს, რომ მისი ჩვეულებრივ ნაგვის ყუთში გადაგდება აკრძალულია. მსგავსი აკრძალვა საქართველოშიც ვრცელდება, მაგრამ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში არც მათი ჩაბარების პუნქტებია და არც გადამუშავება ხდება

 

9. ორწლიანი პაუზის შემდეგ კლუბი „ხიდი“ საპილოტე ღონისძიებას აანონსებს

ღამის კლუბმა “ხიდი“ ორწლიანი პაუზის შემდეგ 8 ოქტომბერს საპილოტე ღონისძიება დააანონსა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 16 საათიან საპილოტე ღონისძიებაზე კლუბის რეზიდენტები და თბილისური სცენის ახალი ტალღის წარმომადგენლები დაუკრავენ.

 

 

10. ჰაწვალის საბაგიროს რეკონსტრუქციის პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა

სვანეთში ჰაწვალის სათხილამურო ტრასის საბაგიროს სრული რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს და ზამთრის სეზონის გახსნიდან საბაგირო მომხმარებლების მომსახურებას შეძლებს. ამჟამად საყრდენი ბოძების მშენებლობა მიმდინარეობს

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up