დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-10-01 21:00:04

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:



1. მიხეილ სააკაშვილი ბათუმიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ ბათუმიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისა და ნაცმოძრაობისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.



2. ეკონომიკა რეკორდულად იზრდება, ოღონდ რეკორდული ვარდნის შემდეგ

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 28 სექტემბერს იმედის ეთერში განაცხადა, რომ 2007 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში ეკონომიკის ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა. პრემიერი მართალია, თუმცა ისიც სიმართლეა, რომ 2020 წელს მშპ 6.2%-ით შემცირდა - ყველაზე მეტად 1994 წლის შემდეგ.




3. რუსეთი ვაშლის იმპორტის აკრძალვას გეგმავს – გადაწყვეტილება კატასტროფული იქნება ქართველი ფერმერებისთვის

რუსეთის არასაიმედო სავაჭრო პარტნიორობა სხვადასხვა ფორმით საკმაოდ ხშირად დასტურდება. ვაშლის იმპორტის მოსალოდნელი შეზღუდვა ან აკრძალვა რუსეთში, როგორც ქართველი ექსპორტიორები აცხადებენ, სერიოზულ პრობლემას შექმნის და ფასების კლებას გამოიწვევს.



4.თუ სააკაშვილის სცენარი განვითარდება, საქართველოს ეკონომიკა დიდი ხნით წინ ვერ წავა, ყველა ჩაიქნევს ჩვენზე ხელს - ირაკლი იაშვილი



„არმგონია, რომ ის აქ იყოს, ეს ამომრჩევლის მობილიზებისთვისაა გაკეთებული. თუ სააკაშვილის სცენარი განვითარდება, საქართველოს ეკონომიკა დიდი ხნით წინ ვერ წავა, ყველა ჩაიქნევს ჩვენზე ხელს. ეს ნაბიჯი არ იქნება წინ ცივილიზაცისკენ, ეს იქნება უკან ჯოჯოხეთისკენ“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბათუმში ჩამოსვლის ფაქტის შეფასებისას განუცხადა.




5. ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების ჩამორთმევა ეკონომიკის განვითარებას და კრედიტის გაიაფებას გამოიწვევს - ფინანსისტი

ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში მიიღო. მაშინ ბანკებს არაპროფილურ აქტივებზე უარის სათქმელად ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე მიეცათ.



6. კვერცხის წარმოებაში კრიზისია – რას ითხოვენ მთავრობისგან „პატარძეული“ და „პასტერი“

გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდა, მაღალი გადასახადები და წარმოებაში არსებული პრობლემა - ეს ის მიზეზებია, რასაც ქათმის კვერცხის მწარმოებლები პროდუქტის გაძვირების მთავარ ფაქტორებად მიიჩნევენ. ტენდენცია ბოლო წლინახევრის განმავლობაში გრძელდება. საწარმოებში საბითუმო ფასი 35-45 თეთრის ფარგლებშია, ხოლო დახლებზე კვერცხი 50-65 თეთრად იყიდება.




7. შეცვლის თუ არა არჩევნების შედეგს სააკაშვილის ჩამოსვლის ჭორ-მართალი – ბიზნესმენების კომენტარები

ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ბიზნესმენთა წრეში დაბნეულობა გამოიწვია. ნაწილს სჯერა, რომ სააკაშვილი საქართველოშია, ნაწილიც - მორიგ პროვოკაციად მიიჩნევს.  ალბათ,  ჭორ-მართალი მალე გაირკვევა, თუმცა, ბიზნესმენების აზრით, როგორიც არ უნდა იყოს იგი, არჩევნების შედეგზე გარკვეულ დონეზე ასახვას მოახდენს. 




8. გაზის გლობალური კრიზისი საქართველოს ვერ შეეხება

ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში ბუნებრივი გაზის კრიზისი მწვავდება, რაც შესაძლოა, სხვა იმპორტიორ ქვეყნებზე გადამდები აღმოჩნდეს, რადგან ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად გლობალურ ენერგომომარაგებას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. კრიზისისგან დამცავ გზებს ეძებეს უამრავი ქვეყანა, მათ შორის, საქართველო, რადგან კრიზისი, პირდაპირ თუ ირიბად, შეიძლება ჩვენც შეგვეხოს.



9.ბიზნეს სექტორის ბრუნვა გაიზარდა, გამოშვებული პროდუქციის მაჩვენებელი - შემცირდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9 პროცენტით გაიზარდა და 114.3 მილიარდი ლარი შეადგინა . 



10. „ხელისუფლების რეაქცია არ არის,ის, რასაც საზოგადოება ელოდება“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ახლა ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება სიმშვიდე, რათა ხვალ, 2 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ღია, სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს. 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up