დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-09-22 21:00:40

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

1. „ენკა“ ნამახვანჰესს აღარ ააშენებს. მიზეზი – პირობების შეუსრულებლობა და ფორსმაჟორი

საერთაშორისო კომპანია „ენკამ“ ნამახვანჰესის მშენებლობაზე საბოლოო უარი განაცხადა და თავის ამ გადაწყვეტილებას პირობების შეუსრულებლობითა და ფორსმაჟორით განმარტავს.

 

 

2. „არასაინვესტიციო“ საერთაშორისო რეიტინგებით ამაყი მთავრობა და განახევრებული FDI - რა გვჭირდება რეალური საინვესტიციო AA რეიტინგისთვის?

წლების განმავლობაში B ჯგუფში ყოფნა, რომელიც სარეიტინგო კლასიფიკაციით - „არასაინვესტიციოს“ გულისხმობს, საქართველოს საინვესტიციო გარემოს რეალურად არ ცვლის.

 

 

 3. თავისუფალი ვაჭრობა, თუ კერძო ბიზნესის ლობირება – რა მისიით ესტუმრა საამიროებს ეკონომიკის მინისტრი

არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, მით უმეტეს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებას სპეციალისტების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს.

 

 

4. ქართული ღვინის ექსპორტის 60% რუსეთის არასტაბილურ ბაზარზე რჩება დამოკიდებული

როგორც სამთავრობო წრეში, ასევე ღვინის მწარმოებლები და სპეციალისტებიც თანხმდებიან, რომ ქვეყანას ბაზრის დივერსიფიცირება გამოწვევად რჩება და ამ მიმართულებით სახელმწიფოს სერიოზული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.


 

 

5. ტურიზმი ტყიბულში – პოტენციალი არის, პრიორიტეტი არა

ტყიბულის ტურისტული შესაძლებლობები მძიმე სოციალური სიდუხჭირის ფონზე არცთუ მცირეა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ პოტენციალს პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებში საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ.

 

 

 

6. კალაძის მორიგი დაპირება – თბილისის ზღვაზე ახალი უბანი თბილისის მაღლობები აშენდება

თბილისის ზღვაზე ახალი უბანი - თბილისის ზღვის მაღლობები გაშენდება და, ასევე, განახლდება დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ავარიული უბანი - ვარკეთილის მესამე მასივი.

 

 

7. ახალგაზრდებში უმუშევრობის დონით საქართველო რეგიონში ლიდერია

ყველაზე კრიტიკულ საკითხად სავალუტო ფონდი ქვეყანაში უმუშევრობის მაღალ დონეს ასახელებს. 84-გვერდიან დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ პანდემიის შედეგად საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.

 

 

8. „იუჯითი“ თბილისის მიკროავტობუსებში მგზავრების მთვლელებს დაამონტაჟებს

ახალ, ლურჯ სამარშრუტო ტაქსებში მთვლელებს კომპანია “იუჯითი” დაამონტაჟებს.

 

 

9.   გაძვირდება თუ არა გზავნილები საქართველოში - „პირდაპირ ვართ დამოკიდებული ავიაგადაზიდვის ტარიფებზე“

საქართველოში შესაძლოა, ამანათების მიწოდება გაძვირდეს. ამის მიზეზი გაზრდილი ტვირთბრუნვა და შესაბამისად, ავიაგადაზიდვების ღირებულების მატებაა.

 

 

10.  კორონავირუსმა მსოფლიო ეკონომიკას ზრდის წელი მოპარა

2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა, სავარაუდოდ, 5,7%-ით გაიზრდება, ხოლო 2022-ში - 4,5%-ით - ასეთია ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განახლებული პროგნოზი.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up