დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-09-20 21:00:07

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

1. ბიზნესის ბრუნვის 77.5% თბილისზე მოდის

მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვა 57%-ით 35 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ორი კვარტლის ჯამში კი 32%-ით 63.9 მლრდ-მდე. მთლიანი ბრუნვის 3/4-ზე მეტი თბილისზე მოდის.

 


2. მედიკამენტების გაიაფებაზე პრემიერის დაპირება წინასაარჩევნოდ ვერ შესრულდება

წინასაარჩევნოდ მმართველი პარტია წამლებს ვერ გააიაფებს, მაგრამ შეუძლია საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშაონ, რაც ფარმაცევტულ ბაზარზე რეგულირების მექანიზმს გააძლიერებს.

 


 3. მერია ვარკეთილში მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობას 13 მილიონით დააფინანსებს

180-ე საჯარო სკოლასთან სპორტულ კომპლექსს 18 828 კვ.მ ფართობი დაეთმობა. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი, ორსართულიანი შენობა განთავსდება.

 


4. ბათუმში მშენებლობების ნებართვების გაცემა შეიძლება შეიზღუდოს

ვიდრე ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის კვლევითი სამუშაოები არ დასრულდება, შესაძლოა ბათუმში მშენებლობების ნებართვების გაცემა შეიზღუდოს.


 


5. ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენში დამატებით 1 მლნ ტონა თურქმენული ნავთობი გაივლის

თურქეთმა, აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად 2021 წლის ოქტომბრიდან ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენზე ყოველწლიურად 1 მლნ ტონა თურქმენული ნავთობი გაივლის.

 


6. საქართველოში უალკოჰოლო ღვინის წარმოებას დაიწყებენ

ღვინის კატეგორიებს დაემატება ახალი – „დეალკოჰოლიზებული ღვინო“, რომლის წარმოებისთვისაც დაშვებული იქნება შესაბამისი ტექნიკა, აღიარებული ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

 


7. სურსათზე მსოფლიო ფასები 60–წლიან მაქსიმუმზეა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, ინფლაციაზე მორგებული ყოველწლიური ფასები უკვე უფრო მაღალია, ვიდრე გასული ექვსი ათწლეულის თითქმის ნებისმიერ დროს იყო. სურსათის გლობალური ფასები აგვისტოში, წინა წელთან შედარებით, 33%-ით გაიზარდა.

 

 

8. „შთაგონება4“ – ილონ მასკის კოსმოსური ტურისტები დედამიწაზე დაბრუნდნენ

არაპროფესიონალ ასტრონავტთა ოთხეული, რომლებიც კომპანიის SpaceX კოსმოსურ ხომალდზე „შთაგონება4“ მისიის ეკიპაჟს შეადგენდნენ, დედამიწის ორბიტაზე 3 დღე–ღამე გაატარეს და კვირას ღამით (თბილისის დროით) წარმატებით დაეშვნენ ატლანტის ოკეანის ფლორიდის სანაპიროსთან.

 

 

9.   როგორი იქნება ხელოვნური კუნძული ბათუმში – ფოტოები

  „ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ ერთი სიახლე – უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული“.


 

10.  Forbes: სპილენძის დეფიციტი ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებას შეაფერხებს

ბოლო თვეებში გლობალური ბაზარზე თითქმის ყველა ნედლეული გაძვირდა - თუ ნავთობის ფასი ზომიერად გაიზარდა, ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ლითონების ღირებულება რეკორდებს ხსნის.

 

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up