დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-09-17 21:00:16

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

1.       ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს $5 მილიონს ედავება

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს უმსხვილეს ამერიკულ მედიაკომპანია Netflix–ის წინააღმდეგ $5 მილიონიან სასამართლო პროცესზე იურიდიული ფირმა BLB ამერიკელ კოლეგებთან ერთად დაიცავს.

 


2. რეიტინგი Doing Business, რომელშიც საქართველო ლიდერ პოზიციაზეა, აღარ გამოქვეყნდება

მსოფლიო ბანკი წყვეტს ყოველწლიური რეიტინგის Doing Business გამოქვეყნებას, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესის კეთების პირობებს ეძღვნებოდა. ამის მიზეზი ის დარღვევები გახდა, რომლებიც წინა წლებში რეიტინგების შედგენისას იყო დაშვებული.

 


 3. თიბისიმ საკომისიოს სახით 92 მლნ ლარი მიიღო – საქართველოს ბანკზე 5 მლნ–ით მეტი

ბანკისთვის შემოსავლის მთავარ წყაროს გაცემულ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი წარმოადგენს, თუმცა მიზერული არც არასაპროცენტო შემოსავლებია, თიბისიმ საკომისიოს სახით 6 თვეში 92 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, საქართველოს ბანკმა - 87 მლნ ლარი.

 


4. 622 266 საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანი და მუშახელის დეფიციტი წარმოებაში

საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების დამაბრკოლებელ მთავარ მიზეზად ადამიანური რესურსები სახელდება. აგრობიზნესის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კვალიფიციური კადრების დეფიციტზე.


 


5. Financial times: პუტინის ყალბი დემოკრატიის ფასადი ინგრევა – რუსეთის დუმის სამდღიანი არჩევნები დაიწყო

რუსეთში მორიგი საპარლამენტო არჩევნები პარასკევს, 17 სექტემბერს დაიწყო. პროცესი სამდღიანია და კვირას დაიხურება საარჩევნო უბნები.

 


6. რას სთავაზობენ თბილისელებს მერობის კანდიდატები – დაპირებები კომპეტენციის მიღმა

თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობისთვის 3 მთავარი კანდიდატი იბრძვის, მათგან ერთ-ერთს – ნიკა მელიას საარჩევნო პროგრამა არ გააჩნია.

 


7. როგორ არ უნდა „ჩაკლას“ მთავრობამ ზამთრის ტურისტული სეზონი

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გასული ზამთრის სეზონი მთის კურორტებზე მთლიანად ჩავარდა. გადაიდგა თუ არა ნაბიჯები ზამთრის ტურისტული სეზონის გაუმჯობესების მიზნით და რა გამოწვევების წინაშე იდგა ტურიზმის სექტორი პანდემიის პერიოდში?

 


8. მშპ აზარტული თამაშების ხარჯზე გაიზარდა

აზარტული თამაშების ბრუნვა მეორე კვარტალში 81%-ით – 11 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ხოლო პროდუქციის გამოშვება 125%-ით – 481 მლნ ლარამდე.

 


9.   4 წელიწადში საქართველოში ავოკადოს პირველ მოსავალს მიიღებენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ეგზოტიკური ხილის, ავოკადოს პირველი, საცდელი მეურნეობა შეიქმნა. ინვესტიცია ქართულმა კომპანიამ Geonuts Company განახორციელა, რისთვისაც 6 ჰექტარზე 30 000 ნერგი დაირგო. პირველ მოსავალს კომპანია 4 წელიწადში მიიღებს, ხოლო ავოკადოს სრულ მსხმოიარობას 6 წელი დასჭირდება.

 


10.  კვების ობიექტებს სტუმრების მიღება ახალი წესებით მოუწევთ - მთავრობის დადგენილება

როგორც მინისტრის ბრძანებიდან ირკვევა, ახალი რეკომენდაციები შეეხება: დახურული და ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) ობიექტებს, ჭურჭლის ხელით რეცხვას, მაგიდის გადასაფარებლებისა და ხელსახოცების ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესს, დასუფთავებისა და და დეზინფექცის წესებს.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up