დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-09-15 21:00:37

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

1.       სებ–ი კონგლომერატების ზედამხედველობის უფლებას მოიპოვებს – რა შეიცვლება სადაზღვევო და საბანკო სექტორებისთვის

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ,,კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ კონგლომერატი არ უნდა იქნას არაპროფილურ ბიზნესთან გაიგივებული.

 

2. ვინ დაასრულებს „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს?

როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია პროექტში 7 ბიზნეს სუბიექტია ჩართული, საიდანაც 4 კომპანია ასაშენებელი ობიექტის შემსრულებელია, 1 დასრულებული ობიექტის შემსრულებელი, ხოლო 1 მენეჯმენტ კომპანია იქნება.

 

3. ინფლაციის გათვალისწინებით, საშუალო ხელფასი ბოლო 1 წელიწადში მხოლოდ 21 ლარით გაიზარდა

საქსტატის ცნობით, საშუალო ნომინალური ხელფასი 2021 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15.5%-ით (178 ლარი) 1328 ლარამდე გაიზარდა. თუმცა, მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, საშუალო ხელზე ასაღები ხელფასი ბოლო 1 წელიწადში მხოლოდ 21 ლარით გაიზარდა.

 

4. რეფინანსირების განაკვეთი 10%-ზე შენარჩუნდა

ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეტი უცვლელად 10%-ზე შენარჩუნდა. სების განმარტებით მკაცრი მონეტრალული პოლიტიკის შენარჩუნების მიზეზი მაღალი ინფლაციაა.


 

5. ვაქცინაცია რეგიონების მიხედვით: აცრების ნახევარზე მეტი თბილისში ჩატარდა

12 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში სრულად აცრილ პირთა რაოდენობამ 605 ათასს მიაღწია. რაც მთელი მოსახლეობის 16.4%-ის ტოლია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, აცრების ნახევარზე მეტი თბილისში ჩატარდა.

 

6. ბოლო 2 თვის ფულადი გზავნილების მოცულობამ ბოლო 2 კვარტლის ინვესტიციებს 13%-ით გადააჭარბა

აგვისტოში საზღვარგარეთაა გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 11.2%-ით $205 მლნ-მდე გაიზარდა.

 

7. გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების სეზონური დასაქმების პროგრამა გაფართოვდება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანულ მხარესთან არსებულ შეთანხმებათა განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს და ქვეყანამ უკვე მიიღო პოზიტიური გამოცდილება.

 

8. რა შემთხვევაში არ გაგეთიშებათ ელექტროენერგია გადაუხდელობის გამო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) განმარტავს რამდენიმე მიზეზს, რა შემთხვევაშიც მომხმარებლებს გადაუხდელობის მიზეზით ელექტროენერგიის მიწოდება არ შეუწყდებათ.

 

9.   თვითმარქვია გიდები „ქართვლის დედას“ ტურისტებს თამარ მეფედ აცნობენ

ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ საქართველოში სასწრაფოდ შემუშავდეს და ამოქმედეს კანონი, რომელიც ტურისტულ სექტორში მომუშავე სპეციალისტების სერტიფიცირებას სავალდებულოს გახდის.

 

10.  The Washington Post: არავაქცინირებულების კოვიდგარდაცვალება 11-ჯერ მაღალია

კვლევამ, რომელიც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ჩაატარა, აჩვენა, რომ ამ დროისთვის კორონავირუსის თავიდან არიდების კუთხით, არსებულ ვაქცინებს შორის ყველაზე ეფექტურია Moderna  –  ასეთი დასკვნა 9 შტატის საავადმყოფოებში 32 000 პაციენტის მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე გაკეთდა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up