დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:
1. „კომერსანტის“ ექსკლუზივი - მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი უწყებიდან მიდის და ამ პოსტზე მისივე მოადგილე დავით ტაბიძე ინიშნება
გიორგი შენგელია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს და ამ ადგილს მისივე მოადგილე დავით ტაბიძე დაიკავებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროცესებთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
2. გერმანიაში სეზონური სამუშაოებიდან ვადამდე დაბრუნებულები საქართველოს სახელმწიფოსგან 18 000-ლარიან კომპენსაციას ითხოვენ
...აქედან 3 000 ლარი მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, 15 000 ლარი კი ის თანხაა, რომელიც მათ, წესით, საქართველოში უნდა ჩამოეტანათ.
3. საქართველოში ქონებას ნებაყოფლობით არავინ აზღვევს
საქართველოში ქონების დამზღვევები ან კორპორაციული კლიენტები არიან, ან ის მოქალაქეები, რომლებსაც იპოთეკური დაკრედიტების ვალდებულებების გამო ბანკები აზღვევენ. საერთო ჯამში, უძრავი ქონება მოსახლეობის მხოლოდ 6.9%–ს აქვს დაზღვეული.
4. გალის სკოლებში შემორჩენილი ერთადერთი ქართული კლასიც დღეიდან ,,რუსულად“ გადაკეთდა
გალის რაიონში რუსულად გადაკეთებულ ქართულ სკოლებში დარჩენილ ერთადერთ ქართულ სექტორს - მე- 11 კლასს დღეიდან, 14 სექტემბრიდან, რუსულად მოუწევს სწავლის გაგრძელება.
5. ,,თელმიკომ“ დენის მომხმარებლებს გადახდის ვადა თვითნებურად შეუმცირა
ელექტროენერგიის მოხმმარებლებს შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო) საფასურის გადახდას სთხოვს ქვითრის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ვადების შემცირების საფუძვლად კი სემეკის დადგენილებას ასახელებს.
6. 5-დან 2 ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღვარს აღემატება
პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება ტყვიას შეიცავდეს, საკმაოდ ვრცელია: საკვები, სათამაშოები, საღებავები, საწვავი... ტყვიის კონცენტრაციის დონეს საქართველოში შესაბამისი კანონი განსაზღვრავს, რომლის ადმინისტრირებაც ხშირად არასრულფასოვანია.
7. საქსტატი თაფლის მზარდ ექსპორტზე, მეფუტკრეები კი დარგში ღრმა კრიზისზე საუბრობენ
წარმოების კრიზისის ფონზე, საქსტატი თაფლის ექსპორტის არნახული ზრდის შესახებ ავრცელებს მონაცემებს. მეფუტკრეების ინფორმაციით, მათთვის რეალურად არაფერი იცვლება და ისევე დიდ გასაჭირში არიან, როგორშიც გასულ წლებში იყვნენ.
8. ბადრი პატარკაციშვილის ძმა ძველ თბილისში სასტუმროს აშენებს
ორთაჭალაში იაკობ პატარკაციშვილი და მისი ბიზნესპარტნიორი შალვა ომანაძე 855 კვ.მ ფართობზე 8 სართულიან შენობას აშენებენ.
9. წარმატებული ანტიკრიზისული ქეისი – კომპანია Geo house პანდემიურ გამოწვევებს გაუმკლავდა
მთავარი ფაქტორი, რამაც წარმოების ზრდა განაპირობა, მისი თქმით, სტრატეგიის დროული შეცვლა აღმოჩნდა, კერძოდ, ონლაინ გაყიდვების გააქტიურება, რამაც 2020 წელს დაწესებული შეზღუდვების პერიოდში საწარმო გაკოტრებისგან გადაარჩინა.
10. „ქართუ ჯგუფი“ სათავო ოფისს აახლებს
როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, ფასადისა და სახურავის სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოების ნებართვის მოთხოვნით „ქართუ ჯგუფმა“ დედაქალაქის მთავრობას მიმდინარე წლის მარტში მიმართა.