დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-08-18 21:30:19

  1. საქმე ფასების დამახინჯებასთან გვაქვს და საარსებო მინიმუმი რეალურად არ ასახავს დღევანდელ მდგომარეობას - ნიკა შენგელია

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა კიდევ შემცირდა.

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2020 წლის ივლისში, ამავე წლის ივნისთან შედარებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 2.7 ლარით შემცირდა და 162.6 ლარს შეადგენს.

 2. ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა

 

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. ვასილ მაღლაფერიძემ შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს.

 3. კრედო ბანკის“ მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება თითქმის 5-ჯერ გაიზარდა

 

ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, „კრედო ბანკის“ მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება თითქმის 5-ჯერ გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე წლის 6 თვეში 1,390,992 ლარს, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 315,380 ლარს შეადგენდა.

 4. საპარტნიორო ფონდი“ - მთავრობის წარუმატებელი პროექტი

 

მთავრობამ „საპარტნიორო ფონდისთვის“ კიდევ ვერ მოიცალა. ზარალიანი ფონდის რეფორმაზე საუბარი ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს დაიწყო, თუმცა დღემდე არ განხორციელებულა.

 5. რეფორმის შედეგად, საქართველოს დღგ-ის სისტემა სავაჭრო ურთიერთობებს გაამარტივებს - მამუკა ბარათაშვილი


 

დამატებული ღირებულების გადასახადის რეფორმით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მომზადდა, საქართველოში 2021 წლიდან ამოქმედდება. კონკრეტულად რა ცვლილებებს გულისხმობს დამატებული ღირებულების გადასახადის რეფორმა, რამ განაპირობა მისი საჭიროება და როგორია მოლოდინი რეფორმის შედეგებთან დაკავშირებით, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, მამუკა ბარათაშვილი ესაუბრა.


 6. შიკრიკი„ - ცხენოსანი კურიერები მალე რეგიონებშიც გამოჩნდებიან

„შიკრიკი“ ქართული საკურიერო მომსახურეობის კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს  ტრადიციულ სკუტერებით და მანქანებით მომსახურეობასთან  ერთად,  პროდუქტის ცხენით მიტანასაც სთავაზობს მომხმარებელს.


7. ქართული ბრენდი Bros Eyewear-ი სექტემბერში ქალის საათების კოლექციას წარადგენს

სათვალეების ქართული ბრენდი Bros Eyewear-ი სექტემბრიდან ქალების საათების ხაზს გამოუშვებს. კომპანიის თანადამფუძნებელი ირაკლი გამთენაძე „კომერსანტთან“ პანდემიის გავლენაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში გაყიდვებმა 70%-ით იკლო.


8. როგორ გამოიყურება საქართველო FlightRadar-ის მსოფლიო რუკაზე

არცერთი თვითმფრინავი საქართველოს თავზე - ასე გამოიყურება Flightradar-ის სატელიტიდან საქართველო, რომელმაც რეგულარული ფრენების აღდგენა 1 ოქტომბრამდე გადაავადა. სხვა ქვეყნების აქტიური საავიაციო დინამიკის ფონზე, საქართველოში არსებულმა სიტუაციამ სოციალური ქსელის მომხმარებლებში აღშფოთება გამოიწვია.


9. The Telegraph: მოსკოვის აქტიურობა ევროკავშირს მინსკის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაში ხელს უშლის

 

ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ,  ძალადობის უპრეცედენტო მასშტაბი წესით ევროკავშირის მხრიდან მისი ხელმძღვანელების მიმართ მკაცრი სანქციების შემოღების მიზეზი უნდა გამხდარიყო.

თუმცა,  ბრიუსელი ხისტ ქმედებებზე გადასვლას არ ჩქარობს.


 10. ჩინური წარმოების ვაქცინა ბაზარზე დეკემბერში გამოჩნდება და $150 ეღირება

 

ჩინური ფარმაცევტული კორპორაცია Sinopharm-ის ვაქცინა ბაზარზე მიმდინარე წლის დეკემბერში, 150 დოლარად იქნება ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ კორპორაციის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ ლუ ცზიჩჟენმა განაცხადა.



თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up