დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-06-24 21:00:30

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

1. კოვიდრეგულაციების დარღვევებზე დაკისრებული ჯარიმები გაუქმდა

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწტვეტილებით, 245 000 ფიზიკურ და 344 პირს კოვიდჯარიმები ჯამში 76 მლნ ლარი ჩამოეწერება.

 

2. „ქართული ოცნების“ მხრიდან მეტ პოპულიზმს ვნახავთ“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი კოვიდჯარიმების ამნისტიაზე

„ქართული ოცნების“ მხრიდან მეტ პოპულიზმს ვნახავთ, ამაში გასაკვირი არაფერია, ხელისუფლება ახლა საზოგადოების მოთაფვლას ცდილობს“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას კოვიდრეგულაციების დარღვევებზე დაკისრებული ჯარიმების გაუქმების შესახებ.

 

3. არსის გენდირექტორი მშენებლობის რეგულაციების გამკაცრებას ბიუროკრატიის შემცირების პირობით ეთანხმება

თბილისში ექსპლუატაციაში მიუღებელი დაახლოებით 12 600 ობიექტია. აქედან 6 000-ს საცხოვრებელი ფუნქცია აქვს, 6 000-ს – კომერციული.

 

4. TAV GEORGIA-ს ადგილობრივი მენეჯერი პირველად ეყოლება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ს თეა ზაქარაძე უხელმძღვანელებს.


 

5. ორი წელია ავსტრიაში ქართული ღვინო არ წაგვიღია - ვენაში მცხოვრები ქართველი გასტრონომი

ქართული ღვინის ავსტრიულ, ფრანგულ და იტალიურ ღვინოსთან „შეჯიბრი“ შრომატევადი პროცესია, ამას ემატება ავსტრიაში მიმდინარე აქტიური კამპანია ადგილობრივი პროდუქტის პოპულარიზაციისთვის.

 

6. იმპორტირებულ ფისტას ადგილობრივი მოსავალი სამ წელიწადში ჩაანაცვლებს

საქართველოში განსაკუთრებულად დიდი ყურადღება ექცევა ამ კულტურის მოყვანას და ბოლო ინფორმაციით, გაშენებული ფისტას ბაღების ფართობი 200 ჰექტარს აჭარბებს. უახლოეს მომავალში კი, ფისტას ასოციაციის დირექტორის ოთარ ანგურიძის ვარაუდით, იმპორტირებულ ფისტას დიდწილად ქართული ჩაანაცვლებს.

 

7. ლიბერთი ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საპენსიო სერვისების გაუმჯობესებაზე დისკუსია, წინასაარჩევნო პოლიტიკური ველიდან საქმიან და შედეგზე ორიენტირებულ ფორმატში უნდა გადავიდეს. ამ მგრძნობიარე თემით მანიპულირება და ბანკის დისკრედიტაციაზე მიმართული ინფორმაციის გავრცელება სრულიად მიუღებელია ჩვენთვის და დამაზიანებელია პროცესისთვის.

 

8. მეჩაიეები სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან იგივე ყურადღებას ითხოვენ, როგორიც მევენახეობას ექცევა

„ქართულ ჩაის ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება“, - ამის შესახებ კომერსანტს ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანიის „ლაზის დამფუძნებელმა გონერი სალიამ განუცხადა.

 

9. ქუთაისის აეროპორტთან კოპიტნარის რკინიგზის სადგური შემოდგომაზე გაიხსნება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რკინიგზას 2018 წლის გაზაფხულზე უნდა დაკავშირებოდა, 3 წლის თავზე პროექტი დასრულებული არ არის. უკეთეს შემთხვევაში, შეცვლილი არქიტექტურითა და შემცირებული საერთო ფართით ახალი რკინიგზის სადგური ექსპლუატაციაში შემოდგომიდან შევა.

 

10. ჟოლოს  ქართული სერტიფიცირებული ნერგები უვარგისია

2021-2022 წლებში კოოპერატივი „აგრომომავალი“, რომელიც ზესტაფონის რაიონში 25 ჰექტარზე გაშენებულ ჟოლოს პლანტაციას ფლობს, ახალი ნერგების დარგვას ეტაპობრივად გეგმავს.

 





ლარის კურსი დოლართან 7.88 თეთრით, ხოლო ევროსთან 5.46 თეთრით გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან 7.88 თეთრით, ხოლო ევროსთან 5.46 თეთრით გაუფასურდა
access_time2022-08-15 17:05:15
15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7877 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -7.88 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8426 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7880 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.46 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1552 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.3636 ლარი...

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის
access_time2022-08-15 17:00:09
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო 9 წელიწადზე მეტია ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება...

პრემიერი საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ელოდება - აგვისტოს ბოლომდე ჯამში 20-30 თეთრით

პრემიერი საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ელოდება - აგვისტოს ბოლომდე ჯამში 20-30 თეთრით
access_time2022-08-15 15:00:47
გვაქვს ჩვენ განცდა იმისა, რომ შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა საწვავის ფასებმა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ, საჭიროა, უფრო გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან რეკომენდაციით მიმართა კონკურენციის სააგენტოს, დაიწყოს მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების...

არ დაანთოთ ცეცხლი ტყის ან ველის სიახლოვეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

არ დაანთოთ ცეცხლი ტყის ან ველის სიახლოვეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
access_time2022-08-15 15:40:18
მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და სთხოვს არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. „გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან...

13:00 საათისთვის, Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8050 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 2.8500 და 2,8600 ლარი ღირს

13:00 საათისთვის, Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8050 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 2.8500  და 2,8600 ლარი ღირს
access_time2022-08-15 13:00:23
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8050  ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7050 კურსით დაიწყო.   12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.73 თეთრი...


მსგავსი სიახლეები

up