დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-06-22 21:00:51

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

  1. 238 დღიანი ხანგრძლივობის კომენდანტის საათი 1-ლი ივლისიდან უქმდება

კომენდანტის საათი 1-ლი იბლისიდან გაუქმდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საბჭოსვე გადაწყვეტილებით 22 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა.

 

2. რატომ უცვლიან პრივატიზებულ საძოვრებს დანიშნულებას - მესაქონლეობის პრობლემები

როდესაც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებს პირები არაკეთილსინდისიერად იყენებენ - ყიდულობენ საძოვრებს სასოფლო დანიშნულებით, თუმცა ფერმის გაშენება იქ არ ხდება. აღნიშნულის კონტროლი არ მიმდინარეობს, გლეხს კი საქმის წარმოებაში ხელი ეშლება.

 

3. ახალაშენებულ ბინებზე ტრანზაქციები 25%–ით შემცირდა

თბილისში მაისში ბინებზე 2 161 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 29%-იანი კლება დაფიქსირდა და მოცულობამ $101 მლნ შეადგინა.


4. გაყიდვების პანდემიამდელ მაჩვენებელს „დიო“ 2022 წელს დაუბრუნდება

„გაყიდვების 2019 წლის მაჩვენებელს „დიო“ 2022 წელს გაუთანაბრდება“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია ,,დიო’’-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა განუცხადა.

 

5. ურეკი ზაფხულის სეზონს ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფონზე ხვდება


 

გადათხრილი გზები, მტვერი, ბუღი, ტრაქტორები, 30 ტონიანი მანქანები, ჩაბნელებული ქუჩები - დაბა ურეკში ჩასულ სტუმარს ეს რეალობა დახვდება.

 

6. საქართველოს ბანკმა 5 თვეში თიბისიზე 68,8 მლნ ლარით მეტი მოგება ნახა

იანვარ–მაისში საბანკო სექტორი რეკორდულ მოგებაზე – 764,995 მლნ ლარზე გავიდა. უშუალოდ კომერციული ბანკების მიერ მიღებულ მოგებას რაც შეეხება, ჩამონათვალში საქართველოს ბანკი ლიდერობს და მან იანვარ–მაისში 363.5 ლარის მოგება ნახა, თიბისი მეორე ადგილს იკავებს  294.7 მლნ–იანი მოგებით.


7. ფინანსთა ექს–მინისტრის რუსულ კომპანიაში დასაქმებამ საქართველოში კითხვები გააჩინა

ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სამწლიანი პაუზის შემდეგ კერძო სექტორს დაუბრუნდა და „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალურ დირექტოტად დაინიშნა.


8. დადიანების სასახლესთან ბიბლიოთეკის მშენებლობაზე 12,8 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

ზუგდიდში, დადიანების სასახლის გვერდით ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის, მუზეუმისა და ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა იგეგმება. პროექტის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.


9. ახალი სანქციები ბელარუსის ეკონომიკის ფლაგმანებს ურტყამს

ევროკავშირმა, აშშ-მ, კანადამ და ბრიტანეთმა ბელარუსის წინაამღდეგ ერთობილი სანქციები შემოიღეს. აკრძალვები ბელარუსის ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორს შეეხება, მათ შორის კალიუმის სასუქების და ნავთობპროდუქტების ექსპორტს, ასევე თამბაქოს მრეწველობას და ფინანსურ სექტორს.


10. თემურ ჭყონიამ პურ–ფუნთუშეულის ახალ საწარმოში ჟურნალისტებს უმასპინძლა

„მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მედიის წარმომადგენლებს 26 მლნ ლარის ინვესტიციით აშენებული პურ–ფუნთუშეულის თანამედროვე საწარმო „ბრედფილდი“ დაათვალიერებინა და პურის ცხობის მთელი ციკლი გააცნო.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up