დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-06-21 21:00:16

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

  1. თელასისთვის მრიცხველის ჩვენების გაგზავნა სავალდებულო არ არის

„კომერსანტი“ კომპანია „თელასს“ დაუკავშირდა, სადაც პასუხად მივიღეთ, რომ აღნიშნული შეტყობინება საინფორმაციო კამპანიის ნაწილია და გამომდინარე იქიდან, რომ 1-ლი ივლისიდან მომხმარებელთან კომუნიკაცია „თელმიკოს“ ექნება, უნდა განისაზღვროს, რამდენი უნდა გადაუხადოს მომხმარებელმა „თელასს“ და რამდენი „თელმიკოს“. თუმცა მათივე თქმით, მონაცემების გაგზავნა სავალდებულო არ არის.


 2. არჩილ კაიკაციშვილი: „თუ პროკურატურა ეროვნული ბანკის ახალი შენობის საქმით რეალურად დაინტერესდება, სავარაუდო კორუფციის ნიშნებს იქ ნამდვილად აღმოაჩენს“


ვლევის თანახმად იკვეთება, რომ საქართველოს ცენტრალური ბანკის საქმიანობის ისტორიაში, ადგილი აქვს უპრეცედენტო შემთხვევას - ფორმალური იურიდიული საფუძვლების შექმნით, წინასწარი განზრახვით, ისეთი მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების დადებას, რამაც გამოიწვია ცენტრალური ბანკის მხრიდან კერძო კომპანიის/ბიზნესმენის (შპს „სითი ცენტრი“) სასარგებლოდ ხელშეწყობა.


 3. საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას ინფრასტრუქტურული პრობლემები აფერხებს

„ვფიქრობ, რომ სამედიცინო ტურიზმი ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულება უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნისათვის. საქართველოს უნიკალურობა მის ბუნებაში, მთებასა და ბუნებრივი რესურსების სიმდიდრეშია. საბჭოთა კავშირის პერიოდის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს 355-ზე მეტი საკურორტო ტერიტორია, კლიმატური, თერმული თუ მინერალური წყლებით. თუმცა, ეს ბუნებრივი რესურსები ჯეროვნად არ არის შესწავლილი და ამ მიმართულებით კარგი იქნება თუ კერძო სექტორი და სახელმწიფო უკეთ ითანამშრომლებენ“.


 4. ყაზბეგში 8 მილიონიანი ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება ჭიანურდება

ყაზბეგისთვის, როგორც ტურისტული მარშრუტების ერთერთი ყველაზე ცხელი წერტილისთვის საქართველოში, 2020 წელი ისევე რთული აღმოჩნდა, როგორც სხვა რეგიონებისთვის.



 5. დაკარგავს თუ არა ლიბერთი პენსიებზე ექსკლუზივს - რას გულისხმობს ახალი კანონპროექტი

დეპუტატ გიორგი ვაშაძის საკნანომდებლო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში ლიბერთი ბანკს პენსიების გაცემის ექსკლუზიური უფლება ერთმევა, რამაც შესაძლოა საპენსიო სესხები გააიაფოს. 10 წელზე მეტია, საქართველოში პენსიონრებს ექსკლუზიურად ლიბერთი ბანკი ემსახურება.


 6. ლავრენტი ბერიას ცნობილი აგარაკი კოჯორში გაიყიდა

 

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ კამპანიის ფარგლებში სახელმწიფომ 22 560 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობები 2 504 000 ლარად გაასხვისა. კოჯრის მხატვრულ-არქიტექტურულად გამორჩეულ აგარაკები 15 აპრილს 2 504 000 ლარად შპს „შპს იბეროტელმა“ იყიდა. 


 7. აგრობადემ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებზე შეკვეთები საწარმოს გახსნამდე მიიღო

ქარელის რაიონში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების ქართული საწარმო აგრობადე მიმდინარე ზაფხულში იხსნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ნახევარი მილიონი დოლარია და USAID პროგრამის თანადაფინანსებით ხორციელდება.


 8. საქართველოში ახალი ელექტრომობილების რეალიზაციას მოსახლეობის დაბალშემოსავლიანობა აფერხებს

2020 წელს გაყიდული ახალი მანქანებიდან მსოფლიოში ყოველი 24-ე ელექტროა, საქართველოში კი ყოველი 196-ე. 2016-2020 წლებში საქართველოში ჯამში 2590 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა. კომერსანტი დაინტერესდა მსოფლიოში არსებული ტრენდის ფონზე ელექტრომობილებზე მოთხოვნა საქართველოში რატომ არ იზრდება.


 9. ექსპორტში ჩინეთის წილმა 17%-ს გადააჭარბა

ექსპორტი 2021 წლის იანვარ-მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.4%-ით, $1.538 მლრდ-მდე გაიზარდა.  


 10. ომის მიუხედავად, უკრაინას და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა იზრდება

 ბოლო პერიოდში, ყველასთვის მოულოდნელად, უკრაინას და რუსეთს შორის ეკონომიკურმა თანამშრომლობამ ისევ ზრდა დაიწყო. თანაც, ამა წლის პირველი კვარტლის ბოლოს ექსპორტი უკრაინიდან რუსეთში 24,8%-ით ($267 მლნ), ხოლო იმპორტი რუსეთიდან  - 3,5%-ით, 1,2 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up