დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-06-16 21:00:25

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1. გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები და შემცირებული ანაზღაურება - რა წერია გერმანიასთან შრომითი მიგრაციის შესახებ შეთანხმებაში

გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები და შემცირებული ანაზღაურება - სახელმწიფო პროგრამით გერმანიაში დასაქმებული ქართველების ერთი ჯგუფი უმძიმეს სამუშაო პირობებში აღმოჩნდნენ. პრობლემის მოგვარებაში საქართველოს და გერმანიის დასაქმების სააგენტოები ჩაერთვნენ, თუმცა ერთი თვის შემდეგაც ეს ადამიანები, მუშაობას და ცხოვრებას შეუსაბამო პირობებში აგრძელებენ .

 

2. მამუკა ხაზარაძის შემდეგ ყველაზე მდიდარი ბანკირი ვახტანგ ბუცხრიკიძე გახდა

საქართველოში მოქმედმა ორმა უმსხვილესმა კომერციულმა ბანკმა 2020 წელს მენეჯმენტზე ჯამურად დაახლოებით 47 მლნ ლარი დახარჯა.

 

3. წისქვილი ჯგუფმა ვაკეში ბაზარი გახსნა

„წისქვილი ჯგუფი“ რითეილ სექტორში შევიდა და ბიზნესის დივერსიფიცირება გადაწყვიტა. კომპანიამ, რომელიც დღეს რამდენიმე რესტორანს აერთიანებს, ძველი თბილისის თემატიკით ვაკეში პირველი „ბაზარი“ გახსნა.

 

4. თიბისი კაპიტალი: 2022 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი პანდემიამდელ მაჩვენებელს გაუსწრებს

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს 2019 წლის მაჩვენებლის 40%-ს მიაღწევს, 2022 წელს კი 10%-ით გადააჭარბებს - ოპტიმისტურ პროგნოზს თიბისი კაპიტალი აქვეყნებს. სულ რამდენიმე თვის წინ მიჩნეული იყო, რომ სექტორი პანდემიამდელ მაჩვენებელს 2025 წლამდე ვერ დაუბრუნდებოდა.


 

5. ქართულ პეკანს ევროკავშირსა და ჩინეთში გაყიდიან

თხილის გადამამუშავებელმა ქართულმა კომპანიამ „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი“ თავის წარმოებაში პეკანის ხაზიც ჩართო. კომპანია ამ პროდუქტის ევროკავშირისა და ჩინეთის ბაზრებზე გატანას მიმდინარე წლიდან დაიწყებს.

 

6. ბანკებმა იანვარ–აპრილში 584 მლნ ლარის მოგება ნახეს

კომერციული ნაბკები წელს სოლიდურ მოგებაზე გავლენ - ასეთი პროგნოზი ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გაკეთდა.

 

7. რა ფაქტორები ამყარებს ლარს?

„საზოგადოება და ბანკების“ ერთ–ერთი დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ორგანიზაციის ვებგვერდზე ლარის კურსის დინამიკასა და მისი ცვლილებების განმაპირობებელ ფაქტორებზე ბლოგს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ..

 

8. ელექტროენერგიის მიმწოდებლის ცვლილება ტარიფს არ გაზრდის

სემეკი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებლის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ტარიფების შესაძლო ცვლილებას კატეგორიულად უარყოფს.

 

9. Forbes: Alibaba-ს დამფუძნებელი ფერწერამ და ქველმოქმედებამ გაიტაცა

ჩინელი მილიარდერი, ინტერნეტ-გიგანტ Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეიკ მა ამჟამად ძირითადად ფერწერით და ქველმოქმედებითაა დაკავებული - განაცხადა CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ცაიმ. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა Forbes წერს.

 

10. ოკუპირებული აფხაზეთიდან მანქანების კონტრაბანდამ ყირგიზეთი წალეკა

იაპონური მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აფხაზური ნომრებით ყირგიზეთის მთავრობისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. მთავრობამ უკანონოდ შესული მანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანა დააპირა, თუმცა, ავტომფლობელების მიერ მთავრობის სასახლესთან მოწყობილმა საპროტესტო აქციამ ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა აიძულა. ამის შესახებ გამოცემა azattyk.org წერს.

 

 

თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up