1. დიდი ქართული ბანკები, სავარაუდოდ გარიგდნენ და მოსახლეობის ანაბრებზე სარგებელი მკვეთრად დაწიეს. რატომ დუმს ასეთ დროს რეგულატორი?
კომერციული ბანკების ნაწილმა დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი შეამცირა. ამის პარალელურად კი ლარში გაცემულ საბანკო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.
2. „ქვეყანაში 10 წლიანი გეგმის შექმნა ზღაპარია“- მორიგი კომისია ეკონომიკის სტიმულირების გეგმისთვის, რა ბედი ეწია მის წინამორბედს?
ახალი პრემიერ-მინისტრი და ახალი კომისია, რომელმაც ეკონომიკური სტიმულირების გეგმა უნდა შეიმუშავოს. ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ კვირას დააანონსა, რომ მტკიცდება სახელმწიფო კომისია, რომელიც 3 თვის განმავლობაში ეკონომიკურ გეგმაზე იმუშავებს და პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარმოადგენს. კომისიაში მონაწილეობისთვის მოწვეული იქნებიან უცხოელი ექსპერტებიც და კერძო სექტორთან და კომიტეტებთან ერთად ჩაერთვებიან პროცესში.
3.მირზა შაფის ქუჩაზე, სასტუმროს კორექტირებულ ესკიზს დედაქალაქის მთავრობამ უარი მეოთხედ უთხრა
ებრაული ინვესტიციით თბილისის ისტორიულ უბანში 62 ნომრიანი სასტუმრო შენდება. პროექტს საქართველოში მოქმედი საინვესტიციო კომპანია „ემ. სი. აი. პროჯექტი“ ახორციელებს.
4. „Hualing“ თბილისის ზღვაზე პრემიუმ კლასის ვილებს აშენებს
„Hualing international special economic zone“ თბილისის ზღვაზე პრემიუმ კლასის ვილებს აშენებს. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია ტერიტორიაზე ჯამში 51 ვილა აშენდება.
5. ფასების 50%-ით შემცირების მიუხედავად გუდაურში სასტუმროს დატვირთვა 10%-ს არ სცდება
„წელს ვმუშაობთ იმაზე, რომ ზარალზე არ გავიდეთ და სასტუმრომ თავი შეინახოს“ - ამის შესახებ ჰოტელიერმა და სასტუმრო „გუდაური ლოფტის“ ხელმძღვანელმა მაია მურაჩაშვილმა განაცხადა.
6. ნამახვანჰესის კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა დროებით ჩერდება - თურნავა
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის ფარგლებში კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა შეჩერდება. მისი თქმით, პროცესი შეჩერებული იქნება იმ დრომდე, სანამ ხელახალი კვლევები არ ჩატარდება ძირითად საკითხებზე.
7. „ნამახვანი ჰესი მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს იმ უძვირეს ენერგიას, რომელსაც საქართველოს ენერგოსისტემა დღეს ყიდულობს“
„ქარის და მზის რესურსის ენერგოსისტემაში ინტეგრაცია შეუძლებელი იქნება თუ ჩვენ არ გვექნება დამატებითი სარეზერვო სიმძლავრეები ჰიდრო სადგურების სახით“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“ ენერგეტიკის ექსპერტმა დავით მირცხულავამ განაცხადა.
8. მსოფლიოში უძველესი ავიაკომპანია გაკოტრდა - ჩეხეთი მის გადარჩენას ცდილობს
პრაღის მუნიციპალურმა სასამართლომ ჩეხეთის ეროვნული ავიაკომპანია Czech Airlines-ი ბანკროტად გამოაცხადა. ამის შესახებ გამოცემა zdopravy.cz-ი წერს.
9. „ასე იცის ბიზნესის “შავად” და გაუმჭვირვალედ წარმოებამ“ - რომან გოცირიძე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წარმომავლობაზე
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წელს 52,9%ით შემცირდა. ინვესტიციების შემცირებასა და ამის გამომწვევ მიზეზებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება.
10. ნიკოლოზ ბასილაშვილმა მატჩბოლი მოიგერია და როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია – დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5. მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა.