დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-06-10 21:00:21

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.„კომერსანტის“ ექსკლუზივი - „თი ბი სი“ ბანკის სათავო ოფისისთვის განკუთვნილი უძრავი ქონება „IG Development“-მა იყიდა

„კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, 2021 წლის ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს გარიგება შედგა. „თი ბი სი“ ბანკმა საკუთრებაში (უნივერსიტეტის 2 ნომერში) არსებული ობიექტი, რომელიც მრავალი წელია უფუნქციოდაა დარჩენილი, რითეილ ბაზრის ლიდერ „IG Development“-ს მიჰყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტანს“ კომპანიის დამფუძნებელმა მინდია საბანაძემ დაუდასტურა, თუმცა გარიგების ღირებულების დასახელება არ ისურვა. ბიზნესმენი გვიყვება, რომ ახლა ქონების გადაფორმების პროცესი მიმდინარეობს.


2.„თიბისი დაზღვევამ“ ავტოდაზღვევაში პირველობა „ალდაგს“ დაუთმო

2021 წლის 3 თვის განმავლობაში 18 სადაზღვევო კომპანიის ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 22,520,829 ლარი აუნაზღაურა. ამის შესახებ ინფორმაცია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.


3.600-მდე რესტორნის სესხის სუბსიდირებაზე 9 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

პანდემიისა და კოვიდრეგულაციებით გამოწვეული ზარალის შემცირების მიზნით, 2020 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ სარესტორნო ინდუსტრიის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომლის ფარგლებში 6 თვეში 600-მდე რესტორნის სეხის პროცენტის სუბსიდირებაზე 9 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.


4.„ინფლაციის დამარცხებაზე“ ორიენტირებული ინვესტირება საპენსიო ფონდიდან - ლევან სურგულაძე


გაცხადებული, ინფლაციის დამარცხებაზე ორიენტირებული საინვესტიციო პოლიტიკა არ არის საპენსიო ფონდის მონაწილეეების საუკეთესო ინტერესების შესაბამისი.


5.ბიძინა ივანიშვილის ოფშორში რეგისტირებული ორგანიზაციები საქართველოში 26 კომპანიას ფლობენ - TI

არასამთავრობო ორგანიზაციის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული 10 ოფშორული კომპანია საქართველოში 26 -ს კომპანიას ფლობს.


6.15–მილიონიანი სასტუმრო Golden Tulip თბილისში შემოდგომაზე გაიხსნება (ფოტოები)

თბილისში სასტუმრო Golden Tulip-ი შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც „კომერსანტს“ საინვესტიციო კომპანია „ბლოკ ინვესტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა განუცხადა, ქეთევან წამებულის გამზირზე 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს შიდა სამუშაოები თითქმის დასრულებულია, თუმცა ტურისტების სიმცირის გამო მისი გახსნა შემოდგომამდე არ იგეგმება.


7.ნასესხების თანხების აუთვისებლობის გამო საქართველო 9.6 მლნ ლარით დაჯარიმდა

ეკონომიკური ვარდნის ფონზე სახელმწიფოს 2020 წელს დაგეგმილზე 5.1 მლრდ ლარით მეტის სესხება მოუწია, შედეგად ქვეყნის საგრეო ვალმა მშპ-სთან მიმართებაში 2002 წლის შემდეგ პირველად სახიფათო 60%-იან ზღვარს გადააჭარბა. პრობლემები შეიქმნა ნასესხების თანხების ათვისებაშიც. გეგმის ჩამორჩენისა და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო საქართველოს დამატებით 9.6 მლნ ლარის გადახდა მოუწია.


8.საქართველოს რკინიგზა $500 მლნ–ის 7–წლიანი ევრობონდების განთავსებას გეგმავს

„საქართველოს რკინიგზა“ 7–წლიანი მწვანე ობლიგაციების განთავსებას გეგმავს, რომლის მოცულობაც, სავარაუდოდ, $500 მლნ–ს შეადგენს. ობლიგაციების წლიური შემოსავლიანობა 4,875% იქნება. ამის შესახებ სააგენტო როიტერი საბანკო წრეებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.


9.ზურაბ ნოღაიდელი: „საქართველო უნდა გახდეს ენერგეტიკულად თვითკმარი ქვეყანა“

ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ „საქართველო უნდა გახდეს ენერგეტიკულად თვითკმარი ქვეყანა. საამისოდ მცირე და საშულო ენერგოპროექტები საკმარისი ვერ იქნება. საამისოდ საჭიროა მსხვილი ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის, პირველ რიგში, ჰიდროპროექტების, ნამახვანის, ხუდონის და ნენსკრას მსგავსი ჰიდროპროექტების, მარეგულირებელი სადგურების პროექტების განხორციელება“.


10.ოქროს მომპოვებელი კომპანია EMPIRE METALS საქართველოდან გადის

ოქროს მომპოვებელი კომპანია Empire Metals-ი საქართველოდან გადის. კომპანია 2018 წლიდან, საქართველოში გაუარესებულ გარემოზე აცხადებს და Georgian Copper and Gold-ში 50%-იან წილს ყიდის. მყიდველი ამავე კომპანიაში მისი პარტნიორი „კავკასიის სამთო ჯგუფია“ ( CMG ), რომელიც ამ გარიგებით Georgian Copper and Gold-ში წილს 100%-მდე შეივსებს.

თეგები:
Top 10



კვროკავშირის ჩართულობით რიონის ხეობაში ვითარების განმუხტვის პერსპექტივა გაჩნდა

კვროკავშირის ჩართულობით რიონის ხეობაში ვითარების განმუხტვის პერსპექტივა გაჩნდა
access_time2021-06-12 20:14:04
“რიონის ხეობის მცველის” ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რიონის ხეობიდან ბარიკადები უნდა აიღონ, საპოლიციო ძალები ტერიტორიიდან გავიდნენ და პროტესტის მონაწილეები თავდაპირველ ადგილზე დაბრუნდნენ. როგორც გოლეთიანმა “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 20:00:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან -260$— მდე ჩამოვიდა, რის გამოც ერთი ტომარა...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...

ტყის ახალი კოდექსი – რა შეიცვლება საშეშე მასალის სოციალური ჭრით მოსარგებლეებისთვის

ტყის ახალი კოდექსი – რა შეიცვლება საშეშე მასალის სოციალური ჭრით მოსარგებლეებისთვის
access_time2021-06-12 11:00:49
საქართველოს პარლამენტმა, 2020 წლის მაისში დაამტკიცა ტყის ახალი კოდექსი, რომლითაც იქმნება საფუძველი სოციალური ჭრის ეტაპობრივი გაუქმებისა და მდგრადი სატყეო მეურნეობების ჩანაცვლებისთვის;  უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზირების სამართლებრივი საფუძვლები, შეიქმნება ტყის საკუთრების ახალი ფორმები, შესაძლებელი გახდება ტყეებით მრავალმიზნობრივი სარგებლობა, მათ შორის,  ტყეების სარეკრეაციო და საკურორტო მიზნით გამოყენება.  ნიშნავს თუ არა ეს ცვლილებები სოციალური ჭრის საბოლოოდ...


მსგავსი სიახლეები

up