დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-06-09 21:00:53

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1. ორი კაციც და გავიდა ... - თბილისს 90-იან წლების ავტოსადგური აქვს

ამბობენ, ქაოსში იბადება წესრიგი. მაგრამ, იმ ქაოსში, რომელიც წლებია დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზეა - მძღოლების ყვირილში, გარემოვაჭრეების ხვეწნაში, მგზავრების შეკითხვებში, ერთნაირად იკარგება ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი, რომელიც სასურველი მიმართულების ტრანსპორტის ძებნაში უამრავ წინააღმდეგონას აწყდება.


2. ბიუროკრატიული აპარატი ნელ-ნელა შევარდნაძის დროინდელ პერიოდს უბრუნდება - ირაკლი გურჩიანი

„საქართველოს ეკონომიკა არის მკვდარი“, - ამის შესახებ კომერსანტს „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელმა ირაკლი  გურჩიანი განუცხადა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ინდიკატორი ბიზნესია, რომელზეც მისი თქმით, მომენტალურად აისახება ნებისმიერი დადებითი და მით უმეტეს, უარყოფითი ცვლილება. ბიზნესმენი გვიყვება, რომ ნეგატიურმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ამბობს, რომ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების რეალიზაციაა საგრძნობლადაა შემცირებული.


3.პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 12–წლიან მინიმუმზეა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.3%-ით $125 მლნ-მდე შემცირდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მთელს ინვესტიციებში რეინვესტირების წილი 58%-ა.


4. 2 წელიწადში ბენზინი და დოლარი 50-50 თეთრით გაძვირდა


ბოლო ერთ თვეში ლარი დოლართან მიმართებაში 7%-ით გამყარდა, რაც სამომხმარებლო ფასებს არ დამჩნევია, მათ შორის არ გაიაფებულა არც საწვავი. მაისში მიღწეული ფასების ისტორიული რეკორდი დღემდე ნარჩუნდება.


5. საქართველოში Radisson Red-ის პირველი სასტუმროს გახსნა 2022 წლამდე გადაიდო

როგორც „კომერსანტს“ შპს. ტელეგრაფის დირექტორმა ვარლამ მიღდისელმა განუცხადა, RED-ის პირველი ბრენდის სასტუმრო საქართველოში, სტუმრებს 2022 წლის მეორე ნახევრიდან მიიღებს.


6.  პრემიერი ლარის კიდევ უფრო მეტად გამყარებას ელოდება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება. მისი თქმით, მოსალოდნელია ლარის კურსის კიდევ უფრო გამყარება. ეს ყველაფერი კი, მოსახლეობაზე აისახება.


7. ნამახვანჰესი არსებული პროექტით აღარ აშენდება

ნამახვანჰესი არსებული პროექტით აღარ აშენდება. ამი ს შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 ივნისს ჟურნალისტებს უთხრა. ღარიბაშვილის თქმით, პირობა, რომ ჰესი ინვესტორს 100 წლით გადაეცემოდა, მას, როგორც პრემიერ–მინისტრს, მემკვიდრეობით დახვდა და ქვეყნისთვის სასიკეთოდ გადაიხედება.


8.1 ბოთლი ღვინის საშუალო საექსპორტო ღირებულება 6.1%-ით – $2.26-მდე შემცირდა

იანვარ-მაისში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 15%-ით – 36.4 მლნ ბოთლამდე, ღვინის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი კი მხოლოდ 8%-ით – $82.4 მლნ-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ბოთლი ღვინის საშუალო საექსპორტო ღირებულება 6.1%-ით – $2.41-დან $2.26-მდე შემცირდა.


9. ვაკის ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მრავალპროფილური კომპლექსი 2022 წელს გაიხსნება

ვაკეში, ყოფილი „ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის, ლანდშაფტური პარკის და მუზეუმის მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება.


10. საქართველოში თხილის ხარისხზე ორიენტირებული ინვესტიციები მკვეთრად გაიზარდა

თხილის შარშანდელი სეზონი საქართველოში წარმატებული აღმოჩნდა როგორც მოსავლის, ისე ხარისხის კუთხით.  ფაროსანას შემოსევისგან დაზარალებულმა დარგმა აღდგენა მოახერხა და თხილის მოსავალმა 5-წლიან მაქსიმუმს, 33 000 ტონას მიაღწია.




ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-27 18:00:21
27 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.64 თეთრით 3.0892-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0930-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 0.38 თეთრით - 3.6409-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.67 თეთრით 4.2588-მდე, თურქულ ლირასთან 0.02 თეთრით 0.3604-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.52 თეთრით 1.8159-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.74 თეთრით 4.1895-მდე, 1000 სომხურ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-27 21:00:12
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს.   2. რა ღირს ყველაზე ძვირი...

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა
access_time2021-07-27 17:00:45
ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა იმ ქვეყნებს ჩამონათვალის გაფართოების შესახებ კენჭისყრა გადადო, რომელში მოგზაურობაც, წითელის ზონის სტატუსის გამო, ისრაელის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ პარასკევიდან. საუბარია დიდ ბრიტანეთზე, კვიპროსზე, თურქეთსა და საქართველოზე. კომიტეტეტის თავმჯდომარემ გიდალ კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის...

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს
access_time2021-07-27 12:45:13
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება.   აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა...

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია
access_time2021-07-27 16:00:19
ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ლარში განთავსებულ ანაბარს თითქმის 10-ჯერ მეტი საპროცენტო სარგებელი ერიცხება და 6 თვეში 5%-ით გამყარდა, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა კვლავ დაბალია. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ლარში განთავსებული ანაბრის მთლიანი მოცულობა (ფიზიკური და იურიდიული პირები) 1.047 მლრდ-ით 13.903 მლრდ-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 235 მლნ-ით 21.385 მლრდ-მდე შემცირდა, რისი მთავარი მიზეზიც ლარის...


მსგავსი სიახლეები

up