დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-06-08 21:00:34

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

1. „რთულია ყველა დანაპირები ერთი ერთში შესრულდეს, ქვეყნის სწრაფი განვითარება ვერ მივიღეთ“ - „ქართული ოცნების“ ძველი გვარდია

„ქართული ოცნება“ თიანეთის მერმა, თამაზ მეჭიაურმა 6 წლის წინ დატოვა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ კოჰაბიტაცია იყო ერთ-ერთი მთავარი მუხრუჭი, რომელმაც მმართველი გუნდის რეფორმების გატარებას ხელი შეუშალა.


2. როგორი იქნება თბილისის დენდროლოგიური პარკი (ფოტოები)

თბილისის დენდროლოგიური პარკის მოწყობის სამუშაოები წლის ბოლოსთვის დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის ეკოლოგიური პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.


3. გარემოს ზედამხედველობა ფუნქციას ვერ ასრულებს - ხე-ტყის უკანონო ჭრით სახელმწიფომ 20 მილიონი იზარალა

საქართველოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ტენდენცია დღემდე გრძელდება, რასაც სახელმწიფო აუდიტის დასკვნაც ადასტურებს. დოკუმენტი 2017-2019 წლებს ეხება. დასკვნის მიხედვით სიტუაცია გაამწვავა იმ ფაქტმა, რომ სააგენტოს აღარ აქვს უკანონო ჭრების გამოვლენის და მათზე რეაგირების უფლებამოსილება.


4. ტურიზმი მაისში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაგეგმილი 50%-ის ნაცვლად, მხოლოდ 23%-ით აღდგა

აპრილის 140%-იანი მატების შემდეგ, მაისში ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 188%-ით 105 000-მდე გაიზარდა. კიდევ უფრო მეტად - 264%-ით 96 500-მდე გაიზარდა ტურისტების რაოდენობა.



5. თბილისის ცირკის შენობა უკვე მეხუთე წელია ვერ იყიდება - 2021 წლის სეზონიც წარმოდგენების გარეშე ჩაივლის

პატარკაციშვილების ოჯახი თბილისის ცირკის შენობას უკვე მეხუთე წელია ყიდის, თუმცა მყიდველი ობიექტს ამ დრომდე არ გამოუჩნდა. საბროკერო კომპანია Colliers International Georgia-მ ისტორიული ობიექტი მრავალფუნქციური განვითარების პოტენციალით გასაყიდად 2017 წლის ოქტომბერში გამოიტანა.


6. „მე რესტორანს ქართველებს ვუხსნი, ტურისტებზე არასდროს მქონია გათვლა“ - გურამ ბაღდოშვილი

რამდენიმე დღეში ბათუმში შეფ გურამ ბაღდოშვილი ახალი რესტორნის პრეზენტაციას გეგმავს. Alliance Palace Batumi-ს შენობაში რესტორანი „ალიანსი“ პირველ ორ სართულს დაიკავებს და 250 სტუმარზეა გათვლილი.


7. „სანამ ქვეყანა თუნდაც 5 საათით იქნება ჩაკეტილი, მანამდე მაღალი ეკონომიკური ზრდა არ გვექნება“, - არსი

„კომერსანტი“ დაინტერესდა რას ფიქრობენ ეკონომიკის რეკორდულ ზრდაზე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, რამდენად რეალურია მათი აზრით ეს რიცხვები და როგორ აისახება სექტორზე. „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე აცხადებს, რომ მაჩვენებელი ბუნებრივი არ არის. მისი თქმით, ეკონომიკის გამოცოცხლების ნიშნები არის, თუმცა შეუძლებელია იმის თქმა, რომ ეკონომიკაში ყველაფერი კარგადაა.


8. სად და რა ფასად ყიდის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, სახელმწიფო 45 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ყიდის. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ელექტრონულ აუქციონზე, რომელიც 14 ივნისს სრულდება, მთლიანად გამოტანილია 160 მილიონი ლარის ღირებულების 150-ზე მეტი საინვესტიციოდ მიმზიდველი შეთავაზება.


9. დეფაქტო აფხაზეთში კრიპტოვალუტების მოპოვება მცირდება

უკვე თითქმის თვენახევარია, რაც აფხაზეთში ენერგოკრიზისი დასრულდა - ეს დაკავშირებულია ენგურჰესის ამუშავებასთან და სეზონურ ფაქტორთან. თუმცა, ილუზიები არავის აქვს - დროებითი შესვენება არ ნიშნავს, რომ ენერგოსისტემაში კრიზისი ამოიწურა - როგორც კი ზაფხული დასრულდება, აცივდება და დღის ხანგძლივობა შემცირდება - პრობლემებიც დაბრუნდება.


10. ზრდადი ეკონომიკა, ფინანსური მდგრადობა და ვალუტის სტაბილურობა - როგორ გახდა ყატარი გლობალური საინვესტიციო ჰაბი?

დღეს ყატარი არაბულ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყანაა - ზრდადი ეკონომიკა, ფინანსური მდგრადობა, დოლართან მიბმული ვალუტის სტაბილურობა - ეს ყველაფერი მრავალ საერთაშორისო ინვესტორს იზიდავს.ამას ემატება საგადასახადო შეღავათები, რეზიდენტის სტატუსის მიღების მარტივი და სწრაფი პროცედურა და ევროპულ ბანკებზე ღია გასასვლელი.

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up