დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-06-07 21:00:48

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.„საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის დასკვნა ზედაპირულია, სახელმწიფო კომპანიების ევროობლიგაციებზე დიდი მოთხოვნაა“

ფინანსისტი და საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ სახელმწიფო კომპანიების და თვითონ სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციებს, დიდი მოთხოვნით, უცხოური ინსტიტუციური და კერძო ინვესტორები იძენენ, ამიტომ მისი თქმით, მელიქიძის დასკვნა ზედაპირულია.


2. „თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის და სახელმწიფოს ღალატი, პოლიტიკური თანამშრომლობა მასთან მიუღებელია“ - ბიძინა ივანიშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს.


3.2021 წლის 3 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება თითქმის 19%-ით შემცირდა

2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 233,2 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.


4.„კოლბებივით შენობები იდგმება თბილისში, კოშმარს დაემსგავსა ქალაქი“ - ბიზნესი კახა კალაძის მერობის 4 წლიან პერიოდზე


ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი მთავარ პრობლემად ქალაქის მენეჯმენტში არსებულ ბიუროკრატიასა და სამშნებელო ნებართვების გაჭიანურებისა და მათი გაცემის ხარისხს ასახელებს.


5.კარდიოქირურგთა ასოციაცია ჯანდაცვის სამინისტროსგან ოპერაციების ნაწილზე ტარიფების გაზრდას ითხოვს

უახლოეს მომავალში კარდიოქირურგთა ასოციაცია გეგმავს, ჯანდაცვის სამინისტროსთან ძვირადღირებულ ქირურგიულ ოპერაციებზე ტარიფის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. ~საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტმა სულხან ლომინაძის თქმით, ქირურგიულ ოპერაციებზე ტარიფების გათანაბრებამ, რაც 2019 წლის ნოემბერში შევიდა ძალაში, დარგს პრობლემები შეუქმნა, კერძოდ, ფინანსური ზიანი მიაყენა კლინიკებს, ასევე ქირურგიულ ბრიგადებს, რომლებსაც ანაზღაურება შეუმცირდათ.


6. „მინისტრის მოლოდინი გადაჭარბებულია, ქვეყანაში ტურისტები არ არიან და არც ზაფხულის სეზონზე ველოდებით“ - სტუმარ-მასპინძლობის სექტორი

„კომერსანტი“ დაინტერესდა თუ რა მოლოდინი აქვთ ზაფხულის სეზონზე ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით სტუმარ-მასპინძლობის სექტორს. რესტორნების წარმომადგენლების უმრავლესობა პესიმისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ მინისტრის მოლოდინი გადაჭარბებულია.


7.თუ ვაქცინაცია ეფექტურად არ წარიმართება საქართველო 2019 წლის ნიშნულის მიღწევას შეძლებს მხოლოდ 2023 წელს – TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი

ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერის ალპერ ერსოის განცხადებით, იმისათვის, რომ ავიაციის სექტორმა სწრაფად მივაღწიოს 2019 წლის ნიშნულს ამისთვის უმნიშვნელოვანესია ვაქცინაცია, მაგრამ თუ ეს პროცესი ეფექტურად არ წარიმართება საქართველო 2019 წლის ნიშნულის მიღწევას მხოლოდ 2023 წელს შეძლებს.


8.„ბიოლმა“ სენაკში ახალი ობიექტის გახსნა გადადო

ველნეს კურორტის მფლობელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ მჭედლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პროექტის განხორციელება პანდემიის გამო გადაიდო. მისი ინფორმაციით, „ბიოლი“ გაფართოებას სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში, დაახლოებით 1 ჰექტარი ტერიტორიაზე გეგმავდა.


9.დავით თვალაბეიშვილი: ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადება ხარვეზებმა განაპირობა

„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ სრულფასოვნად ამოქმედების 6 თვით გადადება ენგურჰესის რეაბილიტაციის პროცესმა, ტესტირებების გაგრძელების საჭიროებამ, და სხვადასხვა მოდულების სინქრონიზაციაში არსებულმა ხარვეზებმა განაპირობა“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გამართული მოსმენისას განაცხადა.


10.ფასების ზრდამ სურსათზე 10 წლიან რეკორდს მიაღწია

ბოლო მონაცემები სურსათზე ფასების ცვლილების შესახებ შემაშფოთებელ ტენდენციაზე მეტყველებენ. ექსპერტები შიშობენ, რომ ამან შესაძლოა ღარიბ ქვეყნებში სოციალური კატაკლიზმები გამოიწვიოს.


თეგები:
Top 10



საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა

საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა
access_time2021-11-28 21:00:55
საქართველოდან ყველის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 101.9 ტონა ყველის ექსპორტში $642.6 ათასის შემოსავალი...

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში
access_time2021-11-28 22:30:05
...

რატომაა აუცილებელი საპორტო სიმძლავრეების გაზრდა საქართველოსთვის

რატომაა აუცილებელი საპორტო სიმძლავრეების გაზრდა საქართველოსთვის
access_time2021-11-29 00:00:11
...

ქართული წვენების ექსპორტი გაიზარდა - შემოსავალი $8 მილიონს აჭარბებს

ქართული წვენების ექსპორტი გაიზარდა - შემოსავალი $8 მილიონს აჭარბებს
access_time2021-11-28 19:00:46
2021 წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველომ ხილის და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 22%-ით, 6.7 ათას ტონამდე გაზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, $6.5 მილიონიდან $8.2 მილიონამდე გაიზარდა ექსპორტიდან მიღებული...

როგორ მუშაობს პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან“

როგორ მუშაობს პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან“
access_time2021-11-28 18:00:19
პროექტ ,,იმუშავე საქართველოდან“ ამოქმედებიდან დღემდე, 3129 უცხოელი დარეგისტრირდა, საიდანაც 501 აპლიკანტს უარი ეთქვა - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების ეროვნულ ადმინისტრაციაში განაცხადეს. უწყების ცნობით, ქვეყნაში უკვე შემოსულია 1 117 პირი, რაც პოტენციურად 6 თვის განმავლობაში 14 მლნ...


მსგავსი სიახლეები

up