დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-06-03 21:00:25

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1. მაისში ზეთი 42.7%-ით, შაქარი - 13.7%-ით გაძვირდა - ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს 2.56-ჯერ გადააჭარბა

მაისში წლიური ინფლაციის დონემ ბოლო 2.5 წლის ახალი რეკორდი მოხსნა და 7.7%-ს მიაღწია. ფასები გაზრდილია როგორც სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, ასევევე ტრანსპორტზე, ენერგომატარებლებსა და ჯანდაცვაზე.

 

2. ქართუ ფონდი: ლაგუნა ვერესთან დაკავშირებით არაფერი სიახლე არაა და ამ ეტაპზე არაფერი იგეგმება

უკვე თითქმის 8 წელიწადია დედაქალაქის ცენტრში არსებული უდიდესი სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერე“ უფუნქციოდაა და პროტესტი ამ ფაქტის მიმართ დღემდე არ წყდება

 

3. „რა მოსდის ლარს? - ერთ-ერთი მიზეზი სეზონური ფაქტორია“ - რომან გოცირიძე

ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების მაჩვენებელთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, ეკონომისტი რომან გოცირიძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს

 

4.ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები გვიმტკიცებენ ფულის მასას არა აქვს გავლენა გაცვლით კურსსა და ინფლაციაზეო. უკაცრავად, მაგრამ თაღლითობა ჰქვია ამას, - თემურ ბასილია

რატომ მყარდება ლარი ბოლო პერიოდში? - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ფინანსისტი თემურ ბასილიამაც მოკლე ანალიზი გამოაქვეყნა



5. ტოპ-10 პროდუქტი, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ უკრაინაში

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ - 218,853 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 97,524 მლნ დოლარი ექსპორტზე, ხოლო 121,328 მლნ დოლარი იმპორტზე მოდის.


6. ჰესების არაშენების შემთხვევაში ელექტროენერგიის დეფიციტი 2030 წლისთვის 7 მლრდ კვტ/სთ-ს გადააჭარბებს

საქართველო ელექტროენერგიაზე მოთხოვნას 4 სხვადასხვა საშუალებით იკმაყოფილებს: ჰესებით, თბოსადგურებით, ქარის სადგურითა და იმპორტით. როგორც წარმოება, ასევე მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, მაგრამ მოხმარება უფრო სრწრაფად.


7. „სასტუმრო ერთი წელია დახურულია - ხარჯი უზარმაზარია, ტურისტი კი მესტიაში საერთოდ არაა“

ამის შესახებ „კომერსანტს“ მესტიის ერთ-ერთი უმსხვილესი სასტუმრო „თეთნულდის“ მეპატრონემ განუცხადა. ბიზნესმენი გვიყვება, რომ სასტუმროს სტუმრების 90 პროცენტი უცხოელი ტურისტების ჯგუფებია, დღეს კი მისი თქმით, სვანეთში სამოგზაუროდ არავინ მიდის.


8. საქართველოში კარტოფილის ფასი წელსაც რეკორდულად დაბალი იქნება

2020 წლის ოქტომბრიდან ქართველი მწარმოებლები 1 კგ. კარტოფილს 50-60 თეთრად ყიდიან. მეტიც - გაიაფება აპრილშიც გაგრძელდა, როდესაც წესით ფასი პირიქით, მარაგების შემცირების გამო, უნდა იზრდებოდეს.


9. Handelsblatt: გულაგის აჩრდილი: რუსეთში პატიმრებს მძიმე სამუშაოს შესასრულებლად იყენებენ

რუსეთი მუშა ხელის მწვავე დეფიციტს განიცდის და ამის მთავარი მიზეზი - კორონაკრიზისია.

 

10. თქვენ უკვე მომხმარებელი აღარ ხართ, თქვენ პროდუქტი ხართ - Apple-ის ხელმძღვანელი

Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი კონფერენციაზე „კომპიუტერები, კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა“ სიტყვით გამოვიდა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზა გააჟღერა, რაც უსაფრთხოებას მონაცემთა დაცვასა და ტექნოლოგიების რეგულირებას შეეხება


 


თეგები:
top 10



ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-27 18:00:21
27 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.64 თეთრით 3.0892-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0930-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 0.38 თეთრით - 3.6409-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.67 თეთრით 4.2588-მდე, თურქულ ლირასთან 0.02 თეთრით 0.3604-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.52 თეთრით 1.8159-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.74 თეთრით 4.1895-მდე, 1000 სომხურ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-27 21:00:12
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს.   2. რა ღირს ყველაზე ძვირი...

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა
access_time2021-07-27 17:00:45
ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა იმ ქვეყნებს ჩამონათვალის გაფართოების შესახებ კენჭისყრა გადადო, რომელში მოგზაურობაც, წითელის ზონის სტატუსის გამო, ისრაელის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ პარასკევიდან. საუბარია დიდ ბრიტანეთზე, კვიპროსზე, თურქეთსა და საქართველოზე. კომიტეტეტის თავმჯდომარემ გიდალ კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის...

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს
access_time2021-07-27 12:45:13
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება.   აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა...

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია
access_time2021-07-27 16:00:19
ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ლარში განთავსებულ ანაბარს თითქმის 10-ჯერ მეტი საპროცენტო სარგებელი ერიცხება და 6 თვეში 5%-ით გამყარდა, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა კვლავ დაბალია. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ლარში განთავსებული ანაბრის მთლიანი მოცულობა (ფიზიკური და იურიდიული პირები) 1.047 მლრდ-ით 13.903 მლრდ-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 235 მლნ-ით 21.385 მლრდ-მდე შემცირდა, რისი მთავარი მიზეზიც ლარის...


მსგავსი სიახლეები

up