დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-05-28 21:00:29

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.„ახალი კანონპროექტი პენსიონერს არჩევანის ალტერნატივას ვერ შესთავაზებს, რადგან სხვა ბანკებს პენსიის გაცემისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ აქვთ“

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოს პარლამენტში აინიცირებს კანონპროექტს, რომელიც არსებულ კანონმდებლობაში სახელმწიფო პენსიების შესახებ ცვლილებების შეტანას გულისხმობს. ოპოზიციური პარტიის მიერ შეტანილ კანონპროექტში მთავარი არსია ის, რომ პენსიონერს უფლება აქვს თავად აირჩიოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება.


2.„ენერგო დამოუკიდებლობა გვჭირდება სასიცოცხლოდ, თუმცა გარემოზე ზეგავლენა მეორეხარისხოვანი საკითხი არ არის“

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი „ნამახვანჰესის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ენერგო დამოუკიდებლობა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა არსებობს რიგი კითხვებისა რომელზეც მთავრობამ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხები.


3.„მთავრობამ რიყის დოქები უფუნქციო შენობად აქცია, რათა წინა ხელისუფლების გაწეული ხარჯები არამიზნობრივად წარმოაჩინოს“

რიყის დოქები 2012 წელს აშენდა, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საკონცერტო სივრცე უნდა ყოფილიყო, სადაც მუსიკალური თეატრი და საგამოფენო ცენტრი უნდა განთავსებულიყო. „სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ თავმჯდომარე ვასო ურუშაძე გვიყვება, რომ „რიყის დოქების“ პროექტზე 75 მილიონი ლარი იყო დახარჯული, თუმცა მიუხედავად ამისა 2012 წელს ახალმა ხელისუფლებამ პროექტი პოლიტიკური მოტივითა და დაუსაბუთებელი არგუმენტებით შეაჩერა, რომელიც დღემდე უფუნქციოდაა დარჩენილი.


4.სიღნაღში ტურისტების რაოდენობა იმატებს, წყლის მიწოდების პრობლემა კი ჯერ კიდევ მოუგვარებელია


„ამჟამად სიღნაღი ტურისტებით სავსეა, თუმცა ქალაქს წყლის მიწოდების პრობლემა აქვს. ეს პრობლემა წლებია არსებობს, მაგრამ გვპირდებიან, რომ მალე 24 საათიანი წყალმომარაგება გვექნება,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქალაქ სიღნაღში ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები უყვებიან.


5.პანდემიურ წელს საქართველოს მოსახლეობის 21.3% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ქვეყნის მოსახლეობის 21.3 იმყოფებოდა.


6.გია ხუხაშვილი: სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს

„სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს, მარიტა მუსელიანს, მაკა სულაძეს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც გულწრფელად ჯერა, რომ უხეშად შეეხენ მათ საარსებო გარემოს, მათ წარსულს, აწმყოს და მომავალს“, — ამის შესახებ ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


7.მოსახლეობის დიდი ნაწილისგან ბანკების მიმართ სითბოს ვერ ვგრძნობ - „პაშა ბანკის“ დირექტორი

პაშა ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ შურღაიამ საბანკო სექტორის მომგებიანობაზე საუბრისას მოსახლეობის დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „უკმაყოფილებაა დაგროვილი“.


8.სახელმწიფო ელექტროსისტემას ახალი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახლადარჩეულ წევრებს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


9.„დავოსი და აბასთუმანი - მსოფლიოში ეს ორ კურორტია უნიკალური, სადაც არის ნული ბაქტერია. ჩვენ შეგვიძლია, ეს წინ წამოვწიოთ“

„ყველაზე მთავარი გამოწვევა არის, რომ არ დავთვალოთ ტურისტების რაოდენობა და დავთვალოთ ის შემოსავლები, რომელსაც მივიღებთ ტურისტული ბიზნესიდან“, -ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ახალმა კონსულტანტმა ვალერი ჩეხერიამ განაცხადა.


10.Project-syndicate: ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აღმოსავლეთ ევროპისთვის ცუდი მაგალითია

ბოლო 30 წლის მანძილზე სულ უფრო ღრმავდება უფსკრული ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირში შევიდნენ და იმათ ვინც ამის გაკეთება ვერ მოახერხა.

თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up