დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-05-25 21:00:07

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.ნორვეგია ჰესებისგან საქართველოსთან შედარებით 12-ჯერ, ისლანდია კი 18-ჯერ მეტ ელექტროენერგიას აწარმოებს

კვირას, 23 მაისს თბილისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია გაიმართა, რის შემდეგაც ორგანიზატორებმა რესპულიკის მოედანზე კარვები გაშალეს. მათვე მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს, მეორე დღის 12:00 სთ-მდე მოთხოვნების დაკმაყოფილება მოსთხოვეს და წინააღმდეგ შემთხვევაში დედაქალაქის პარალიზებით დაიმუქრნენ. ხალხმრავლობის მიუხედავად, ქუთაისის აქციებისგან განსხვავებით თბილისის მიტინგზე მხარდამჭერთა რაოდენობა აშკარად შემცირებული იყო. პარალიზება ვერ შედგა, მეორე დღეს იუსტიციის სახლთან გამართული აქცია, კიდევ უფრო მცირერიცხოვანი აღმოჩნდა. Commersant ამჯერად საქართველოზე უფრო მდიდარი ისეთი ქვეყნების შესახებ მოგითხრობთ სადაც ჰიდროგენერაციის წილი მაღალია.


2.პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება, რესტორნების დახურული სივრცეები კი შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და პისიარ უარყოფითი ტესტის პასუხით. ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება, ქორწილს, ქელეხს, ბანკეტს თუ სხვა.


3.„ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში „ასპრიას“ ახალი ფიტნეს ცენტრი გაიხსნება

ვაკის პარკთან მდებარე რესტორან „სენატის“ ყოფილ შენობაში, Aspria-ს ფიტნეს დარბაზის გახსნა გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო გადაიდო. ფილიალი 2021 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო. როგორც „კომერსანტს“ ასპრიას დირექტორი ოთარ თავყელიშვილი უყვება, ყოფილ რესტორან „სენატის“ ინფრასტრუქტურა სრულად მწყობრიდან იყო გამოსული, რის გამოც თავდაპირველად გათვალისწინებული ხარჯების მოცულობა ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა.


4.ბანკების ექსპანსია სადაზღვევო სექტორში გრძელდება - ბანკებთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია ჯამურად სექტორის 56%-ს აჭარბებს

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 667,3 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის საბანკო საკუთრებაში არსებული სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემია თითქმის 300 მლნ. ლარს უტოლდება.



5.249 მლნ-იანი ბრუნვით „ალტა“ ტექნიკის მაღაზიებში პირველ ადგილს ინარჩუნებს

პანდემიამდე საქართველოში ტექნიკის მსხვილი მაღაზიების ბრუნვა 0.5 მლრდ ლარს აჭაბებდა. შემოსავლის უდიდესი ნაწილი სამ კომპანიაზე: „ალტაზე,“ „ელიტ ელექტრონიქსსა“ და „ზუმერზე“ მოდიოდა. 2019 წელს 249 მლნ-იანი ამონაგებით პირველი ადგილი „ალტამ“ დაიკავა.


6.„წყალი მარგებლის“ ხელმძღვანელობასა და ქარხნის თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა

სს „წყალი მარგებლის“ ხელმძღვანელობასა და ქარხნის თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს და პროდუქცია მომხმარებლებს შეუფერხებლად მიეწოდება. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს.


7.2020 წელს საქართველოში ოჯახების საშუალო შემოსავალი 6.4%-ით შემცირდა

2020 წელს შინამეურნეობების (ოჯახების) შემოსავალი წინა წელთან შედარებით 6.4%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. საქართველოში ოჯახებში საშუალოდ 3.4 ადამიანი ცხოვრობს, ოჯახების მიერ თვის განმავლობაში მიღებული საშუალო შემოსავალი კი 1,100 ლარი იყო, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 75 ლარით ნაკლებია. შესაბამისად, ერთი ადამიანის საშუალო თვიურმა შემოსავალმა 321.4 ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 14.7 ლარით ნაკლებია.


8.„ვერ დავიჯერებ, რომ ისეთი რეპუტაციის მქონე კომპანიას, როგორიცაა „ენკა“, მსხვილი პროექტის კვლევა არ აქვს გაკეთებული“

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით აუდიტი უნდა იყოს გაკეთებული.


9.მიმდინარე წელს ქართულმა ბანკებმა უკვე 584 მილიონი ლარის მოგება მიიღეს

2021 წლის 4 თვეში საქართველოს საბანკო სისტემამ 584 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი მონაცემებიდან ირკვევა, რომ იანვარ-აპრილში საბანკო სისტემის მომგებიანობა გაუმჯობესდა. ყველაზე მაღალი წმინდა მოგება კი აპრილში დაფიქსირდა.


10.რამდენად ხანგრძლივი იქნება ეკონომიკის პოსტპანდემიური ზრდა?

ბოლო პერიოდში აშკარაა, რომ ეკონომიკის პოსტპანდემიური ზრდა სრული სვლით მიმდინარეობს, ის ჯერ ჩინეთში, შემდეგ შტატებში და ბრიტანეთში, შემდეგ კი კონტინენტალურ ევროპაშიც დაიწყო. ამას სამხრეთ კორეის სტატისტიკა ადასტურებს, აღმოჩნდა, რომ ქვეყნის საგარეო ვაჭრობა კოლოსალური 40%-ით გაიზრდა. მართალია, ეს არც ისე მაღალი მაჩვენებელია 2020 წლის აპრილის სრული ვარდნის ფონზე, თუმცა, ის ადასტურებს, რომ გლობალური ვაჭრობა აქტიური აღდგენის პროცესშია.



თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up