დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-05-21 21:00:51

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

  1. Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2937 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3350 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3537 ლარი შეადგინა.


 2. გაფლანგული 334 ათასი ლარი - 3 წელია ვარკეთილის მეტროს ჭერი არ აქვს

3 წელზე მეტია რაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მოსაცდელი ბაქანი რკინის კონსტრუქციის ამარაა დარჩენილი. ჭერის ჩამონგრევის შემდეგ მეტროში დღემდე არაფერი შეცვლილა. მეტროპოლიტენზე პასუხისმგებლობა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ეკისრება.


 3. თავისუფალი ვაჭრობის ეფექტი - ჩინეთში ექსპორტმა 3 წელიწადში მილიარდს გადააჭარბა

ჩინეთი უკვე მეორე წელია საქართველოსთვის საექსპორტო პარტნიორებში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. მთავარი საექსპორტო პროდუქცია არც ღვინოა და რაც რაიმე სხვა ადგილობრივი ნაწარმი. 83%-იანი წილით პირველ ადგილზე სომხეთიდან ნაყიდი სპილენძის მადნებია.


 4. ტოპ 10 ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინო

ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2021 წელს 2 დოლარსა და 3 ცენტს შეადგენს ეს მეღვინეობის დარგის განვითარების თვალსაჩინო ინდიკატორია, თუმცა დღეს „კომერსანტი“ გაგაცნობთ ყველაზე ძვირად ღირებულ ქართულ ღვინოებს, რომლებიც ღვინის მაღაზიებში იყიდება.


5. თბილისის ახალ ზოოპარკში 9 ჰექტარზე აფრიკული სავანა გაშენდება


უკვე გამოცხადებულია ტენდერი აფრიკული ცხოველებისთვის 9 ჰექტარის ფართობის მქონე სავანის გასაშენებლად, რომელიც გურიელიძის ვარაუდოთ მომავალ წელს დასრულდება. ვოლიერის ასაშენებლად გამოყოფილია 2 მლნ 200 ათასი ლარი და მოიცავს სხვადასხვა შენობა ნაგებობებსაც..


 6. ტურისტული ბაზრის ქცევა რადიკალურადაა შეცვლილი, ამის საპასუხოდ სახელმწიფოს გეგმები ჯერ კიდევ ბუნდოვანია

ტურისტული ბაზარი დიდი ცვლილებებისა და გადალაგების პროცესშია, იცვლება მომხმარებელთა ქცევა, მათი ვიზიტების ხანგრძლივობა და სამიზნე ლოკაციები, იმისდა მიხედვით, თუ რომელი ქვეყანა რა პირობებს სთავაზობს მათ.


 7. თბილისში ბინებზე მოთხოვნამ პანდემიამდელ მაჩვენებელს გაუსწრო

Colliers Georgia-ს მონაცემებით, თბილისში აპრილში ბინების 3,103 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 18%-ით მეტია.


 8. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უძრავი ქონება აუქციონზე განახლებული ფასით გამოიტანა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აუქციონზე განახლებული ფასით გამოიტანა. კოსტავას 68-ში მდებარე პირველის არხის შენობა, აუქციონის წესით, 24 059 832 დოლარად იყიდება.


 9. East.friut.com: ქართული კივი ექსპორტზე ძირითადად იაპონიაში გადის

 

კივი - ხილ-ბოსტნეულის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზდრადი მიმართულებაა - ბოლო 5 წლის მანძილზე მსოფლიო ვაჭრობა ამ პროდუქტით წელიწადში 7%-ით იზრდებოდა.


 10. რატომ ამბობს ბაიდენი უარს  „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინაამღდეგ სანქციებზე?

აშშ-ს პრეზიდენტმა ყველაფერი აწონ-დაწონა - თუ რა იქნება უფრო საზიანო ვაშინგტონისთვის - მილსადენი თუ საიმედო პარტნიორთან ურთიერთობების გაფუჭება? სავარაუდოდ, პასუხი ცალსახა იყო.

 


თეგები:
top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up