დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-05-20 21:00:40

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.ნარმანია VS კალაძე - ვინ უფრო მეტი დაპირება შეუსრულა თბილისელებს

თვითმართველობის არჩევნების მიმართ მთელ მსოფლიოში შედარებით ინტერესი შედარებით დაბალია ხოლმე, თუმცა, საქართველოში ოქტომბრის არჩევნებს 2 ინტრიგა მაინც ახლავს: გადალახავს თუ არა 43%-იან ზღვარს ქართული ოცნება და ვინ გახდება თბილისის მერი? იყრის თუ არა მოქმედი მერი კახა კალაძე კენჭს ხელმეორედ, ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.


2.საპენსიო სააგენტოსთვის სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურება ცენტრალურ დეპოზიტარს უფრო იაფად შეუძლია, ვიდრე კომერციულ ბანკებს

საპენსიო ფონდი სპეციალიზებული დეპოზიტარზე დიდ იმედებს ამყარებს. საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ფინანსისტი ლევან სურგულაძე კი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნა აუცილებელი არ არის, რადგან საქართველოში წლებია მოქმედებს ცენტრალური დეპოზიტარი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი საუკეთესო დასავლური სტანდარტის ელექტრონული სისტემით, ექსპერტიზით და მრავალწლიანი გამოცდილებით, რომლის მომსახურებაც საპენსიო სააგენტოსთვის გაცილებით იაფი დაჯდებოდა, ვიდრე დიდი კომერციული ბანკის მომსახურება, მითუმეტეს, როდესაც მას ეს ფუნქცია არასოდეს შეუსრულებია.


3.ჩაანაცვლებს თუ არა ილჰამ ალიევის ახალი დერეფანი აბრეშუმის გზის სატრანზიტო დერეფანს?!

18 მაისს საიტმა Emerging Europe-მა გამოაქვეყნა სტატია ზანგეზურსკის კორიდორზე, რომელსაც გეოეკონომიკური რევოლუცია უწოდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ კორიდორის გახსნის შედეგად აზერბაიჯანი აზიელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, სატრანსპორტო კვანძი გახდება.


4.„ქალაქის“ ახალი სიცოცხლე - განახლებული კონცეფციით რესტორანი 24 მაისს გაიხსნება

თბილისის ერთ-ერთი ცნობილი, პრემიუმ კლასის რესტორნის „ქალაქის“ ახალი სიცოცხლე იწყება. ერთ წლიანი პაუზის შემდეგ განახლებული კონცეფციით რესტორანი 24 მაისს გახსენება. ახალი მენეჯმენტი მუშაობას ამბიციური გეგმებით იწყებს. პირველი ნაბიჯი, რომელიც მათ გადადგეს მენიუს ეხება, ევროპული კონცეფციის რესტორანი სრულად ქართულ სამზარეულოზე გადაერთვება. „ქალაქის“ მმართველი ზურა ტალახაძე გვიყვება, რომ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ისეთი კერძები, რომელიც თბილისის არც ერთი რესტორნის მენიუში არ არის.



5.კომპანია „ნაბეღლავის“ დისტრიბუტორები გაიფიცნენ

კომპანია ნაბეღლავის დისტრიბუტორები გაიფიცნენ. პროტესტში 70-მდე თანამშრომელია ჩართული. გაფიცულები ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.


6.პირველ კვარტალში ქალაქებში უმუშევრობა რეკორდულად 5.7%-ით 23.6%-მდე გაიზარდა

2021 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7%-ით 21.9%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 13 კვარტალის რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. პირველ კვარტალში უმუშევრობა ქალაქებში 5.7%-ით 23.6%-მდე გაიზარდა, სოფლებში კი 0.4%-ით 19.3%-მდე.


7.ოკტოპუსი: შემოსავლები ვერ ფარავს კომპანიის ხარჯებს

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ფიტნეს დარბაზებში მომხმარებელთა აქტივობა მაღალია, რადგან გაიზარდა იმის აღქმა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი, მით უმეტეს პანდემიის პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია.


8. ბაიდენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას არ ჩქარობს

აშშ-ს მთავრობა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციების შემოღებას ჯერჯერობით არ ჩქარობს, რაც რესპუბლიკური პარტიის უკმაყოფილებას იწვევს.


9.„ჭრელი აბანოები“ სარესტავრაციო სამუშაოებს აკონსერვებს

„ჭრელი აბანოები“ სარესტავრაციო სამუშაოებს აკონსერვებს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომერციული დირექტორი გურამ თედიაშვილი აცხადებს, რომ სამუშაოები მას შემდეგ გაგრძელდება, როდესაც შემოსავლები მოიმატებს.


10.რუსეთის მიერ ხე-ტყის ექსპორტის შეზღუდვის შემდეგ, ხის სახლებზე ფასი 30%-ით გაიზრდება - Kohi.ge

,,ამ ეტაპზე გვაქვს მარაგები და ამის ხარჯზე ვცდილობთ ფასის შენარჩუნებას, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთიდან ხე-ტყის მასალის ექსპორტი შეიზღუდება, სამწუხაროდ, დაახლოებით, 30%-ით მოგვიწევს ფასის გაზრდა“, - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ Kohi.ge-ს დამფუძნებელმა, ირაკლი ლომიძემ განაცხადა.



თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up