დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-05-17 21:00:21

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1.„საპენსიო ფონდის 100% ჯერ კიდევ ბანკებშია განთავსებული, რითაც საქართველოს კანონი ირღვევა“

საპენსიო სააგენტო დანაზოგების საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებისთვის ემზადება. პროცესი უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ დაიწყება, რაც ცენტრალური დეპოზიტარი შეირჩევა. საპენსიო სააგენტო გეგმავს, რომ გრძელვადიან პერიოდში თანხებზე დარიცხული მომგებიანობა დღეს არსებულზე მეტი იქნება, აღსანიშნავია რომ საპენსიო აქტივები დღეისათვის განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ეფექტური წლიური სარგებელი 11% ერიცხება.


2.დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება

დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე.


3.„პანდემიის გამო ამერიკელი და უკრაინელი ინვესტორები დავკარგეთ“ - ფოთში წყალსათხილამურო პარკი ახალ ინვესტიციებს ეძებს

წყალსათხილამურო სპორტი საკმაოდ გავრცელებული ტრენდია მთელს მსოფლიოში, ის სულ სხვა ნიშაა ტურისტებისთვის, სადაც ძირითადად შეძლებული ხალხია ჩართული. საქართველოს წყალსათხილამურო სპორტს რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს. 90-იან წლებში მალთაყვამ ევროპის ჩემპიონატსაც კი უმასპინძლა.


4.შაბათ–კვირას კვების ობიექტების ღია სივრცეები მუშაობას შეძლებენ

მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.



5.იანვარ-აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობამ 2020 წლის ჯამურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 12.3%-ით გადააჭარბა

2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ $693 მილონს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 48%-ით მეტია. განსაკუთრებული 145%-იანი ზრდა აპრილში დაფიქსირდა. პირველ 4 თვეში საზღვარგარეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა 2020 წლის ჯამურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 12.3%-ით გადააჭარბა.


6.„გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება ​გათავისუფლდეს ჯარიმა-საურავებისგან“

გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს დღემდე წარმოშობილი, მიმდინარე საგადასახადო დავალიანება, იქნება ეს აღიარებული საგადასახადო დავალიანება თუ არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებობა ექნება, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით, სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.


7.საქართველო მსოფლიო ბანკისგან 85 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყანა მიიღებს შეღავათიანი პირობებით 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას, პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


8.დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 23:00 საათამდე მოემსახურება

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსები, თბილისის მეტრო და მიკროავტობუსები) მგზავრებს 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე მოემსახურება. რაც შეეხება საბაგირო გზებს, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები 10:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.


9.სავაჭრო ცენტრებში შემოსავლებით პირველ ადგილზე „ისთ ფოინთია“

თბილისში 4 დიდი და რამდენიმე პატარა სავაჭრო ცენტრია, რომლებმაც ბოლო წლებში ბაზრობებს მომხმარებელთა სერიოზული რაოდენობა წაართვეს. შედარებით მაღალი ფასის მიუხედავად უკეთესი სერვისის სანაცვლოდ რაიმეს შესაძენად მოლებს სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს. პორტალ bihub-ის ინფორმაციით 2018 წელს შემოსავლებით პირველ ადგილზე „ისთ ფოინთი“ იმყოფებოდა.


10.„ჩვენთვის 53 ლარიანმა სუბსიდირებამ აზრი დაკარგა“ - პური შესაძლოა 10 თეთრით გაძვირდეს

ჩვენთვის 53 - ლარიანმა სუბსიდირებამ აზრი დაკარგა - თუ 53 ლარის ნაცვლად 50 ლარად მოგვცემენ ფქვილს, მაშინ კიდევ რაღაცით ჩვენს წარმოებებს შევინარჩუნებთ და იმ ტემპს შევინარჩუნებთ, რომელიც არის, ან სხვა გზა არ რჩება 10 თეთრით მაინც უნდა მოემატოს პროდუქციას ფასი, - ამის შესახებ „პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.



თეგები:
TOP 10



მესიმ ბარსელონა დატოვა!

მესიმ ბარსელონა დატოვა!
access_time2021-08-05 23:32:50
ოფიციალურად! ეპოქა დასრულდა დიდი! მესი ბარსელონაში აღარ ითამაშებს!..მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისს ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი გახდა და იმ წუთიდან "ბარსელონას" აღარ ეკუთვნოდა, არსებობდა იმედი, რომ კატალონიური გრანდი და მისი სიმბოლო მაინც მივიდოდნენ შეთანხმებადმდე.. მივიდნენ, მაგრამ... თავიდა "მარკამ" გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესისთან კონტრაქტის გაფორმებას ვერ ახერხებდა. დეტალები არ აფიშირდება. არადა, თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-05 23:55:43
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა
access_time2021-08-05 18:00:35
5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.95 თეთრით 3.0927-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0850-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა, მათ შორის ევროსთან 1.56 თეთრით 3.6624-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.48 თეთრით 4.3066-მდე, თურქულ ლირასთან 0.52 თეთრით 0.3620-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.62 თეთრით 1.8188-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.68 თეთრით 4.2282-მდე, 1000 სომხურ...

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა
access_time2021-08-05 16:00:39
თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენდა.   მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებას „ალმასთან“ ერთად კიდევ ერთი სარეკლამო კომპანია ცდილობდა. ბიზნეს სუბიექტებს შორის კონკურენცია 4 ბიჯით ალმას სასრგებლოდ დასრულდა. სადაც ერთი ბიჯის ღირებულება 553 910 ლარი იყო. ნებართვის თავდაპირველი საპრივატიზებო საფასური 11 078...

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა
access_time2021-08-05 20:00:15
ბიტკოინი, რომლის კურსიც 30-დან $60 ათასამდე მერყეობს, სწრაფი მოგების საშუალებას იძლევა, მაგრამ მისი გამომუშავების შედეგად დარჩენილი ნახშირბადის კვალი ყოველწლიურად იზრდება. ვირტუალური ვალუტისადმი ინტერესს ისეთი ცნობილი ადამიანები გამოხატავენ, როგორც ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავი ტომ ბრედი და ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი ბიტკოინის კატასტროფული რეპუტაციის გადარჩენას. იმის გათვალისწინებით,...


მსგავსი სიახლეები

up