დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-05-13 21:00:46

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

1. საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, აპრილში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 378.3 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, წლიურ ჭრილში ზრდა 70% ანუ 156 მლნ დოლარია. რაც გასაკვირი არ არის, რადგანაც 2020 წლის ამავე პერიოდში ქვეყანა „ლოქდაუნის“ რეჟიმში იყო.

 

2. ვაქცინაციის დაბალი ტემპის შედეგი - დღიურად 8 გარდაცვლილი 1 მლნ-დან, საქართველო კოვიდით სიკვდილიანობით მეხუთე ადგილზეა

საქართველოში ვაქცინის 1 დოზით აცრილთა რაოდენობა ზრდასრული მოსახლეობის 2%-ზე ოდნავ მეტია, ორჯერადად აცრილთა რაოდენობა კი 0.5%-ზე ნაკლები. მძლავრ ანტივაქსერულ განწყობებს თავად ვაქცინის დეფიციტიც ემატება.

 

3. ქვეყანას არ ესმის რას ნიშნავს საგამომცემლო ბიზნესი, დახმარება გვჭირდება - წიგნის სფერო მილიონიან ზარალზე საუბრობს

„საფრანგეთმა ბიუჯეტიდან 3 მილიარდი ევრო გამოჰყო ავტორებისა და გამომცემლობების დასახმარებლად, ამ ქვეყანას ესმის რას ნიშნავს საგამომცემლო ბიზნესი. ჩვენ რაც გვაქვს, ისიც არ წაგვართვან,“ - გამომცემლობა „ინტელექტის“ დამფუძნებელი კახა კუდავა „კომერსანტთან“  საგამომცემლო ბიზნესის კრიზისულ პერიოდზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამჟამად ბიზნესის შემოსავალი პანდემიამდე არსებული პერიოდის მაქსიმუმ 5 პროცენტი შეიძლება იყოს.

 

4. „თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“

კომერსანტი  უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge- ს  დირექტორს ნელი გოგუაძეს უძრავი ქონების გაყიდვებსა და მოთხოვნაზე ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ გასაყიდი ბინების რაოდენობა ბაზარზე ჭარბადაა, თუმცა მოთხოვნა ამ ეტაპზე ფასებისა და დაბალშემოსავლიანობის გამო, შემცირებულია.


 

5. საათობრივი შეზღუდვა შემოსავლის შემცირებასთან ერთად ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის - რითეილ გრუპ ჯორჯია

„საბედნიეროდ, ჩვენი საქმიანობა ნებადართულია. უბრალოდ, ეს შეზღუდვები დიდხანს გაგრძელდა და ძალიან რთულია მუშაობა“,- ამის შესახებ  „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განაცხადა.

 

6. საქართველოში ავოკადოს პირველი ბაღი გაშენდა

ქართულმა კომპანია “Geonuts Company”-მ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 6 ჰექტარზე საქართველოში პირველი ავოკადოს ბაღი გააშენა.

 

7. პანდემიის დროს 9 მუნიციპალიტეტში ქუჩების მორეცხვაზე 76 378 ლარი დაიხარჯა - IDFI

2020 წლის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით მორეცხვის ღონისძიებებში 9 მუნიციპალიტეტში 76 378 ლარი დაიხარჯა, - ინფორმაციას IDFI ავრცელებს.

 

8. საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს შექმნაზე სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში უპილოტო საფრენი აპარატების ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობების შექმნასა და განვითარებაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, პროექტის ფარგლბში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნატოს ქვეყნებთან ტექნიკური დეტალების დაზუსტების მიზნით

 

9. გაძვირდება მგზავრობა, დისტრიბუცია, სოფლის მეურნეობის პროდუქტი

საქართველოში საწვავის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამის გამო შესაძლოა, უამრავი პრობლემა წარმოიქმნას და ნავთობპროდუქტზე რეკორდულ ფასს მომსახურებისა და პროდუქციის გაძვირებაც მოჰყვეს.

 

10. Goldman Sachs: კიბერშეტევებისგან დაცვის კომპანიების აქციები ძვირდება

7 მაისს ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მილსადენის Colonial Pipeline -ის მმართველი კომპანია მძლავრი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა, რის გამოც მისი მუშაობა დღესაც ბლოკირებულია.

 


თეგები:
top 10



საქართველოში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 27 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 27 ადამიანი გარდაიცვალა
access_time2021-07-31 10:47:24
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 965 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 659 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 306 PCR ტესტით.   ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 196 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  419...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია
access_time2021-07-31 11:00:30
დღემდე საქართველოს ეკონომიკისთვის უმუშევრობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ხოლო საზოგადოებისთვის მთავარ გამოწვევად. წლების მანძილზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეროვნულ დონეზე მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილები სახელდება. 2020 წელს,  NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 46%-ისთვის მთავარი პრობლემას, კვლავ უმუშევრობა წარმოადგენდა.   2017-2020 წლებში საქართველოში უმუშევრობის ტენდენციებსა და COVID-19-ისგან გამოწვეული...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...


მსგავსი სიახლეები

up