დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-05-07 21:00:24

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1.„რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით შესაძლოა საფრთხე საბანკო პორტფელებსაც შეექმნას“

ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 9.5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის მაქსიმალური ნიშნულია. სებ-ის ეს გადაწყვეტილება, მარეგულირებელმა მკვეთრად გაზრდილი ინფლაციით ახსნა, რადგან მარტში ინფლაციის ნიშნული 7.2%-მდე გაიზრდა, რაც მიზნობრივ 3%-იან ინფლაციას 2.4-ჯერ აღემატება.


2.პრემიერმა FDI-ის მოზიდვის საკითხებში სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი დანიშნა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ვაზილ ჰუდაკი კარგად იცნობს საქართველოს ეკონომიკურ გუნდს. ამასთან, აღნიშნა, რომ გუშინ ის წარადგინეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად.


3.ბანკების საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები თითქმის ოთხჯერ გაიზარდა - ლიდერი „ქართუ ბანკია“

კრიზისის ფონზე, 2021 პირველ კვარტალში ბანკების საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხების წილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მიმდინარე მდგომარეობით 10%-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.


4.„სადაც არ უნდა მუშაობდე, მთავარი ადამიანური ურთიერთობებია“ - ვინ არის პრემიერის ახალი მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი?!

ვაზილ ჰუდაკი ევროპის საინვესტიციო პანკის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას 2016 წლის ოქტომბრიდან იკავებს. ის სლოვაკეთის პოლიტიკაში ჩართული იყო ჯერ კიდევ 2012 წლიდან ჯერ როგორც სახელმწიფო მდივანი ფინანსთა სამინისტრროში, 2015 წლიდან კი ეკონომიკის მინისტრი. ჰუდაკმა კარიერა ჩეხოსლოვაკიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროში 1990 წლიდან დაიწყო. მოგვიანებით აღმოსავლეთ დასავლეთის არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა. 2006 წლიდან 2011 წლამდე კი კერძო სფეროში მოღვაწეობდა citigroup-სა და JPMORGAN CHASE BANK-ში.



5.საქართველოში პირველად ეგზოტიკური ხილის კომპოტისა და ჩირის წარმოება იწყება

„თუ ჩვენი ეგზოტიკური ხილი ცოცხლად არ გაიყიდება, სათადარიგო გეგმად გვაქვს, რომ გადავიდეთ მისგან კომპოტისა და ჩირის დამზადებაზე. საქართველოში ასეთი პროდუქცია არ არსებობს, თუმცა ამერიკაში ძალიან პოპულარულია,“ - ამის შესახებ, „კომერსანტს“ ლოლაძეების ფერმის დამფუძნებელი ლაშა ლოლაძე ესაუბრა.


6.გერმანიაში ლეგალურად დასაქმების სურვილი საქართველოს 98 443 მოქალაქემ, ისრაელში კი 1 427 პირმა გამოთქვა

სპეციალურ პორტალზე საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 15 თებერვლიდან, ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე კი 12 აპრილიდან დაიწყო.


7.„ერთი თვის მანძილზე ეტაპობრივად დავიწყებთ სხვა დაავადებებზეც ტარიფების გათანაბრებას“

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკების მიერ მოსახლეობისგან არამიზნობრივი თანხების აღებას საკმაოდ რეგულარული ხასიათი აქვს.


8.ბელარუსი მსოფლიოს IT ცენტრის სტატუსს კარგავს - ქვეყანას ათასობით სპეციალისტი ტოვებს

აპრილში მინსკში სტარტაპ-ჰაბი Imaguru დაიხურა. ჰაბის დამაარსებელმა ტატიანა მარინიჩმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა გახდა. ის მარტო არაა - ბოლო თვეების მოვლენების გამო, ქვეყანა უკვე ათასობით მაღალკვალიფიცირებულმა პროგრამისტმა დატოვა.


9.„კორპორაცია ქინძმარაული“ ყვარელში სუვენირებისა და საიუველირო მაღაზიას ხსნის

სს „კორპორაცია ქინძმარაული“ ყვარელში რამდენიმე კვირაში სუვენირებისა და საიუველირო მაღაზიას გახსნის. კომპანიის გენერალური დირექტორი ნუგზარ ქსოვრელი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ეს იქნება „კორპორაცია ქინძმარაულის“ შვილობილი კომპანია და ოპერირებას „ოქროს სახლის“ სახელით დაიწყებს.


10.Le monde: განქორწინების მიუხედავად, ბილი და მელინდა გეითსების ფონდი სიღარიბესთან ბრძოლას განაგრძობს

ბილ და მელინდა გეითსების განქორწინებამ ქველმოქმედების სამყაროში მიწისძვრის მსგავსი ეფექტი გამოიწვია. ეს იმის მიუხედავად, რომ მათი 27-წლიანი თანაცხოვრების პერიოდში შექმნილი საქველმოქმედო ფონდი საქმიანობას განაგრძობს და უკვე ყოფილი მეუღლეები მის ფარგლებში კვლავ ითანამშრომლებენ.



თეგები:
TOP 10



500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up