დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-05-04 21:00:25

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1.„მინისტრმა თავად დაგვრთო ნება პაციენტებისთვის დამატებითი თანხები მოგვეთხოვა“ - კარდიოქირურგები ტიკარაძის კრიტიკას პასუხობენ

კარდიოლოგი ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა იცოდნენ დადგენილი ტარიფების ფარგლებს ზევით პაციენტებისთვის თანხების მოთხოვნა ანუ ჰონორარის აღება რომ ხორციელდებოდა, რადგან მათ თავად დართეს კლინიკებს ამის უფლება, ამიტომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ წამოჭრა მინისტრმა ეს საკითხი ასეთი სახით.


2.პანდემიის დროს გამოცოცხლებული საიახტო ბიზნესი - საქართველოში უკვე დიდი ზომის იახტებზეც მოთხოვნა იზრდება

„პანდემიის პერიოდში იახტების მყიდველთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. მაგრამ, თუ დაწყებით ეტაპზე საუბარი იყო პატარა ზომის იახტებსა და კატერებზე, ახლა უკვე შესამჩნევია მოთხოვნა დიდი და საშუალო ზომის იახტებზე,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ იახტების მშენებელი უმსხვილესი კომპანია Azimut-Benetti Group-ის წარმომადგენელმა საქართველოში, Azimut Georgia-ს დირექტორმა გიორგი ჩიკვაიძემ განუცხადა.


3.კოვიდ უსაფრთხო სასტუმროები, რესტორნები და კომპანიები - მთავრობის ტურიზმის აღდგენის გეგმა

„იმისათვის რომ მოვახდინოთ რაც შეიძლება სწრაფად ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა და მათი მარკეტინგული მხარდაჭერა მსოფლიოში, ეს შესაძლებელია ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულთა სწრაფი ვაქცინაციის გზით,“— ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


4.აპრილში წლიური ინფლაცია 7.2%-მდე გაიზარდა


2021 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.93 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.87 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.


5.ამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა. ამირან გამყრელიძემ ვაქცინა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა.


6.წარმოებული ელექტროენერგიის 21%-ზე მეტი 11-მა კომპანიამ მოიხმარა

იურიდიული პირი, რომელიც წლიურად 180 მლნ კვტ/სთ-ს ან უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, სავალდებულო წესით, ენერგოდისტრიბუტორების გვერდის ავლით პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირდება. ნებაყოფლობითი რეგისტრაცია სხვა, შედარებით მცირე ზომის კომპანიებსაც შეუძლიათ. 2020 წელს 11-მა უმსხვილესმა კომპანიამ ჯამში 2.436 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც ქვეყნის მთლიანი მოხმარების 20%-ზე ოდნავ მეტია და გენერაციის 21.8%-ს უტოლდება.


7.„შესაძლოა, დამსაქმებლებმა ვაქცინირებულ დასაქმებულებს პრივილეგიები მიანიჭონ“ - რესტორატორთა ასოციაცია

ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობას ბიზნესის ნაწილი მიესალმება. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი განმარტავს, რომ ეს გარემოება ქვეყანაში ტურისტებს მოიზიდავს.


8.$15 მლნ-იანი სასტუმრო GOLDEN TULIP-ი შემოდგომაზე გაიხსნება

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო Golden Tulip-ი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება.


9.„ივნისიდან პროდუქციაზე ფასის მატება გარდაუვალია“ - „კულა“

ამ დრომდე ფასების შენარჩუნება შიდა რესურსის ხარჯზე ხდება - ამის შესახებ  საკონსერვო ქარხნის „კულას“ დირექტორმა განაცხადა. ვანო გოგლიძე ამბობს, რომ ივნისიდან პროდუქციაზე ფასის მატება გარდაუვალი იქნება.


10.New York times: ევროზონის ეკონომიკა წლის ბოლოსთვის 4%-ით გაიზრდება

ევროზონის ეკონომიკა 2021 წლის 3 თვეში 0,6%-ით შემცირდა, რაც ახალი რეცესიის საფრთხეს სულ უფრო და უფრო რეალურს ხდის. ამავე დროს, ანალოგიურ პერიოდში აშშ-ს ეკონომიკა 1,6%-ით გაიზარდა და ეს ატლანტიკის ორ მხარეზე შექმნილი ვითარების კონტრასტს ნათლად წარმოაჩენს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up