დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-04-29 21:00:54

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1. საქართველოს ეკონომიკა პირველ კვარტალში 4.2%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

 


2. „ლაპის ლაზული“ - ახალი მარშრუტი აღმოსავლური ტვირთების ევროპისკენ საქართველოს გავლით

გურამ გურამიშვილი მოხსენებაში სატრანსპორტო დერეფნების და მარშრუტების განვითარებაზე საუბრობს და ყურადღებას „ლაპის ლაზულის“ მარშრუტსა და სპარსეთის ყურე - შავი ზღვის შეთანხმებაზე ამახვილებს. მისი თქმით, ახლა კოვიდის ჩავლას ელოდებიან, რათა გადაზიდვების ინტენსივობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს

 


3. „პაშა ბანკს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს - ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკოლოზ შურღაიასთან

„პაშა ბანკ საქართველოს“ ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება. ნიკოლოზ შურღაია, წლებია საქართველოს და აზერბაიჯანის საბანკო სექტორში მოღვაწეობს, 2015-2016 წლებში ის „პაშა ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო.

 



4. როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 2%-ია აცრილი, შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ვერ იქნება - თენგიზ ცერცვაძ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 2%-ია აცრილი, შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ვერ იქნება. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 30% აიცრება, პირბადის ტარების მაჩვენებელი 90-95% იქნება და მთავრობა მაინც არ მოხსნის შეზღუდვებს, მაშინ შეუძლია მოსახლეობას, გააკრიტიკოს ხელისუფლება.


5. საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა

“საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 728.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პროცენტით მეტია.


6. 500 მლნ-იანი განახლების გეგმიდან თითოეულ მუნიციპალიტეტს წლიურად საშუალოდ 2 მლნ ლარი შეხვდება

500 მლნ ლარი თუ რეგიონებზე თანაბრად გადანაწილდა საშუალოდ თითოეულს 8 მლნ ლარამდე შეხვდება. ამ თანხით სკვერის მოწყობა, რამდენიმე შენობის რეაბილიტაცია ან გზის დაგება ნამდვილად შეიძლება, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებზე ლაპარაკი გადაჭარბებულია.


7. 2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დასრულდა

სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი კოვიდ პროტოკოლის ყველა წესის დაცვით 8 მარტს გაიხსნა, გუდაურის შემთხვევაში 25 აპრილამდე გაგრძელდა, დანარჩენ კურორტებზე კი ბუნებრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით აპრილის შუა რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიხურა.


8. ასკილის სასმლის ქართული ბრენდი NADI ნატახტარში საწარმოს აშენებს

ორგანული ასკილის სასმელის მწარმოებელი ქართული ბრენდი NADI ნატახტარში საწარმოს აშენებს, რითაც წარმადობის 3-ჯერ გაზრდას ვარაუდობს.

 

9. მილიარდერი ენერგომაგნატების ათეულში 7 რუსეთის მოქალაქეა - Forbes-ის რეიტინგი

forbes -ის ენერგო/ნავთობ მაგნატების პირველ ათეულში 7 მილიარდერი რუსეთის მოქალაქეა. ენერგო ინდუსტრიის ხელმძღვანელებმა ქონება სხვადასხვა გზით დააგროვეს, როგორც აღმოჩდა, ნაწილმა კარიერა ერთი ჩვეულებრივი მუშის ვაკანტური ადგილის დაკავებით დაიწყო, ნაწილს კი მილიარდერობამდე გზა პოლიტიკურმა პოზიციებმა გაუხსნა.


 10. Credit Suisse-ი ბიძინა ივანიშვილს სასამართლოში უჩივის

“საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ლონდონის სასამართლოში შეტანილი Credit Suisse -ის სარჩელის მოპასუხე გახდა“ - ამის შესახებ რუსული forbes Bloomberg -ზე დაყრდობით წერს.


თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up