დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-04-28 21:30:48

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1.ღარიბაშვილმა ჯარს მეორე სამკერვალო უყიდა - თავდაცვის სამინისტროს საწარმოების ისტორია

„დელტა ტექსტილი“ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ დააფუძნა. „დელტა ტექსტილმა“, რომლის 100%-იანი წილი სახელმწიფოს მფლობელობაშია, ევროპულ ბაზარზე აქტიურად მომუშავე ტექსტილის მწარმოებელი მსხვილი ქართული კომპანიის „ჯეო-ემ-ტექსის“ 49%-იანი წილი შეისყიდა. „ჯეო-ემ-ტექსი“ კი რომელიც 2015 წელს დაარსდა, „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია, რომელსაც მთავრობამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ 1 ლარად გადასცა. აღსანიშნავია, რომ „ჯეო-ემ-ტექს“-ის წარმომადგენელი გრიგორი მორჩილაძეა, რომელიც 2014 წლის აპრილში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, ბრძანებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციაზე დაინიშნა.


2.„ინვესტიციების კლებას სტრატეგიული პროექტების შემცირება და ლოგისტიკის პრობლემები იწვევს“ - ინვესტორთა საბჭო

EBRD–ის მხარდაჭერით ინვესტორთა საბჭო კერძო სექტორსა და საქართველოს მთავრობას შორის დიალოგის წარმართვის, ბიზნეს კლიმატის შემდგომი გაუმჯობესების, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით წლების წინ შეიქმნა. რა მიმართულებებით მუშაობს ინვესტორთა საბჭო იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატი შეიქმნას, რა იწვევს საქართველოში ინვესტიციების შემცირებას, რა გეგმები აქვს საბჭოს სამომავლოდ და რამდენად ეფექტურად ახორციელებს თავის საქმიანობას, ამ თემებზე „კომერსანტთან“ საბჭოს სამდივნოს უფროსმა გიორგი ჩერქეზიშვილმა ისაუბრა.


3.რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე ზრდით 124 000-ზე მეტ ადამიანს სესხი გაუძვირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსისრების განაკვეთი 1%-ით 9.5%-მდე გაზარდა, რის შედეგადაც 124 000-ზე მეტ ადამიანს სესხი გაუძვირდა. სებმა საკუთარი გადაწყვეტილება მაღალი ინფლაციის მოლოდონითა და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობის მეტ-ნაკლებად შენარჩუნების მოტივით ახსნა.


4.მაისის უქმეები ეკონომიკის აღდგენის ტემპს მნიშვნელოვნად შეანელებს


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 3-დან 12 მაისის ჩათვლით გამოცხადებულ უქმეებზე მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება, შეზღუდვები სავალდებულო წესით მოლებსა და რესტორნებზე არ გავრცელდება. საბჭოს წევრები არ უარყოფენ რომ კომპანიებს თანამშრომლების ტრანსპორტირება გაუჭირდებათ, თუმცა მათი მტკიცებით მობილობის შეზღუდვა უფრო მნიშვნელოვანია.


5.ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების წესს ცვლის

საქართველოს ერონვული ბანკი კომერციული ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის წესებს ცვლის. დღემდე ბანკებისთვის მოქმედებდა ერთიანი სარეზერვო მოთხოვნები, ამ ცვლილების შემდეგ კი ბანკებისთვის განსხვავებული სარეზერვო მოთხოვნები ამოქმედდება.


6.სასამართლომ კომპანია ENKA 5000 ლარით დააჯარიმა

წყალტუბოს მაგისტრატმა სასამართლომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის გამო ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია ENKA სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა.


7.ეროვნულმა ბანკმა წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი გააორმაგა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი გააორმაგა და 6.5%-მდე გაზარდა. რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე ზრდის გადაწყვეტილებაც ძირითადად სწორედ ამ მიზეზით იქნა ახსნილი.


8. ლოქდაუნი ბევრ ბიზნესს დანას გამოუსვამს - რითეილ გრუფ ჯორჯია

რითელ სექტორმა გამოცოცხლება დაიწყო. გასული წლის ზაფხულთან შედარებით ვაჭრობის შედეგები 2021-ის თებერვალსა და მარტში გაზრდილია. დადებითი ტენდენციაა აპრილშიც.


9.„უნდა არსებობდეს თანხების საბანკო დეპოზიტზე განთავსების ალტერნატივა“ - თამაზ დაუშვილი

კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ შპს-ებისთვის ფასიანი ქაღალდების გამოშვების შესაძლებლობა გაზრდის ფინანსებზე ხელიმისაწვდომობას, რაც მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს.


10. ბაიდენის 100 დღე თეთრ სახლში

ამერიკის ყველა საპრეზიდენტო კანდიდატის მსგავსად, ჯო ბაიდენმა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ბევრი პირობა დადო. თანამდებობაზე ყოფნის მეასე დღის მოახლოებასთან ერთად, რომელიც პრეზიდენტის წარმატების შეფასების ტრადიციული, თუნდაც პირობითი ნიშანსვეტია, მან ბევრი დაპირება შეასრულა, მაგრამ სხვების შესრულება ვერ შეძლო.

თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up