დღის top 10 საინტერესო ამბავი

დღის top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-04-23 21:00:29

1. ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს

დიდი ვარდნის შემდეგ საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვებში ზრდა ფიქსირდება. 2021 წლის პირველ კვარტალში რკინიგზით 2.917 მლნ ტონა ტვირთი გადაიზადა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3%-ით მეტია. კიდევ უფრო მეტად, 14%-ით 86.9 მლნ-მდე გაიზარდა სატვირთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი.



2. მთავრობის ზარალიანი ბიზნესების ახალი სიცოცხლე - სახელმწიფო საწარმოებს სოციალურ-პოლიტიკური მიზნისთვის განკუთვნილი ოპერაციები აეკრძალათ

სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანი მართვა ქვეყნის ეკონომიკისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. წლების განმავლობაში სახელმწიფო კომპანიების მართვის არაეფექტიანი და გაუმჭვირვალე პოლიტიკა მნიშვნელოვნად აისახა მათ ფინანსურ შედეგებზეც. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში 352 სახელმწიფო საწარმოა, აქედან 173 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია, 179 კი - ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებაში. სახელმწიფო საწარმოები ყოველწლიურად მნიშვნელოვანი მოცულობის ზარალს განიცდიან, 2019 წელს მათი ჯამური ზარალი - 237 მილიონი ლარი, 2018 წელს კი, 816მილიონი ლარი იყო.



3. პანდემიამ, ვალუტის გაუფასურებამ და ინფლაციამ შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ნახევარ მილიონამდე გაზარდა

შემწეობა 200-250 ლარია ოჯახზე, მისი გაზრდა გრძელვადიან შედეგს არ გამოიღებს, მნიშვნელოვანია, შეიქმნას დასაქმების წამახალისებელი პროგრამები“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ „PMC ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრი“-ის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა ისაუბრა. მისივე თქმით, შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი, რის გამოც ბენეფიციართა რაოდენობამ 500 000 000 გადააჭარბა.



4. ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ბირჟის განვითარება და ენერგოეფექტურობის მექანიზმების შემუშავება - რა რეფორმეზე მუშაობს მთავრობა

„2010-2020 წლებში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა გაიზარდა 8-ჯერ, რაც არის ძალიან საყურადღებო მაჩვენებელი“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს სახელით გამართულ საჯარო დისკუსიაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. თვალაბეიშვილმა დისკუსიის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ენერგოპოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები, განხორციელებული რეფორმები და ის მიმართულებები, რაზეც საქართველოს მთავრობა, ევროკავშირის მხარდაჭერით აქტიურად მუშაობს.




5. კვლევაც არ სჭირდება, რომ გაიგო ზუსტად, რაოდენ ნეგატიურ ასახვას ახდენს ლარის დევალვაცია - სოსო ფხაკაძე

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ხელმძღვანელის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ლარის გაცვლითი კურსი ბიზნესის მთავარი პრობლემაა.



6. ამირან გამყრელიძე - ეკონომიკა სრულად არ უნდა დავკეტოთ, დამატებით შეზღუდვებზე აღარ არის საუბარი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზექვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ჯანდაცვის სექტორი ვითარებას მართავს.



7.ირაკლი კოვზანაძე: ლარიზაციის პროცესის გაგრძელების მომხრე ვარ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ დოლარიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ცენტრალურ ბანკს ხელს უშლის თავისი მონეტარული ინსტრუმენტების სრულყოფილად განხორციელებაში.



8. GWP-ის მფლობელმა კომპანიამ გასული წელი თითქმის 76 მილიონიანი ზარალით დაასრულა

GWP-ის მფლობელმა კომპანია Georgian Global Utilities LTD-მა 2020 წელს 170 036 000 ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სექტორიდან გამომუშავებული შემოსავალი 135 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც შეეხება წმინდა მოგებას, ჯგუფმა გასული წელი 75 965 000 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა.



9. სახელმწიფომ 2021 წელს 109 ქონება გაყიდა - რომელი ობიექტები გასხვისდა ყველაზე ძვირად

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2021 წლის პირველი აუქციონებზე სულ 109 ქონება გაიყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში შეთავაზებული იყო 300 მილიონ ლარამდე ღირებულების 150-ზე მეტი ობიექტი, საიდანაც 109 ლოტზე ვაჭრობის შედეგად საწყისი 40 მილიონი ლარიდან საბოლოო შედეგმა 60 მილიონ ლარს გადააჭარბა.



10. 11 ფაქტი და გრაფიკა ისრაელის მედიცინის შესახებ: როგორ დავხარჯოთ ნაკლები, მაგრამ დავრჩეთ მსოფლიო ლიდერებს შორის

 პანდემიისგაკვეთილი ისრაელიდანეფექტური მედიცინა არამარტო აუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხსარამედ შეუძლია გადაარჩინოს მთელი ინდუსტრიებიმაგალითადსაერთაშორისო ტურიზმი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up