დღის top 10 საინტერესო ამბავი

დღის top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-04-22 21:00:01

  1. 15 -ამდე ბიზნესასოციაციის მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს - კერძო სექტორი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

 

დარგთაშორისი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რომ კერძო სექტორთან კომუნიკაციის სურვილი პრემიერმა მსხვილი ბიზნესის წარმომამდგენლებთან შეხვედრისას გამოთქვა.

 

 2. 42 საპრივატიზაციო მიწა 74356 კვ.მ.-ზე - წყნეთის „სამთავრობო აგარაკები“ აუქციონზე მცირე ლოტებად გაიყიდება

 

წყნეთის „სამთავრობო აგარაკები“ აუქციონზე კიდევ ერთხელ გაიყიდება, რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ბიზნესისთვის უფრო საინტერესო მისი მცირე ლოტებად შეთავაზება იქნებოდა.

 

 

3. „BGEO-მ ფინანსური ზეწოლის ტაქტიკა გამოიყენა “ - რომან ფიფია სასამართლო დავას აგრძელებს

 

„დავა არ დასრულებულა, ის მიმართავს კანონით მისთვის მინიჭებულ ყველა საშუალებას რათა გააგრძელოს თავისი უფლებების დაცვა.“, - ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს“  რომან ფიფიას წარმომადგენელმა მიაწოდა. საქმე ეხება  ინგლისის სასამართლოში BGEO PLC ჯგუფის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო პროცესს.


4. რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება ქართულ მეღვინეობას აზარმაცებს

 


ქართული ღვინისთვის ძირითად საექსპორტო ბაზრებად ისტორიულად პოსტ-საბჭოთა ქვეყნები მოიაზრებოდნენ. მიუხედავად ღვინის 8000 წლოვანი უნიკალური ისტორიისა,  UNESCO-ს მიერ აღიარებული ქვევრის ღვინის ტექნოლოგიისა და ყურძნის უძველესი და იშვიათი ჯიშებისა,  წლიდან წლამდე ვხედავთ,  რომ ძირითად ბაზრად ქართული ღვინის ექსპორტისათვის კვლავ რჩება რუსეთი.


5. ზუგდიდის ფაიფურის ქარხანა და ენგურქაღალდკომბინატი - რას აკეთებს ამიერკავკასიის ნომერ პირველი სამრეწველო ობიექტები დღეს

 

ამიერკავკასიაში ერთადერთი ქაღალდის კომბინატი და ფაიფურის ქარხანა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს მხოლოდ ზუგდიდში ფუნქციონირებდა და რამდენიმე ათას ადამიანს ასაქმებდა, უკვე წლებია მიტოვებულია, ნაწილი პრივატიზებული, ხოლო ტერიტორიული და ადამიანური რესურსი, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია, დღემდე აუთვისებელი.

 

6. არა საარსებო მინიმუმი – ცხოვრება 201 ლარად

 

2021 წლის მარტში, შრომისუნარიანი  მამაკაცის საარსებო მინიმუმი თებერვალთან შედარებით  3,8 ლარით გაიზარდა და 201 ლარი შეადგინა.  შეგახსენებთ, რომ ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის თებერვალში 197 ლარსა და 20 თეთრს შეადგენდა. თუმცა თუ  წლიურ ჭრილი ვნახავთ, ეს მაჩვენებელიწინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,1 ლარით შემცირდა.

 

7. თურქულმა ლირამ ვარდნა განაახლა - გაუფასურების აბსოლუტურ რეკორდს უახლოვდება ლარიც

 

საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტებიდან, ბოლო 10 წელიწადში, ყველაზე დიდი ვარდნა ლირამ განიცადა. 2011 წლის აპრილში კურსი 1.52-ს შეადგენდა, დღევანდელზე 5.36-ჯერ ნაკლებს.

 

8. „მუშაობა აუცილებელია ყოველდღიურ პრობლემატიკაზე და არა რამდენიმეწლიან გეგმაზე“ - ლევან ყარალაშვილი

 

„მთავრობას მინდა შევთავაზო საგადასახადო საშეღავათო პაკეტის შემუშავება, რომელიც რითეილის სექტორს გამოაცოცხლებს“, - ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ყარალაშვილიმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 12 ბიზნესასოციაციამ პრემიერთან შეხვედრა მოითხოვა.

  9. Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა

ლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა 2050 წლისთვის მსოფლიოს შემოსავლების მეხუთედი დაკარგოს, თუ კლიმატის ცვლილების შესწავლის პროგრამამ კრახი განიცადა. განსაკუთრებული რისკის ქვეშ აზია იმყოფება - კვლევა  Swiss Re-მ გამოაქვეყნა.



10. რუსეთი ჩეხეთისთვის ლუდის ემბარგოს დაწესებას განიხილავს?!

რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის „ფხიზელი რუსეთის“ წევრმა სულთან ჰამზაევმა რუსული რადიოსადგურის ეთერში ჩეხური ლუდის აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა, ეს ყველაფერი კი ჩეხეთის ქმედებების პასუხად.


 

თეგები:
top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up