დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-08-10 21:00:39

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.ეკონომიკის 5%-იანი შემცირება სებ-ის ოპტიმისტური პროგნოზია- ექსპერტები ეკონომიკური პროცესების გაუარესებას პროგნოზირებენ

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებაში პროგნოზებს ცვლის. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ 2020 წლისთვის ქვეყანაში 4%-იანი ეკონომიკური ვარდნის ნაცვლად 5%-იანი შემცირება დააანონსა. კობა გვენეტაძის განცხადებთ, ეკონომიკური პროგნოზების ცვლილება, პანდემიის საწყის ეტაპთან შედარებით, გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნების დიდად შემცირებამ გამოიწვია.


2.ცნობილი ადვოკატი ღვინის ბიზნესს იწყებს

სექტემბერში, თბილისში ქართული ღვინის სადეგუსტაციო ახალი სივრცე „ბარბალეს მარანი“ იხსნება. პროექტის კონცეფციის დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ „ბარბალეს მარანის“ მფლობელს, ადვოკატ ზვიად კორძაძეს დაუკავშირდა.


3.„ვილა გოდოლა“ „რედისონს“ კახეთში კონკურენციას გაუწევს (ფოტოები)

კახეთში, სასტუმრო „ვილა გოდოლა“ შენდება. დასახლებული პუნქტიდან ორ კილომეტრში მდებარე სასტუმრო ტყის პირას, ზღვის დონიდან 800 მეტრზე იქნება გაშენებული, რომელიც კავკასიონის მთების ხედითა და 3 ჰექტარის მოცულობის ვენახის ხედებით იქნება უზრუნველყოფილი.


4.თურქული კაფე-რესტორანი MADO შესაძლოა საქართველოს ბაზრიდან გავიდეს


თურქული კაფე-რესტორანი MADO შესაძლოა საქართველოს ბაზრიდან გავიდეს. კომპანიის მფლობელის აჰმეთ ჰაითაოღლუს განცხადებით, კომპანია თბილისში ორი ობიექტით იყო წარმოდგენილი (სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ და პუშკინის ქუჩა),თუმცა, დღეს პანდემიის შედეგად მხოლოდ ერთი ფილიალი აგრძელებს მუშაობას.


5. პრემიერი - მესტიის მუნიციპალიტეტში გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება

რემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მესტიაში სპეციალურ ღონისძიებებს შემოიღებენ, მათ შორის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.


6.გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

ამომრჩევლის მოსყიდვა თუ კრიზისის დროს შეხიდება? ახალ სოციალურ პაკეტს, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზა, უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. რადგან არჩევნებამდე 3 თვეა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ვინც შესაძლოა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობით კმაყოფილი არ არის.


7.მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს.


8.„წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა“ - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს.


9.Economist: IMF-ის პროგნოზები ზედმეტად ოპტიმისტურია

საერთაშირისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და სხვა მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზები შესაძლოა ღარიბი ქვეყნებისთვის საზიანო აღმოჩდნეს. ინვესტორები პროგნოზებს საკუთარი მოქმედებების დაგეგმარებისთვის იყენებენ, ზრდის მოსალოდნელი მაჩვენებლები შესაძლოა გადამწყვეტი სახელმწიფო ხარჯების დადგენის დროსაც აღმოჩნდეს.


10.დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებ სჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებისთ ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებით.

თეგები:
Top 10



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-04 21:30:17
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. გაზრდილი ფასები და შემცირებული მომხმარებელი - ბათუმის რესტორნებს მოგებაზე გასვლა აგვისტომდე შეუძლებლად მიაჩნიათ   ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა, კვების ობიექტებს...

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა
access_time2021-03-04 21:00:45
„ტრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასები განაახლა და ცნობილი გახდა, რომ გერმანული ინტერნეტ-პორტალის შეფასებით, მთავარი ქართული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბი ბათუმის „დინამოა“. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მოთამაშეების ჯამური ფასი 5,1 მილიონი ევროა. ყველაზე ნაკლები ჯამური ღირებულება კი „სამტრედიას“ აქვს. ბათუმის დინამო ასევე ლიდერობს მოთამაშეთა...

Huffington Post: რამდენად ეფექტურია სანქციები რუსეთის წინაამღდეგ?

Huffington Post: რამდენად ეფექტურია სანქციები რუსეთის წინაამღდეგ?
access_time2021-03-04 19:00:00
22 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები მიიღეს, ხოლო მარტში ევროგაერთიანების სამიტზე მოსკოვთან ურთიერთობების საკითხის განხილვა იგეგმება.   კრემლის მიმართ სტრატეგიის გამომუშავების პროცესში აუცილებელია შეკითხვის დასმა - რამდენად ეფექტურია ევროპის ანტირუსული სანქციები?   2014 წელს აშშ-მ და ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო მოსკოვის წინაამღდეგ საკმაოდ მკაცრი ზომები მიიღო,...

რა მოელის წვეულებების კულტურას?

რა მოელის წვეულებების კულტურას?
access_time2021-03-04 20:00:14
„წვეულებებს ბოლო მოეღო“ - განაცხადა საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის პრეფექტმა პიერ პუესელმა პანდემიის გამო კომენდანტის საათის შემოღების დროს.   არის თუ არა ეს სიმართლე? რამდენად შეცვალა პანდემიამ ევროპის ღამის ცხოვრება?   ვითარების თუნდაც მოკლე და ზედაპირული ანალიზი ამ სიტყვებს ადასტურებს. კლუბები და ბარები დაკეტილია, მათი გახსნის ვადა კი გაურკვეველი რჩება. საფრანგეთის დასასვენებელი ადგილების და ღამის კლუბების ასოციაციის ცნობით, ქვეყანაში 430 ღამის კლუბი...

აფბა - ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს

აფბა -  ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს
access_time2021-03-04 17:30:18
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ -  აფბა მიაჩნიათ, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორის (ესკო) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით, ვერ ასახავს რეალურ სურათს და იგი ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამის თაობაზე აფბას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. ახალგაზრდა ფინანსისტებს მაგალითად მოჰყავთ თებერვლის თვე, როდესაც ესკოს მონაცემებით...


მსგავსი სიახლეები

up