დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-04-20 21:00:10

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.დაგვიანებული რეაგირების გამო თბილისში 20 000-ზე მეტი ხე ვერ გადარჩა

პეკინის გამზირი, ჟვანიას მოედანი, ვაკის პარკი, იპოდრომის ყოფილი ტერიტორია, მთაწმინდის ფერდი - ეს იმ ადგილების მცირე ჩამონათვალია სადაც ზეხმელი და დაავადებული ხეები მოიჭრა. თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით ჯამში 20 000-ზე მეტი მცენარე მოჭრა. მაშინ, როცა ეკოლოგია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, ბუნებრივი სიმდიდრის დაცვა საქართველოში ვერ მოხერხდა. მწვანე პოლიტიკა პრიორიტეტი მხოლოდ კახა კალაძის მერიისთვის აღმოჩნდა, თუმცა ფიჭვების გადარჩენა უკვე შეუძლებელია.


2.„ძვირადღირებული ავეჯი იყიდება, პრობლემა დაბალ საფასო სეგმენტშია“

პანდემიამ სხვა ბიზნესებთან ერთად მნიშვნელოვანი გავლენა ავეჯის მაღაზიებზეც იქონია, თუმცა სექტორის წარმომადგენლები „კომერსანტთან“ აღნიშნავენ, რომ მაღალ საფასო სეგმენტზე არსებულმა ვითარებამ უფრო ნაკლები გავლენა მოახდინა. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ავეჯის სახლები პანდემიის და ლარის გაუფასურების გამო იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებაზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ ფასების გაძვირების მიზეზებს შორის მომატებული ლოგისტიკური ხარჯებიც არის.


3.იანვარ-მარტში ოკუპირებულმა აფხაზეთმა თბილისთან შედარებით 27%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარა

ოკუპირებულ აფხაზეთში 2021 წლის პირველ სამ თვეში ელექტროენერგიის მოხმარებამ 919 მლნ კვტ/სთ შეადგინა, რაც თბილისის მოხმარების მაჩვენებელს 27%-ით აღემატება. „უფასო დენის“ გამო ენგურის მეორე მხარე უკუნტროლო ხარჯვას ბოლო წლებში კრიპტომაინინგიც დაემატა.


4.შარლ მიშელი უკვე საქართველოშია


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. ის შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა. შარლ მიშელს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დახვდნენ.


5.ფასების სტაბილურობაზე ხელისუფლებას აქამდე უნდა ეფიქრა - რაში ხედავს გამოსავალს დისტრიბუტორთა ასოციაცია

,,უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც კი გაუფასურდება ლარი, მოიმატებს ფასი პროდუქციაზე პროპორციულად. არ არსებობს ამის არანაირი ზედა ზღვარი“- ამის შესახებ ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.


6.სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის მარტში თებერვალთან შედარებით 7.1%-ით გაიზარდა

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის მარტში თებერვალთან შედარებით, 7.1%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი გაიზარდა 6.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 3.4%-ით. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.


7.„არამიზნობრივი დახმარებების დრო ახლა არ არის“ – როგორი სუბსიდირება იქნებოდა უფრო ეფექტიანი

გიორგი პაპავას თქმით, პროდუქტების გარკვეული ჯგუფის სუბსიდირება არაეფექტიანია, რადგან ადამიანებისთვის, ვისაც დღეს სურსათის ყიდვის ფინანსური პრობლემა არ აქვს, ბიუჯეტი მათთვისაც გარკვეულ ხარჯებს გასწევს. ეს კი, ეკონომიკისთვის დამატებითი ტვირთია.


8.მოცვის ქართული მწარმოებელი FCO მსოფლიო ბაზრის პრემიუმ სეგმენტში GeorgianBlue ბრენდით შესვლას გეგმავს

მოცვის ქართული მსხვილი მწარმოებელი კომპანია FCO, რომელიც ძირითადად ექსპორტის მიმართულებით მუშაობს, წელს მსოფლიო ბაზრის მაღალ საფასო და პრემიუმ სეგმენტებში შესვლას აპირებს. ამიერიდან კომპანიის პროდუქტები GeorgianBlue ბრენდის ქვეშ იქნება წარმოდგენილი.


9.რატომ სჭირდება სტამბოლის არხი საქართველოს და რეგიონს?

სტამბოლის არხი თურქეთის ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც შავ და მარმარილოს ზღვებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ბოლო მონაცემებით, მისი დასრულება 2025-2026 წლებში იგეგმება და არხის გამოყენების საშუალება ექნებათ როგორც ჩვეულებრივ, ასევე სატვირთო და სახიფათო ნივთიერებების გადამტან გემებსაც.


10.შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი - ვაჟა ბერიძე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ისაუბრა.

თეგები:
top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up