დღის top 10 საინტერესო ამბავი

დღის top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-04-19 21:00:13

დღის top 10 საინტერესო ამბავი:


  1. რეფინანსირების ისტრუმენტი , რომელსაც ეროვნული ბანკი იყენებს ლარის კურსზე დამატებითი წნეხია


ლარის კურსზე გავლენას ეროვნული ბანკის ქმედებები, ბიუჯეტის ხარჯვის გრაფიკი და მოლოდინებიც ახდენს, მთგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სებსა და მის მიერ გაცემულ რეფინანსირების სესხს უკავია.


2. „მოთხოვნა კარგ უძრავ ქონებაზე იზრდება, უნდა ველოდოთ გაძვირებას“ - ოლეგ ოსინოვსკი, Tbilisi Hills– ის ინვესტორი

ოლეგ ოსინოვსკი, Tbilisi Hills– ის მთავარი ინვესტორი და საქართველოში ერთ – ერთი ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორი მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობასა და უძრავი ქონების ფასების ზრდის შესახებ Tbilisi Hills -ის ვიდეოინტერვიუში საუბრობს.


3. „ქართული ოცნება“: ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის გაზრდა 43%-მდე. „ქართული ოცნება” მზად არის შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით“ – ნათქვამია განცხადებაში.


4. ჩინეთმა საქართველოს საექსპორტო პარტნიორებში პირველი ადგილი დაიბრუნა

იანვარ-მარტში ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.2%-ით $821 მლნ-მდე გაიზარდა თუმცა 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 1%-ით შემცირდა. მარტში მკვეთრი 30.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ 2019 წლის ფონზე ეს მხოლოდ 0.5%-იანი ზრდაა.



5. რესტორატორი: Covid პასპორტის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს

რესტორან „11 კათხას“ დირექტორი დავით ტრაპაიძე jandacva.ge-სთან  საქართველოში COVID -19-ის პასპორტის მობილური აპლიკაციის ამოქმედების დაანონსებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ინიციატივა კარგია და ის ნამდვილად ქმედითი იქნება.


6. „სხვაგან გამოვიმუშავებ, საქართველოში ვხარჯავ“ - რა ჯდება პირადი თვითმფრინავის ყოლა საქართველოში?

საქართველოში დღესდღეობით სულ რამდენიმე ადამიანი თუ იქნება, ვისაც მცირე თვითმფრინავი პირადი მოხმარებისთვის ჰყავს და მას ქალაქებს შორის გადაადგილების საშუალებად იყენებს.  ერთ-ერთია სამანდ(მიშა) დავოიანი,  ტაჯიკეთის რესპუბლიკის ურალის ავიახაზების გენერალური წარმომადგენელი, რომელიც უკვე 15 წელიწადზე მეტია პროფესიონალი მფრინავია და საქართველოში  4 წელია ამერიკულ თვითმფრინავს მართავს.


7. საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 35.1%-ით შემცირდა

მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 35.1%-ით $133 მლნ-დან $97 მლნ-მდე შემცირდა. როგორც პროცენტულად, ასევე რიცხობრივად ეს ყველაზე დიდი ვარდნაა.


8. 100 მლნ დოლარის ინვესტიცია - დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი კეთდება

საქართველოში პირველად, დაცულ ტერიტორიაზე - წალკის კანიონზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც ყველაზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს.


9. დოლარისგან  დამოუკიდებლობა და დემოგრაფიის კონტროლი - რისთვის ქმნის ჩინეთი ახალ ციფრულ ვალუტას

ხელისუფლება აცხადებს, რომ გადახდის სისტემას უფრო ხელისაწვდომს გახდის, ხოლო ეკონომიკას - დოლარისგან დამოუკიდებელს. ექსპერტები კი ეჭვობენ, რომ ამ გზით მთავრობა მოსახლეობის კონტროლის კიდევ ერთ მექანიზმს ქმნის.


10. სუპერლიგას ევროპელი ლიდერების ეწინააღმდეგებიან _ ყველაფერი ახალი ლიგის შესახებ


თეგები:
top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up