დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-04-16 21:00:47

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“

„ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირება, რომლის საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 2,5-ჯერ მაღალი იყო და 6.875%-ს შეადგენდა, რომლის დაფარვაც მიმდინარე წლის 12 აპრილს განხორციელდა“ მინისტრი.


2.„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრიცნიპული მზადყოფნა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში, თუმცა დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.


3.საქართველო კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე 500 მლნ ლარამდე დახარჯავს

მარტიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ელექტროენერგიაზე სუბსიდირებაზე მესამე პროგრამა ამოქმედდა. თუ 7 მანძილზე, 2020 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით და 2021 წლის ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, ბიუჯეტი ფიზკურ პირებს 200 კვტ/სთ-ის მოხმარებულ ელექტროენერგიის საფასურს სრულად უნაზღაურებდა, ახალი სქემით 300 კვტ/სთ-მდე იანვრიდან გაძვირებულ და ძველ ტარიფებს შორის სხვაობა დაიფარება.



4.„ერთი წელია კომპანია „მიწაზე“ ვდგავართ, „აფრენისთვის“ 4 წელი დაგვჭირდება“ - ნატახტარის აეროპორტი

დღესდღეობით რეგულარული შიდა რეისები ნატახტარის აეროპორტიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით და ასევე თბილისიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით სრულდება. თუმცა როგორც ნატახტარის აეროპორტის ადმინისტრაციაში კომერსანტს ესაუბრნენ, მგზავრთანაკადის 80 პროცენტით შემცირება იმდენად დამაზარალებელი აღმოჩნდა რომ ქვეყანას ისეთივე ტურისტული აქტივობა სასიცოცხლოდ სჭირდება როგორიც 2019 წელს იყო. მისი თქმით, ეს წელი საუკეთესო იყო როგორც შიდა ავიაციისთვის, ისე მთლიანად ინდუსტრიისთვის.


5.„ბიუროკრატიული ბარიერები, აქტიური კამპანიის არარსებობა და შეუსაბამო ფასი“ - საპრივატიზაციო ობიექტებით ინვესტორები ნაკლებად ინტერესდებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილია ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა და პროექტი უპრეცედენტოა, პრივატიზაცია კი უცხოელი ინვესტორების, რომლებიც ეკონომიკის მდგრადობას უზრუნველჰყოფენ, მოსაზიდად დაჩქარდა. თუმცა, პროექტმა განსაკუთრებული ინტერესი ვერც ქართველ და ვერც უცხოელ ინვესტორებში ჯერჯერობით ვერ გამოიწვია, მაგალითად გუშინ აუქციონზე გამოტანილი 10 სახელმწიფო კომპანიიდან მხოლოდ ერთი გაიყიდა.


6.„საქართველოში თიზ-ებს აზრი ეკარგება“ - მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მოძველებული კანონი და მთავრობის სურვილის არქონა

თიზ-ებში არსებულ პრობლემებს და სახელმწიფოს დამოკიდებულებას ინვესტორებთან მიმართებაში „კომერსანტთან“ ეხმაურება ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი და აღნიშნავს, რომ ყველა პრობლემის მოგვარება თიზ-ბში ინვესტორებს თვითონ უხდებათ, ამას კიდევ ემატება ის რაც ახლა ხდება, მოძველებული კანონი და გადასახადების კუთხით გაურკვეველი ვითარება, ამიტომ ინვესტორს ინტერესი აღარ უჩნდება.


7.„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებული

ავლაბარში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, გათავისუფლებულია მძევლები, რომლებიც უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი.


9.აჭარა ჯგუფი: რადიოქალაქის პროექტს პანდემიით გამოწვეულ ახალ გარემოებას მოვარგებთ

აჭარა ჯგუფის რადიოქალაქის პროექტში პანდემიის გამოწვევების გამო შესაძლოა ცვლილებები შევიდეს, თუმცა მისი ფუნქციური დატვირთვა არ შეიცვლება. „აჭარა ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“ რადიო ქალაქის პროექტში 4 წლის განმავლობაში $8 მლნ-ის ინვესტირებას გეგმავს. კომპანიამ ტერიტორია დაახლოებით, 23 მლნ ლარად, აუქციონზე 2019 წელს შეიძინა.


10.„ლარის მკვეთრი მერყეობა მოკლევადიან პერიოდში არ უნდა გვქონდეს“ - ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ვაქცინაციის პარალელურად ქვეყანაში ეკონომიკისა და ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენის პერსპექტივა დიდია, გარდა ამისა მიმდინარე თვეში ექსპორტის მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა უნდა დაფიქსირდეს, რაც ლარის მკვეთრ მერყეობებს გამორიცხავს.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up