დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-04-13 21:00:13

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.„ნამახვანჰესის მოქმედი ხელშეკრულებით აშენება მიუღებელია“ - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

მშენებარე ნამახვანჰესის გარშემო პროტესტი გრძელდება. აქტივისტები პროექტის სრულ გაუქმებას ითხოვენ. მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილისთვის თავად ჰესი პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ენკასთან დადებული ხელშეკრულება კატეგორიულად მიუღებელია. მათი განცხადებით კონტრაქტის პირობები, ეკონომიკურადაც წამგებიანია და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასაც ვერ უზრუნველყოფს.


2.საპარტნიორო ფონდი მამუკა ხაზარაძის Georgian Fresh Holdings B.V-ს საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავება და თანხის დაბრუნებას სთხოვს

საპარტნიორო ფონდის მიერ დაფინანსებულ კომპანია „იმერეთი გრინერიში“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება 2021 წლის 24 მარტს დაიწყო. სასამართლოს დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2021 წლის 19 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენელმა – აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ვახტანგ ჯორბენაძემ და ითხოვა შპს „ იმერეთი გრინერის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.


3.„მცირე ავიაციაში საკანონმდებლო ხარვეზია, კერძო თვითმფრინავს ვერ ვირეგისტრირებთ“

ახალი აეროკლუბი 1*209 (ერთი ორას ცხრა)_ ს გაშენება კანონში არსებული ხარვეზების გამო ფერხდება. აეროკლუბის დაარსების იდეა სფეროთი დაინტერესებულ რამდენიმე ადამიანისგან შემდგარ ჯუფს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა.


4.Crosty ბრენდის პირველ მაღაზიას ხსნის


2015 წელს შექმნილი ფეხსაცმელების ქართული ბრენდი CROSTY ფართოვდება და მელიქიშვილის გამზირზე ყოფილი „Hard Rock Cafe-ს ტერიტორიაზე პირველ მაღაზიას ხსნის. როგორც კომპანიის ერთ–ერთი დამფუძნებელი გიორგი მიქაია კომერსანტთან აცხადებს, მაღაზიის გახსნა თვის ბოლოს იგეგმება და უახლოეს მომავალში სხვა სიახლეებიც გაჟღერდება.


5.GEORGIA CAPITAL-ი თეკუნა გაჩეჩილაძის სარესტორნო ბიზნესიდან გავიდა

ჰოლდინგ Georgia Capital-სა და ცნობილი შეფ-მზარეულის თეკუნა გაჩეჩილაძის 4 რესტორნის პარტნიორობა დასრულდა. როგორც “ბიზნესპარტნიორს“ თეკუნა გაჩეჩილაძემ განუცხადა, მიზეზი Georgia Capital-ის მომსახურების სფეროდან გასვლაა.


6.„არ გვინდა კრიზისის დროს აქტივები იაფად გავყიდოთ“ - თანაინვესტირების ფონდი

ინვესტორები „გალერია თბილისით“ და Paragraph Resort & Spa, Shekvetili-ით დაინტერესდნენ, თუმცა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი მათ გასხვისებას არ ჩქარობს.


7.საქართველოს მთავრობა ლონდონის ბირჟაზე ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსებაზე განცხადებას აკეთებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, შერჩეულ საერთაშორისო და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებთან (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard, TBC Capital და Galt & Taggart), იურიდიულ მრჩევლებთან (Backer & McKenzie და BLC) და საერთაშორისო ფისკალურ აგენტთან (Citi) ერთად, დაასრულა ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებისთვის მოსამზადებელი ეტაპი.


8.„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა

„სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წლიდან გაუმჯობესდება, 2022 წელს 7.98%_მდე დაიწევს, 2024 წლიდან კი 6%_ს ჩამოცდება და 2026 წლისთვის 5.56%_მდე შემცირდება. ერთ სულ მოსახლეზე მშპ აშშ დოლარში 2021-2026 წლებში 60%_ით გაიზრდება და ერთ სულზე 6782 აშშ დოლარი გახდება“ - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ „კომერსანტთან“ განაცხადა.


9.რუსეთი თურქეთთან ფრენებს დროებით წყვეტს

რუსეთი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთთან საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვებს აწესებს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ვიცე პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.


10.საქართველოს ელექტროენერგეტიკა – იმპორტდამოკიდებულებიდან ექსპორტიორობამდე

დღევანდელ სამყაროში ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იაფ ენერგიაზე წვდომაა. საქართველოს ეს ფუფუნება არ აქვს. ქვეყანა არ ფლობს ნავთობისა და გაზის საბადოებს. შესაბამისად, საწვავით ჩვენი მომარაგება მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. ერთადერთი სექტორი, სადაც შესაძლოა გარღვევა მოხდეს, ეს ელექტროენერგეტიკაა.

თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up