დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-04-12 21:00:16

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. არა, არაკვალიფიციურად აშენებულ ჰესებს

 

 

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ჰესების თემა აქტუალობას ინარჩუნებს. პროცესში ჩართული მხარეები ძირითადად სამ ნაწილად იყოფიან: 1) ისინი ვინც ნებისმიერ ჰესს, თუნდაც ძალიან მცირე სიმძლავრისას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან; 2) ისინი ვინც ჰიდრორესურსის ათვისებას ნებისმიერი პირობით ემხრობიან და 3) ადამიანები, რომლებიც ჰესების მშენებლობას ემხრობიან, ოღონდ უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური ნორმების მკაცრი დაცვით.

 

 

2. „აეროპორტი ქვეყნის გასაღებია, თბილისის დღევანდელი აეროპორტი კი არ შეიძლება ქვეყნის გასაღები იყოს“ - გიორგი ვაშაძე

 

 

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია, პანდემიის გამო საქართველოს მთავრობას 2020 წლის ფორსმაჟორად გამოცხადებას და ხელშეკრულებების ვადების დაახლოებით 2 წლით გახანგრძლივებას სთხოვს.გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ „TAV GEORGIA“ - თან დაკავშირებით გადაწყვეტილებაა მისაღები, პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ხელისუფლებასა და „TAV Georgia“-ს  შორის ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს, რის შემდეგაც მოიძებნება უკეთესი ოპერატორი, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებით მთავარ ამოცანას შეასრულებს და მგზავრთა ნაკადს მნიშვნელოვნად გაზრდის.

 

 

3. ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში წარმოებული ავიასაწვავი საქართველოს ბაზარს მთლიანად დააკმაყოფილებს


 

შპს „ფაზის ოილი“ და საკონსულტაციო კომპანია Deloitte & Touche ყულევის მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტს, რომლის ინვესტიციის მოცულობა მილიარდ დოლარს აღემატება, 2020 წლიდან ახორციელებენ. თუმცა, პანდემიის გამო საქართველოში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტზე მუშაობა ამ ეტაპზე შეჩერებულია.

 

 

4. მთავრობამ ბიუჯეტიდან 500 მლნ დოლარის ვალი დაფარა


 

 

დღეს, საქართველოს მთავრობას 500 მილიონი დოლარის მოცულობის 10-წლიანი ევროობლიგაციების დაფარვა უწევს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დღეს 500 მლნ დოლარის ღირებულების ევრობონდების დაფარვა სახელმწიფოს საკუთარი სახსრებით მოუწევს, შემდეგ კი ათი დღის ვადაში ქვეყანა ახალ ევრობონდებს განათავსებს.

 

 

5. „საპენსიო ასაკის მომხმარებლები „ლიბერთიში“ საბაზრო ფასით სარგებლობენ“ - ვასილ ხოდელი

 

 

„საპენსიო ასაკის მომხმარებლები „ლიბერთიში“ საბაზრო ფასით სარგებლობენ“,  -ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც  მოქალაქეების და პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით მსჯელობენ.

 

 

6. „წელს ჩვეულ ფორმატს ვუბრუნდებით“ - თბილისის ჯაზ-ფესტივალი ივლისში გაიმართება


 

2021 წლის თბილისის ჯაზ-ფესტივალის ჩატარება ივლისის დასაწყისში იგეგმება. Eastern Promotion-ის ორგანიზებით ფესტივალში მონაწილეობას ის არტისტები მიიღებენ, რომელთა ჩამოსვლაც 2020 წელს ვერ მოხერხდა - KENNY BARRON და Dave HOLLAND-ი, ასევე Eastern Promotions-ის დირექტორი გიორგი კერესელიძე აღნიშნავს, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია, შესაბამისად Tbilisi Jazz Festival 2021 ღია ცის ქვეშ გაიმართება.

 

 

7. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი მიზანი აქვს - მლრდ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი

 

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, დარგის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივები და რთველი 2021-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა.

 

 

8. „ლარის კურსთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია“ - კობა გვენეტაძე


 

„ეროვნული ბანკი ყველა ზომას მიიღებს იმასთან დაკავშირებით, რომ ფასების ზრდა მაღალი არ იყოს, მაგრამ თუ გადავხედავთ მეზობელ ქვეყნებსაც, თითქმის ყველა ქვეყანაში შეინიშნება ფასების ზრდა“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა. კობა გვენეტაძის განმარტებით, რაც ლარის გაცვლით კურსზე გავლენას ახდენს ეს არის ძალიან დიდი თანხა, რომელიც ქვეყანამ ტურიზმის შემოსავლებიდან დაკარგა.

 

 

9. KTW ბოდბეში მიწის ნაკვეთებს და ფერმებს ყიდის

 

 

„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ბოდბეში რამდენიმე მიწის ნაკვეთს, შენობებს და ფერმებს აუქციონზე ყიდის. ერთ-ერთი ქონების საწყისი ღირებულება 10,026 მლნ ლარია, „ბიჯი“ 7 000 ლარი. აუქციონი 24 აპრილს სრულდება.

 

 

10. აშშ-ს ეკონომიკა გარდატეხის წერტილშია

 

 

აშშ-ს ფედერალური რეზერვის უფროსის ჯერომ პაუელის თქმით, ამერიკის ეკონომიკა ამ დროისთვის „გარდატეხის წერტილში იმყოფება“ და მთავარი რაც მას აკლია, ზრდის სტაბილურობა და მდგრადობაა.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up